ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დღეს ხსნილია - სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო

დღეს ხსნილია - სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო

ევროპაში სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა

ესპანური არმადა ინგლისში

"ნისლიანი ალბიონის" "ესპანურ არმადას" კიდევ ერთი წევრი შეემატა - "დეპორტივოს" 23 წლის მცველი ადრიან "პისკუ" გონსალესი "უიგანში" გადავიდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს ადრიანი თანაკლუბელ ადრიან ლოპეს ალვარესში არ აგერიოთ, რომელიც ფორვარდია და გუშინ "ბილბაოს" კარში დუბლით გამოიჩინა თავი. პისკუს ამ სეზონში ერთი წუთიც არ უთამაშია გალისიურ კლუბში და ვერც ითამაშებდა - საკმაოდ ჩახლართული და უცნაური ამბავია: პისკუს კონტრაქტი "დეპორტივოსთან" ზაფხულში მთავრდებოდა, კლუბმა კი ის ავტომატურად ერთი სეზონით განაახლა, ისე რომ, ფეხბურთელისთვის არ უკითხავს. ადრიანს ეგონა გალისიაში არავის ვჭირდებიო და ეგრევე "უიგანის" ვარჯიშზე გამოცხადდა, სადაც მიწვევა ჰქონდა.

ფიფამ ტრანსფერი "გაყინა" - სანამ მხარეები შეთანხმდებოდნენ და მტყუან-მართალი გაირკვეოდა, პისკუ ოდენ "უიგანში" ვარჯიშით გადიოდა ფონს. და აი, წლის ბოლოს ფიფამ დაუმტკიცა ესპანელ მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსი და "უიგანმაც" მასთან ოფიციალურად, სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

"ლეტიკსის" რიგებში ადრიანი 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს: "ჩვენ დიდ ხანს ველოდით ფიფას ვერდიქტს. ძალიან კარგია, რომ ადრიანის ოფიციალურად დამატების საშუალება მოგვეცა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც "დეპორტივოს" სკოლა და ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებები აქვს გავლილი", - განუცხადა პრესას "უიგანის" თავკაცმა რობერტო მარტინესმა.

ესპანეთიდან ინგლისში მეორე ტრანსფერიც პირობითია - ადრიანი თუ მხოლოდ ვარჯიშობდა "უიგანში", ჯერმეინ პენანტი "სტოკ სიტიში" თამაშობდა კიდეც, ოღონდ, კვლავ "სარაგოსას" ეკუთვნოდა. მოხეტიალე ფეხბურთელის ხეტიალის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა - 1,9 მილიონი ევროს სანაცვლოდ ინგლისურმა გუნდმა პენანტი გამოისყიდა და ახლა ის ნამდვილი სტოკელია.

პელეგრინის ფულჰაუსი

ამ დროს "მალაგამ" თითქმის მოამთავრა ზამთრის სატრანსფერო სეზონი: ხუთი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი შეიმატა. ასე რომ, ახალი წლიდან მანუელ პელეგრინის გუნდი მნიშვნელოვნად შეიცვლება. პელეგრინიმ გუნდი ყველა პოზიციაზე გააძლიერა - დაიმატა: მეკარე სერხიო ასენხო "ატლეტიკოდან" (იჯარა), გამოცდილი არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი (წყაროები ხან იჯარას ამბობენ, ხან - პირდაპირ ტრანსფერს), არანაკლებ გამოცდილი იტალიელი ნახევარმცველი ენცო მარესკა, 20 წლის შუახაზელი "ატლეკოდან" იგნასიო კამაჩო (1,5 მილიონი ევრო) და საქვეყნოდ აღიარებული ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟულიო ბაპტიშტა "რომადან" (2 მილიონი ევრო). ვნახოთ, რას გამოადნობს აქედან "რეალის" ყოფილი თავკაცი.

მუნდიალის გმირი უკან გააბრუნეს

სანტანდერის "რასინგმა" უკან, ჩილეში გაუშვა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავგამოჩენილი მცველი ვალდო პონსე. საოცარია, მაგრამ მუნდიალის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა ვერაფერი აჩვენა კანტაბრიულ კლუბში, სადაც მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის "ო'ჰიგინსში" გადავიდა იჯარით, თუმცა ჩილეური კლუბი პონსეს დღე-დღეზე მექსიკურ "კრუს ასულში" გაყიდის.

სხვა ტრანსფერებს კი უბრალოდ ჩამოვთვლით: "რასინგმა" 21 წლის ნახევარმცველი ედუ ბედია "სალამანკას" ათხოვა. "პორტუმ" 22 წლის ნახევარმცველი ანდრე კასტრო (რომელიც "ოლანენშეში" თამაშობდა) ახლა ხიხონის "სპორტინგს" ათხოვა, სამაგიეროდ პორტუგალიურმა გრანდმა "ალმერიადან" არგენტინელი შუახაზელი დიეგო ვალერი დაიბრუნა, რომელიც ანდალუსიაში იჯარით თამაშობდა.

ოფიციალურად ზამთრის სატრანსფერო სეზონი ევროპაში დღეს გაიხსნა.

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?

კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია