პირველი წრის შემდეგ სუპერლიგის კლუბებმა საკუთარი შესაძლებლობები კარგად აწონ-დაწონეს და გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყეს

პირველი წრის შემდეგ სუპერლიგის კლუბებმა საკუთარი შესაძლებლობები კარგად აწონ-დაწონეს და ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, გაძლიერებაზეც იზრუნა. დღეს რასაც დავწერთ, ზოგი ტრანსფერი გადაწყვეტილია, ზოგი ჯერაც მოლაპარაკების სტადიაშია და ამიტომ ვამბობთ: გადადის, აფორმებს და ა.შ...

წრის ჩემპიონი "არმიაა", რომელსაც წინა ხაზში პრობლემა არ შექმნია, არც უკანახაზელები ჩამოუვარდებიან ვინმეს, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა და გივი ბაქრაძე ღირსეულად უმკლავდებოდნენ მეტოქეებს, თუმცა მწვრთნელმა, ლევან მოსეშვილმა საჭიროდ ჩათვალა "ქუთაისის" უკანახაზელის ბუბა ბერიშვილის დამატება. იგი ქუთათურთა ლიდერი იყო და "არმიას" დიდად წაადგება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბერიშვილის წასვლით "ქუთაისი" სერიოზულად დასუსტდება. იმედი დავიტოვოთ, რომ იმერლები ბუბას შემცვლელს მალე იპოვნიან. შეიძლება მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძეს თემურ ბაბუნაშვილის იმედი აქვს, რომელსაც რუსეთის ნაკრებში თამაშით დიდი გამოცდილება აქვს შეძენილი და პირველ წრეში ტრავმის გამო არასრულად იტვირთებოდა.

აქვე უნდა დავამატოთ: "არმია" გუშინ სლოვენიაში გაემგზავრა და თან ბუბა ბერიშვილი იახლა. გუნდი ამჟამად ლაშკოშია. ამ ქალაქის გუნდ "პივოვარნაში" (ამჟამად "ზლატოროგი") არმიელთა ცენტრი დავით უგრეხელიძე თამაშობდა.

ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა რუსთავის "ენერჯი", რომელიც იმის ნაცვლად, რომ გაძლიერებულიყო, მეორე წრის წინ დასუსტდა - გუნდი დატოვა უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ, რომელმაც შსს-ს მიაშურა. ჯერჯერობით საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი ჟულივეტ ტუჯანის საკითხი. მასაც შსს ეპატიჟება. აქვე იმედი დავიტოვოთ, რომ "ენერჯი" ამ ორი კალათბურთელის შემცვლელებზე სათანადოდ იზრუნებს და ფავორიტიდან აუტსაიდერად არ იქცევა.

ახლა იანვრის მთავარ ტრანსფერზე: შსს-ს ხელმძღვანელობამ თავისთან იხმო საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთელი დავით უსტიაშვილი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში "ბათუმს" ხელმძღვანელობდა. მანამდე რუსთავის "ენერჯის" სამჯერ მოაგებინა ჩემპიონობა.

დავით უსტიაშვილი და არჩილ ჟღენტი შსს-ში მწვრთნელთა დუეტს შექმნიან.

დეკემბრის ბოლო დღეებში განხორციელდა კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი: მიხეილ ბერიშვილი "არმიადან" თსუ-ში გადავიდა. იგი უკვე სტუდენტებთან ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინათ მიშა სწორედ თსუ-ს ღირსებას იცავდა. შემდეგ "ვითაში" თამაშობდა, საიდანაც "აგრარულში" გადავიდა, ხოლო გასულ სეზონში ესპანური "არიდანეს" ღირსებას იცავდა. მიშა სეზონის დასაწყისში "არმიაში" ჩაირიცხა, თუმცა სათამაშო დრო მეტად შეზღუდული ჰქონდა და მისივე კარიერისთვის ისეთი კლუბის მოძიება იყო აუცილებელი, სადაც სათანადო დრო გამოუჩნდებოდა. თავის მხრივ, თსუ-ს ტანმაღალი ფორვარდი ნამდვილად სჭირდებოდა. მიშა გუნდს პერიმეტრიდანაც დაეხმარება და მოხსნებშიც.

რამდენიმე სიტყვა "სოხუმზეც" უნდა ვთქვათ. გუნდი შეკრებისთვის ანტალიაში აპირებს წასვლას. სოხუმელებს გამოაკლდათ ლიტველი პეტრას ბალოჩკა, რომელმაც საფრანგეთის ქვედა ლიგის გუნდს მიაშურა - სეზონის დასკვნით მონაკვეთს კლუბ "ლიევენში" გაატარებს.

სავარაუდოდ, გუნდში აღარ ითამაშებს ამერიკელი მაიკ მაქქერი.

იანვარში კიდევ არაერთი შიდა ტრანსფერი განხორციელდება და იმედი დავიტოვოთ, რომ ახალ ლეგიონერებსაც ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...