წარმატებულ ქართველთან ინტერვიუ 14 იანვარს ფიბა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა (fiba.com) გამოაქვეყნა
მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი შეუსრულდა, ზაზა ფაჩულია უმაღლეს დონეზე თამაშობს.

"მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ფაჩულიას დიდი დამსახურებაა, "მილუოკი" საპლეიოფო ზონაში რომ ტრიალებს. წარმატებულ ქართველთან ინტერვიუ 14 იანვარს ფიბა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა (fiba.com) გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესოა და gbf.ge მის თარგმანს გთავაზობთ.

"ბაქსის" ცენტრ ზაზა ფაჩულიას დიდი სურვილი აქვს, საქართველოს სახელი დაიცვას

ყველა გუნდს სურს, ჰყავდეს სუპერვარსკვლავი ან მოთამაშე, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში ბურთის ჩაგდება შეუძლია. თუმცა, შედეგი რომ აჩვენოს, გუნდს ასევე სჭირდება ისეთი კალათბურთელი, რომელიც ეგრეთ წოდებულ შავ სამუშაოს შეასრულებს და მის მიერ გაწეულ სასარგებლო საქმეს სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში ვერ ასახავს.

NBA-ში ჩატარებულ რიგით მე-12 სეზონში ზაზა ფაჩულია თავს სწორედ ასეთ კალათბურთელად წარმოაჩენს. მას მებრძოლი სული აქვს და ამას მისი თანაგუნდელები და მწვრთნელები დიდად აფასებენ.

"მილუოკი ბაქსის" ცენტრი გუნდს დაეხმარა, 2013-14 წლების საშინელი სეზონის შემდეგ აღმავლობის გზაზე დამდგარიყო. 20 მოგებითა და 19 წაგებით "ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.

ფაჩულია ასევე უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც 2015 წელს ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ხორვატიის, სლოვენიის, მაკედონიის, ჰოლანდიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

fiba.com ზაზა ფაჩულიას ესაუბრა...

- ტრავმებით შეწუხებული რამდენიმე წლის შემდეგ რეგულარულად და სტაბილურად თამაში დაიწყეთ. ეს იმედისმომცემი უნდა იყოს თქვენთვის...

- ეს ძალიან კარგია. სიმართლე გითხრათ, ესაა დიდებული გრძნობა, როცა შეგიძლია, შენს თანაგუნდელებთან ერთად ითამაშო. საშინელი განცდა იყო, როცა წლების მანძილზე ტრავმების გამო ფორმაში ვერ შევდიოდი და ახლა განსაკუთრებულად მიხარია, მოედანს რომ დავუბრუნდი.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი, რათა სეზონს ფორმაში შევხვედროდი და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. გახარებული ვარ, რომ მოედანზე მიწევს ყოფნა და შესაძლებლობა მაქვს, გუნდს მოგების მოპოვებაში დავეხმარო.

- რას იტყვით "მილუოკის" გასულ სეზონზე?

- წინა სეზონი იყო, ალბათ, ყველაზე ცუდი ჩემს კარიერაში, რომლის გახსენებაც კი არ მინდა. საშინელი სეზონი იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხეთ თამაშის გაუმჯობესება და სეზონი "მილუოკისთვის" კარგად მიმდინარეობს. შემადგენლობა პერსპექტიულია და გუნდი კვირიდან კვირამდე უმატებს. ამ ეტაპზე ჩვენი უპირველესი ამოცანა პლეი ოფში გასვლაა.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ გასულ ზაფხულს ეროვნულ ნაკრებში გეთამაშათ და საქართველოს ევრობასკეტზე მოხვედრაში დახმარებოდით?

- გასული სეზონი არეულ-დარეული იყო ჩემთვის და მინდოდა, ზაფხულის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე წარმომადგენლობით მატჩში მიმეღო მონაწილეობა. საკვალიფიკაციო ეტაპმა კარგად ჩაიარა და ჩვენმა ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური მოიპოვა.

ეს საქართველოსთვის ისტორიული შედეგია, რადგან ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მესამედ მოახერხა კონტინენტის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალს მეტი იმედით ვუყურებთ.

- საქართველო ევრობასკეტზე ჯგუფში საბერძნეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, მაკედონიასა და ჰოლანდიასთან ერთად მოხვდა. რას იტყვით კენჭისყრაზე?

- ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენთვის მოულოდნელი, რადგან ევროპაში საკმაოდ ბევრი კონკურენტუნარიანი ნაკრებია. იმედი მაქვს, ეროვნული ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი შეხვდება ევრობასკეტს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან წინა წლებში ტრავმების გამო არაერთი ძლიერი მოთამაშე გვაკლდა. ჩვენ გვსურს, ყველას დავანახვოთ, რომ საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს.

- ის, რომ ტრავმის გამო 2013 წლის ევრობასკეტი გამოტოვეთ, ალბათ, მომავალ ჩემპიონატზე თამაშის სურვილს გიორმაგებთ...

- აბსოლუტური სიმართლეა. ეროვნულ ნაკრებში 16 წლიდან ვთამაშობ და ძალიან მიყვარს, როცა საქართველოს წარმოვადგენ. ყოველი ზაფხულის მოსვლა მახარებს, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის სახელი უნდა დავიცვა.

საქართველო პატარა ქვეყანაა და როგორც ნაკრების კაპიტანი, მინდა, ყველასთვის სამაგალითო ვიყო.

dato
მაგარი კაცი ხარ ზაზა
ელენე
ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი ღირსეული კაპიტანი ჰყავს! წარმატებები ზაზას!
გიორგი
საუკეთესო ხარ კაპიტანო!!!
koba
კაი კაცი ხარ ზაზა, გვეამაკები!!!
კარგი ხარ
ზაზა ერთ-ერთი საუკეთესო სპორცმენი და ქართველია, გაიხარე...
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
დღეს საქართველო ევრობასკეტს იწყებს - კალენდარი
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე იგორ კოკოშკოვის კანდიდატურაც განიხილება
უმასპინძლებს საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს? - პასუხი დღეს გვეცოდინება
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!