ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი ასეულისთვის ბრძოლა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ახალ წლამდე დაიწყო

მაშინ, როცა მთელი საქართველო ისვენებდა, ანა ტატიშვილი (134) ლამის ერთადერთი ქართველი სპორტსმენი იყო, რომელიც სამშობლოსგან შორს, ტურნირზე იმყოფებოდა - ანამ 31 დეკემბრიდან მოყოლებული წარმატებით იასპარეზა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში, სადაც WTA-ს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის თამაშები მიმდინარეობდა. ჩვენმა 20 წლის თანამემამულემ წარმატებით გადალახა 3 ბარიერი და 220-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მიიღო. მაშ ასე, ანა ტატიშვილი იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას ასეულისთვის.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 24 წლის ბელარუსი დარია კუსტოვა (161) გახლდათ. ანამ დაძაბულ ბრძოლაში (რაზეც ორი ტაი-ბრეიკი მეტყველებს), მაგრამ ორ სეტში დაამარცხა მოწინააღმდეგე - 7:6 (4), 7:6 (1).

მომდევნო მეტოქე ანას უკვე 2011 წელს ელოდა, 1 იანვარს ბრისბენის კორტზე ქართველის წინააღმდეგ მსოფლიოს 94-ე ჩოგანი (ადრე მე-17-ც ყოფილა) ხორვატი კაროლინა შპრემი დადგა. თავიდან ყველაფერი ცუდად დაიწყო, ჩვენებურმა მალევე დათმო სეტი - 2:6, მეორე კი დაიწყო კარგად (3:1), მაგრამ მაინც სულზე მოუსწრო იშვიათმა ავსტრალიურმა წვიმამ. გუშინ კი ანამ ერთი ამოსუნთქვით აჯობა საკვალიფიკაციო ბადის ფავორიტს - 2:6, 7:5, 6:3 და... ორიოდ საათში კვლავ კორტზე მოუწია გასვლა. ახლა მისი მეტოქე 20 წლის ჰოლანდიელი არანჩა რუსი (139) იყო. ქართველმა, მოულოდნელად, ძალზე იოლად დაამარცხა ჰოლანდიელი და ძირითად ბადეში გავიდა - 6:2, 6:4. მოკლედ, ბედობა დღეს ტატიშვილმა ერთბაშად ორი მოგება დაიბედა.

მაშ ასე, ანა ტატიშვილი წლის პირველივე WTA -ს ტურნირის ძირითად ბადეშია, სადაც პირველი ჩოგანი სამანტა სტოსურია, ავსტრალიელი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-6 ადგილზეა. მე-2 ჩოგანი, ისრაელის წარმომადგენელი შაჰარ პეერი მსოფლიოს მე-13 ჩოგანია. გაგაცნობთ სხვა განთესილებსაც: 3. ნადია პეტროვა (რუსეთი, 15), მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი, 16), 5. ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუსეთი, 21), 6. ფლავია პენეტა (იტალია, 24), 7. ალისა კლეიბანოვა (რუსეთი, 25), 8. ალექსანდრა დულგერუ (რუმინეთი, 29).

კენჭისყრაში ანას გაუმართლდა, რადგან ჩეხი ბარბორა ზაჰლავოვა-სტრიჩოვა შეხვდა. 24 წლის ბარბორა მსოფლიოს 67-ე ჩოგანია. სხვათა შორის, თუკი დღეს ანა გაიმარჯვებს, უკვე ცნობილია ვის შეხვდება მერვედფინალში - ეს არის 19 წლის ავსტრალიელი სალი პეერსი (154), რომელმაც გუშინ რუსი კლეიბანოვა გამოთიშა - 3:6, 6:4, 6:3. თუკი საქართველოს პირველი ჩოგანი I რაუნდს გაივლის, 30 სარეიტინგო ქულას და 2,9 ათას დოლარს მიიღებს, II რაუნდის დაძლევის შემთხვევაში კი - 70 ქულას და 5,3 ათას დოლარს. ახლა კი მან 17 ქულა და 1,7 ათასი დოლარი გაინაღდა.

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი