ქართველი ფორვარდის "მილუოკიმ" NBA-ს მორიგ მატჩში იმარჯვა, რაშიც ფაჩულიას წილი კვლავ უდიდესია
ზაზა ფაჩულიას წარმატებები გრძელდება. ქართველი ფორვარდის "მილუოკიმ" NBA-ს მორიგ მატჩში იმარჯვა, რაშიც ფაჩულიას წილი კვლავ უდიდესია.

ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ ეს ამბავი რეგულარული ჩემპიონატის არა რიგით მატჩში, არამედ NBA-ს გლობალიზაციის პროექტის ეგიდით ლონდონში გამართულ შეხვედრაში მოხდა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში გახლდათ მოქცეული.

NBA-ს გლობალიზაციის პროექტის ფარგლებში, საგამოფენო მატჩებთან ერთად, სეზონის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ძირითადად, ინგლისში, ჩინეთსა და იაპონიაში NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრები იმართება. "მილუოკი" ლონდონში 5 დღით ადრე ჩავიდა, რათა ევროპის მეგაპოლისში "ნიუ იორკ ნიქსთან" ეთამაშა.

მატჩი ლონდონის გრანდიოზულ O2 არენაზე გაიმართა და მას 16 689 მაყურებელი დაესწრო.

"მილუოკი ბაქსმა" მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და პირველი მეოთხედის 31:13-ით მოგებით, გამარჯვებულის ვინაობა მატჩის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაარკვია. მიუხედავად იმისა, რომ "ნიქსს" მოუბრუნდა მისი სული და გული კარმელო ენტონი, საათის მექანიზმივით აწყობილ "ბაქსს" გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

მიწურულს მილუოკელებმა ყურადღება მოადუნეს და ბოლო მეოთხედის 10 ქულით წაგების შემდეგ შეხვედრა მაინც დამაჯერებლად - 95:79 მოიგეს. ბოლო 8 მატჩში ეს "ხარირმების" მე-6 გამარჯვებაა, რისი წყალობითაც გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გამაგრდა.

ამ წარმატებულ სვლაში გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართველ ცენტრს, რომელიც ლონდონური მატჩის საუკეთესო მეფარე გახდა.

ზაზამ სასტარტო ხუთეულში - მთლიანობაში, 28 წუთი ითამაშა და შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლიც მიითვალა. მის გარდა, მატჩის მონაწილე არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია 6 მოხსნაზე მეტი, როცა ფაჩულიამ პირად ანგარიშზე 14 მოხსნა ჩაიწერა. ზაზა ყველა დანარჩენ მოთამაშეზე 1 თავით მაღლა იდგა და ფარის სრული ბატონ-პატრონი გახლდათ.

14 მოხსნასთან ერთად, ზაზამ 11 ქულა და შესაბამისად, ორმაგი დუბლი მიითვალა. ფაჩულია არ ჩამორჩა არც უკანახაზელებს და 5 შედეგიანი პასი გასცა, რაც ერთით ნაკლებია მატჩში მილუოკელთა საუკეთესო მეპასის, ბრენდონ ნაითის მონაგარზე.

ზაზა შეტევაში აგრესიული და ნიუიორკელთა ფარზე ორიენტირებული იყო, რაც მის მიერ შესრულებულ 8 საჯარიმოში გამოიხატა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 საჯარიმო და 8-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

ფაჩულიასთან ერთად, გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდეს ბრენდონ ნაითმა (20 ქულა, 6 პასი, 6 ჩაჭრა), ოჯეი მაიომ (22 ქულა), გიანის ანტეტოკოუმპომ (16 ქულა) და კრის მიდლტონმა (14 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი). ნიუიორკელთაგან 25 ქულა ჰქონდა ენტონის, ხოლო ხოსე კალდერონს 11 ქულა და 9 პასი.

"მილუოკის" 21 მოგება და 19 მარცხი აქვს და უკვე დამაჯერებლად უსწრებს თვეების მანძილზე მის წინ მყოფ "კლივლენდ კავალიერზს". ფაჩულიას გუნდი ამერიკაში ბრუნდება და რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს შინაურ "ბრედლი სენთერში", 19 იანვარს, "ტორონტო რეპტორსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

ვახო
ცოტა მართლწერას რომ მიაქციოთ ყურადღება ჟურნალისტებმა არა?
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 27 წუთი - "ტორონტო" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ