სქოთები ახალ წელს „ოლდ ფირმ დერბით“ ანუ „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ თამაშით შეეგებნენ.

სქოთები ახალ წელს „ოლდ ფირმ დერბით“ ანუ „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ თამაშით შეეგებნენ. ამჯერად „სელტიკმა“ გაიმარჯვა - 2:0. ორივე გოლი 25 წლის ბერძენმა გარემარბმა გეორგიოს სამარასმა გაიტანა და დაამტკიცა, რომ შოტლანდიის პრემიერლიგაში მთავარ კითხვაზე პასუხამდე ჯერ მეტისმეტად შორია.

ვითარება მართლაც რთულია - „სელტიკი“ ცხრილში 4 ქულით დაწინაურდა, თუმცა „რეინჯერსს“ ორი თამაშით ნაკლები აქვს. ცნობისათვის: ამ შეხვედრაში, „რეინჯერსის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა 19 წლის ჯეიმი ნესმა, რომელიც პირდაპირ „ოლდ ფირმში“ იმიტომ მოხვდა, რომ სტივენ ნეისმითმა ორთავა კუნთის ტრავმა დროულად ვერ მოირჩინა. დანაკარგი ჰქონდა „სელტიკსაც“: კაპიტანი სკოტ ბრაუნი დისკვალიფიცირებული იყო, ახალშეძენილმა ფრედი ლიუნგბერგმა კი ჯერჯერობით გრიპით დაავადება მოასწრო, მეტი ვერაფერი.

თამაშის წინ, გუნდებმა და მათმა ფანებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ერთი მხრივ „რეინჯერსის“ იმ 66 ფანს, რომლებიც ზუსტად 40 წლის წინ „აიბროქსის“ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, მეორე მხრივ კი იმავ „რეინჯერსის“ (და „ლივერპულის“) ყოფილ მცველს, ებრაელ ვარსკვლავ ავი კოენს, რომელიც 29 დეკემბერს მოტოკატასტროფაში დაიღუპა.

მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელმა ნილ ლენონმა თქვა: „დღეს ორ გუნდს შორის განსხვავება სამარასმა განაპირობა. როდესაც ის დღევანდელივით თამაშობს, მისი გაჩერება შეუძლებელია. სამარასი უბრალოდ ძლიერი ან ძალიან ძლიერი კი არა, მსოფლიო კლასის ფეხბურთელია“.

შოტლანდია. პრემიერლიგა. XVIII ტური

ჰართსი-ჰიბერნიანი 1:0

გოლი: 1:0 კაილი (86)

აბერდინი-დანდი 1:1

გოლები: 1:0 მექუაირი (36), 1:1 გუდვილი (90)

ჰემილტონი-მოზერუელი 0:0

რეინჯერსი-სელტიკი 0:2

გოლები: 0:1 სამარასი (62), 0:2 სამარასი (70-პენ)

სტ. ჯონსტონი-ინვერნესი 1:0

გოლი: 1:0 სემუელი (85)

1. სელტიკი 19 14 3 2 41:13 45

2. რეინჯერსი 17 13 2 2 39:19 41

3. ჰართსი 19 12 3 4 33:15 39

4. კილმარნოკი 18 8 3 7 30:21 27

5. ინვერნესი 20 7 6 7 30:26 27

6. მოზერუელი 18 7 3 8 24:23 24

7. დანდი 16 5 6 5 18:23 21

8. სტ. ჯონსტონი 18 6 3 9 13:25 21

9. აბერდინი 19 5 2 12 19:38 17

10. ჰიბერნიანი 19 4 4 11 21:32 16

11. სტ. მირენი 18 4 4 10 17:31 16

12. ჰემილტონი 17 2 5 10 11:30 11

ბომბარდირები: 21 – მილერი (რეინჯერსი); 12 - სემონი (კილმარნოკი); 11 – რუნი (ინვერნესი); 10 - გუდვილი (დანდი), ბლექმენი (მოზერუელი); 9 –ჰუპერი (სელტიკი); 8 - რიორდანი (ჰიბერნიანი); 7 – კაილი (ჰართსი), სკაცელი (ჰართსი), ტემპლტონი (ჰართსი); 6 –ჰიგდონი (სენტ მირენი), ვერნონი (აბერდინი); 5 - ნეისმითი (რეინჯერსი), სტოკსი (სელტიკი), ჰეიესი (ინვერნესი), ჰემილი (კოლმარნოკი), მაკკოურტი (სელტიკი).

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს