თორნიკე შენგელიას "ლაბორალი" ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდს" დაუპირისპირდა
ევროლიგაში "ქართული დერბი" შედგა. თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლა და ეს შეხვედრა ორივე ქართველისთვის გამორჩეული იყო. შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ფაცაციას კი ევროლიგაში პირადსარეკორდოდ მეტ ხანს მოუწია მოედანზე ყოფნამ.

შეხვედრა შენგელიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში - 81:74 მოიგო, რომლისთვისაც ეს ტოპ-16-ში პირველი გამარჯვებაა.

ესპანური გუნდის წარმატების სულისჩამდგმელი ქართველი ფორვარდი გახლდათ, რომელსაც ლაბორალელთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 27:21 წუთი ითამაშა. მასპინძელთაგან მასზე მეტ ხანს მოედანზე მხოლოდ ფაბიენ კასერი (28:26 წუთი) იმყოფებოდა. შენგელიამ 7-დან 2 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველ ფორვარდს მთლიანობაში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა.

თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა და ამ მხრივ მის შემდეგ მასპინძელთაგან მაიკ ჯეიმსი მოდის, რომელმაც 18 ერთეული კოეფიციენტი 14 ქულით, 5 მოხსნით და 2 პასით შეაგროვა. ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა კოლტონ აივერსონმა, ნოვგოოდელთაგან კი 24 ქულით საუკეთესო ტეილორ როჩესტი გახდა.

ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 17:57 წუთი გაატარა, რაც ევროლიგაში მისთვის საუკეთესო შედეგია. სამწუხაროდ, ფაცაცია სტატისტიკით დიდად ვერ გამოირჩა - 1 სამიანი ააცილა და მოედანი 2 მოხსნით დატოვა.

ორივე გუნდს თითო მოგება და 2 მარცხი აქვს და ჯგუფში V-VI ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 23 იანვარს პირეოსში, "ოლიმპიაკოსთან" ჩაატარებს. ხოლო "ნიჟნი ნოვგოროდი" ამავე დღეს სტამბოლის "ეფესს" უმასპინძლებს.

წყარო: www.gbf.ge

ჩემი მორიგი(მერამდენე?) თხოვნა ჟურნალის(ებ)ს!
"...მოუწია მოედანზე ყოფნა - მ" - მოაცილე(თ) ეს "მ"! გაიტანეთ! ნახეთ, გარდა გრამატიკისა, უკეთაც ჟღერს. ვააჰ!:)
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი