15 იანვარს ყატარში მსოფლიოს ხელბურთელ ვაჟთა 24-ე ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
ახალ საოცრებებსა და ქვეყნის იმიჯის ამაღლებაზე დღენიადაგ განუხრელად ორიენტირებული მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა ყატარი, 15 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს, ყოველ შემთხვევაში, სპორტის და უფრო კონკრეტულად, ხელბურთის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცევა.

15 იანვარს აქ საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს ხელბურთელ ვაჟთა 24-ე ჩემპიონატი ჩვენი პლანეტის 24 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით. ორი წლის წინათ ამ ჩემპიონატს ესპანეთი მასპინძლობდა და ახლა ამ ქვეყნის გუნდი, ყატარში ასპარეზობის დასრულებამდე, აქ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ყელყელაობს. თუმცა უალტერნატივო ფავორიტიაო, ვერ ვიტყვით, საფრანგეთს განსაკუთრებით და სხვებსაც, როგორც აქ მსჯელობენ, უდავოდ ჰყავთ ანგარიშგასაწევი გუნდები.

აქვე ვიტყვით, რომ სპეციალისტების შეფასებით, ჩემპიონობაზე ნამდვილად ექნებათ სერიოზული პრეტენზიები მასპინძლებს. თუმცა, ვნახოთ, ჯერ ჯგუფური ტურნირი მიუჩენს ყველას თავის ადგილს.

ისე, ესპანეთი და ყატარი ერთ ჯგუფში გამოდიან, ოლიმპიური თამაშების და ევროპის ჩემპიონ საფრანგეთს კი შვედეთის, ჩეხეთის, ისლანდიის, ეგვიპტის და ალჟირის ნაკრებებთან მოუწევს უპირატესობის დამტკიცება.

რაღა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც გვეხილა რჩეულთა შორის, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ ვრჩებით უკეთესი მომავლის იმედად - ჩვენში უმაღლესი დონის ხელბურთის კვლავ დაბრუნების იმედად.

მანამდე კი ისიც დიდი საქმეა, რომ ჩვენი ფედერაციის აქტიურობით (პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე), ურთიერთობა შთამბეჭდავად მყარდება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. დოჰაში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების სემინარებიც ტარდება, რომელშიც საქართველოდანაც არის სპეციალისტი მოწვეული -საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე.

ახლა აქ ოფიციალურ შეხვედრებშია ჩართული ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ზურაბ კაკაბაძე კი მოგვიანებით ჩამოვა დოჰაში საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. თავისთავად დიდი საქმეა ისიც, რომ მსოფლიოს ამ ჩემპიონატში, სადაც არ მონაწილეობს საქართველო, ჟურნალისტებით მაინც არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა.

ჯერჯერობით დოჰაში ჩემპიონატთან დაკავშირებით ბევრი არაფერი გვინახავს, მაგრამ მიღება-დაბინავება, სატრანსპორტო და სხვა მომსახურება იდეალურ დონეზეა.

15 იანვარს ჩემპიონატის საზეიმოდ გახსნის შემდეგ გაიმართა ერთი შეხვედრა - მასპინძლები დაუპირისპირდნენ ბრაზილიელებს და დაამარცხეს - 28:23.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sako
ტენგო რას დადიხარ დზმაო მეტი საკმე აგარ გაკვს ხომ აკეტ მიხედე რა ხდება ჰემო კარგო კარტულ სპორტსი
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ეროვნული სიამაყეც ასეთი უნდა!
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ყატარი-2022
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: დიდი ასპარეზობა დიდი პასუხისმგებლობაა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: რაც ესპანეთმა დაკარგა, საფრანგეთმა იპოვა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქომაგო გუნდი ჩვენც გამოგვიჩნდა