"ოკლაჰომასთან: სტუმრად გაწბილებული "ატლანტა ჰოქსი" 2011 წელს აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზე შეხვდა - 21 მოგება, 14 წაგება

31 დეკემბერს "ატლანტა ჰოქსი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და შინ გაწბილებული გაბრუნდა.

მასპინძლებმა პირველივე პერიოდში უჩვენეს, რომ შედარებით უკეთესი გუნდი ჰყავთ - საწყისი მეოთხედი 33:24 მოიგეს. "ატლანტას" შემტევებს მწყობრად მოთამაშე ოკლაჰომელების წინააღმდეგობის დაძლევა გაუჭირდათ: მეოთხედის ბოლო 4 წუთში მხოლოდ ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო ოთხი საჯარიმო და სირენასთან ერთად ჯამალ კროუფორდმა სამიანი შეაშველა.

მესამე პერიოდის ბოლომდე ატლანტელებმა მასპინძლებს "კუდში" სდიეს, მეოთხედის დასრულებამდე 1:53 წუთით ადრე ზაზამ ორქულიანით სხვაობა 5-მდე შეამცირა (75:80), რასაც ჯონსონის და კროუფორდის ზუსტი ტყორცნები მოჰყვა (საპასუხოდ ჰარდენმა სამქულიანი ჩააგდო).

მეოთხე რაუნდი ფაჩულიამ გახსნა - 81:83. ეს იყო და ეს, მომდევნო 6 წუთში "ატლანტამ" თამაშიდან ქულა ვერ ჩააგდო, "ოკლაჰომა" 10:2 წინ გაიჭრა და 93:83 დაწინაურდა. როგორც წესი, მატჩის ბოლო წუთებს "ატლანტა" ერთი შემადგენლობით ატარებს: ჯონსონი, ბიბი, კროუფორდი, სმიტი, ჰორფორდი. ხუთივე კარგი მსროლელია, თუმცა ამჯერად თამაშის შემოსატრიალებლად ძალა არ ეყოთ.

"ოკლაჰომას" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს რასელ უესტბრუქმა (23 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი) და კევინ დურანტმა - 33 ქულა. "ატლანტას" 26 ქულით შეეწია სათადარიგო ჯამალ კროუფორდი. "ოკლაჰომას" სათადარიგოების მონაგარს რომ გადახედოთ, ნამდვილად შეგშურდებათ: სამმა კალათბურთელმა 26-30 წუთი ითამაშა, ერთმა - 11 წუთი. ცხადია, ყველა მათგანი მწვრთნელის ნდობას გრძნობს და შესაძლებლობების გამოვლენაც არ უჭირს. "ატლანტაში" კი ერთადერთი სათადარიგოა, რომელსაც მწვრთნელი სათანადოდ ენდობა - კროუფორდმა 37 წუთი ითამაშა. დანარჩენმა ოთხმა შემცვლელმა - 4-დან 15 წუთამდე. მათ ზოგ მატჩში 10-ზე ნაკლები დრო ეძლევათ.

სათადარიგოების არასათანადოდ გამოყენებაზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჰოქსის" სასტარტო ცენტრად თამაშობს კალათბურთელი, რომელიც სეზონში საშუალოდ 2.2 ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებს: ჯეისონ კოლინზი კარგი ადამიანია, მაგრამ სასტარტოსთვის ზაზა ფაჩულია უფრო გვემეტება. "ოკლაჰომასთან" კოლინზმა 22 წუთში 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მაშინ, როცა ფაჩულიას 15 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

"ატლანტა ჰოქსი" 2011 წელს მეხუთე ადგილზე (აღმოსავლეთის კონფერენციაში) შეხვდა - 21 მოგება, 14 წაგება. მეოთხეა "ორლანდო" (21 გამარჯვება, 12 მარცხი).

"ატლანტა" წლის პირველ მატჩს დღეს გამთენიისას გამართავდა - ლოს ანჯელესში "კლიპერსთან" უნდა ეთამაშა.

ოკლაჰომა-ატლანტა 103:94

ზაზა ფაჩულია: 14:43 წუთი, 8 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი.

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:34 ზაზამ სმიტი შეცვალა

02:40 ორქულიანი: არაზუსტი

02:39 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

02:39 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 19:27)

01:51 ფოლი: 1

01:36 ორქულიანი: არაზუსტი

00:59 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 21:31)

II პერიოდი

10:21 ორქულიანი: არაზუსტი

09:46 ჩაჭრა: 1 (კოლისონს ჩაუჭრა)

09:46 ჯონსონმა ზაზა შეცვალა

01:02 ზაზამ კოლინზი შეცვალა

III პერიოდი

03:12 ზაზამ კოლინზი შეცვალა

01:53 ორქულიანი: 6ქ (75:80)

01:28 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

IV პერიოდი

11:43 ორქულიანი: 8ქ (81:83)

10:51 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

09:26 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

08:39 მოხსნა: შეტ-3, დაც-2

08:38 ორქულიანი: არაზუსტი

07:19 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა