ფერნანდო ტორესის დაბრუნება, რაულ ალბენტოსას წასვლა
ესპანური ზამთრის სატრანსფერო სეზონი უჩვეულოდ მშრალია. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ტრანსფერს ეთქმის სერიოზული - "ვალენსიამ" არგენტინელი ნახევარმცველი ენცო პერესი დაიმატა.

საქმე იმაშია, რომ ფიფამ ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ცელი გამოუსვა - ტრანსფერების უფლებას არ აძლევს; მეორე კი, უამრავი ჭორ-მართალის მიუხედავად, ჯერ ბაზარზე საერთოდ არ გამოჩენილა.

"ბარსელონას" ახალი ფეხბურთელების გაფორმება 2016 წლის იანვრამდე აკრძალული აქვს. არადა, ლუის ენრიკეს გუნდს რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება არ აწყენდა. არ გაჭრა არც აპელაციამ და სავარაუდოდ, ამ ამბავს შეეწირა სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტაც, რომელიც "ბარსას" პრეზიდენტმა გაათავისუფლა. მოკლედ, "ბარსა" ვერავის იყიდის და შესაბამისად, ვინმესთან შელევაც გაუჭირდება.

აი, "რეალის" ტრანსფერები კი არ ჩანს. "სამეფო კლუბს" მარკო როისს, მარტინ ედეგორს და სხვებს უკავშირებენ, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ სპეკულაციებია.

ამასობაში, "ვალენსიამ" ყველაზე სოლიდური შევსება მიიღო - ლისაბონის "ბენფიკას" 25 მილიონი ევრო გადაუხადა ენცო პერესში. პერესს დებიუტი უკვე ჰქონდა "ღამურების" რიგებში, თანაც "სამეფო კლუბთან" თამაშში, რომელიც "ვალენსიამ" 2:1 მოიგო და "რეალის" 22-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ენცო 28 წლისაა, ცენტრალური ნახევარმცველია და ადრე "გოდოი კრუსსა" და "ესტუდიანტესში" უთამაშია. ის არგენტინის ნაკრების სრულუფლებიანი წევრია და ანხელ დი მარიას ტრავმის შემდეგ მუნდიალზე სასტარტოს ფეხბურთელადაც იქცა, ნახევარფინალსა და ფინალში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

პერესში გადახდილი 25 მილიონი არგენტინელ ფეხბურთელთა ტრანსფერებში ისტორიაში მეათეა. ის პორტუგალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია.

აღსანიშნავია ფერნანდო ტორესის დაბრუნება "ატლეტიკოში", ანხელ კორეას ტრანსფერი იმავე გუნდში და რაულ ალბენტოსას გადაბარგება "ნისლიან ალბიონზე".

იანვრის ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

13 დეკ. ანხელ კორეა (არგ) სან ლორენსო ატლეტიკო 5,6 მლნ. ევრო

18 დეკ. მიჩელ ერერო ხეტაფე ვალენსია იჯ. დაბრ.

18 დეკ. მიჩელ ერერო ვალენსია გუანგჟოუ 0,6 მლნ.

19 დეკ. ხონათან ვიერა სტანდარდი ლას პალმასი იჯ.

28 დეკ. როკე სანტა კრუსი (პარ) მალაგა კრუს ასული 1,5 მლნ.

28 დეკ. პაბლო პერესი (არგ) მალაგა ბოკა იჯ.

29 დეკ. ფერნანდო ტორესი მილანი ატლეტიკო იჯ.

29 დეკ. ალესიო ჩერჩი (იტ) ატლეტიკო მილანი იჯ.

29 დეკ. საულ გარსია რასინგი დეპორტივო თავ. აგ.

29 დეკ. საულ გარსია დეპორტივო რასინგი იჯ.

30 დეკ. მაიკ ჰავენაარი (იაპ) კორდობა - თავ. აგ.

30 დეკ. მიგელ ლაიუნი (მექ) ამერიკა გრანადა თავ. აგ.

31 დეკ. ბორხა ფერნანდესი კალკუტა ეიბარი თავ. აგ.

1 იან. ხონათან პერეირა ვალეკანო ვილიარეალი იჯ. დაბრ.

1 იან. ხონათან პერეირა ვილიარეალი ვალიადოლიდი იჯ.

2 იან. ენცო პერესი (არგ) ბენფიკა ვალენსია 25 მლნ.

5 იან. ორიოლ რიერა უიგანი დეპორტივო იჯ.

5 იან. კეპა არიზაბალაგა ბილბაო პონფერადინა იჯ.

5 იან. ეგორ ფილიპენკო (ბელ) ბატე მალაგა თავ. აგ.

7 იან. ედიმარ ფრაგა (ბრა) კიევო კორდობა იჯ.

7 იან. კანი ვილიარეალი ატლეტიკო იჯ.

7 იან. ლას ბანგურა (გვი) ვალეკანო გრანადა იჯ.

7 იან. ხუან კალა - ხეტაფე თავ. აგ.

7 იან. ფერნ. არისტეგუიეტა (ვენ) ნანტი ხეტაფე იჯ.

7 იან. არტურო როდრიგესი ალკორკონი კორდობა იჯ. დაბრ.

7 იან. არტურო როდრიგესი კორდობა ლიაგოსტერა იჯ.

8 იან. ბებე (პორ) ბენფიკა კორდობა იჯ.

9 იან. თეო ბონგონდა (ბელ) ვარეგემი სელტა 1 მლნ.

9 იან. მიგელ ლაიუნი (მექ) გრანადა უოტფორდი თავ. აგ.

9 იან. ხავიერ ესპინოსა ვილიარეალი ალმერია იჯ.

9 იან. რაულ ალბენტოსა ეიბარი დერბი 0,6 მლნ.

9 იან. რაულ როდრიგესი ესპანიოლი ჰიუსტონი თავ. აგ.

9 იან. ივან მარკონე (არგ) არსენალი ხეტაფე იჯ.

12 იან. პაპე დიაკატე (სენ) გრანადა ერჩიეი თავ. აგ.

13 იან. კარლეს ხილი ელჩე ასტონ ვილა ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ესპანეთი. ლა ლიგა. ტრანსფერები: მშვიდი ბაზარი ესპანეთში
"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს
განსაკუთრებული შემთხვევა ლიბერტადორესზე - "რივერის" კარში ნახევარმცველი იდგა, ის საუკეთესო გახდა [VIDEO]
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს პირველი მეოთხედფინალური წყვილი გამოვლინდება