48 წლის ტაისონი 10 წელია, რინგზე არ გამოჩენილა
უცნაური განცხადება გააკეთა ლეგენდარულმა და სკანდალურმა პრომოუტერმა დონ კინგმა. ის საკრივო სამყაროს დაჰპირდა რინგზე ამერიკელი მაიკ ტაისონის დაბრუნებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანადელი ბერმეინ სტივერნი სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულს დაიცავს ამერიკელ დეონტეი უაილდერთან ბრძოლაში. ამის შესახებ ვებგვერდი Boxingscene-ი წერს.

"თუ ბერმეინი გაიმარჯვებს, შევეცდებით, დავაბრუნოთ ტაისონი რინგზე და მათ შორის ბრძოლა მოვაწყოთ. მომავალ შეხვედრას ასეთი სლოგანი ექნება: "დაბრუნება დიდებისკენ". სუპერმძიმე წონითი კატეგორია ისევ ყურადღების ცენტრში მოექცევა. ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა კინგმა, რომელიც სტივერნის ინტერესებს წარმოადგენს, მანამდე კი ტაისონთან მუშაობდა.

სტივერნსა და უაილდერს შორის ბრძოლა 17 იანვარს, ლას ვეგასში შედგება.

"რკინის მაიკმა", რომელიც ახლა 48 წლისაა, საკრივო კარიერა 2005 წელს დაასრულა. მან პროფესიულ რინგზე 58 ბრძოლა ჩაატარა და 50 მოიგო (44 - ნოკაუტით). ტაისონი კრივის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა აბსოლუტური ჩემპიონია სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი