ბოლღაშვილი პირველი ქართველია, რომელიც უცხოური სარაგბო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა
35 წლის ქართველი მორაგბე დავით ბოლღაშვილი საფრანგეთის ქალაქ ლილის სარაგბო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ის პირველი ქართველია, რომელმაც უცხოეთში სამწვრთნელო კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწია რაგბში.

"ლილი" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში გამოდის და მის ღირსებას გიორგი ჩხაიძე და გიო სორდია იცავენ.

დავით ბოლღაშვილმა რაგბის თამაში 12 წლის ასაკში ქართულ კლუბ "უნივერსიტეტში" დაიწყო, შემდეგ 2000 წლიდან კარიერა ფრანგულ კლუბებში, "ლილსა" და "მაზამეში" განაგრძო; 1998 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც 33 მატჩი ჩაატარა. მისი მონაწილეობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი პირველად მოიგო და 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა ავსტრალიაში.

მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილი 3-ჯერ ექვსი ერის ჩემპიონი და 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში.

ლილის გუნდში ათწლიანი თამაშის შემდეგ, დავით ბოლღაშვილი, რომელმაც 2011 წელს პარიზის მარკუსის სარაგბო აკადემიის პროფესიული მწვრთნელის დიპლომი მიიღო, კლუბის ხელმძღვანელობამ მეორე გუნდის მწვრთნელად დანიშნა;

წელს, სეზონის დასაწისში მას პირველი გუნდის დამხმარე მწვრთნელის ადგილიც შეუთავსეს, ხოლო მიმდინარე კვირაში ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს.

დავით ცხამელი
სულ მაღლა-მაღლა,ზევით და ზევით...6 ერისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ერთად!
ზურა
დიდი წინსვლაა ქართული რაგბისთვის, პროფესიონალი მწრთვნელებიც ხომ გვჭირდება. ყოჩაღ დავით, წარმატებები
davit
წარმატებები დავითს ქართული რაგბისთვის დიდი წინსვლაა წინ, მხოლოდ წინ ბიჭებო
თაზო
გერბზე რაგბი წერია, ბურთებიც რაგბისაა და ფეხბურთის რატომ გეგონა?:)) წარმატებებს გისურვებ დავით!!!
kola
მე ფეხბურთის გუნდის მეგონა.
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქართული ლეგიონი: მეოთხედფინალში ოთხმა გააღწია
დავით ბოლღაშვილი: ყველა ქართველი მორაგბის ოცნება ნაკრების სამსახურია
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
კიდევ ერთი ქართველი ბურჯი საფრანგეთში - გაგი ბაზაძე ყურადღების ცენტრშია
დავით ბოლღაშვილმა "მეტროპოლ ლილი" ფრანგულ ელიტა 2-ში გადაიყვანა
დავით ბოლღაშვილი: "ლილი" მეორე დივიზიონში გიორგი ჩხაიძის ლელომ გადაიყვანა
ქართული ლეგიონი: ცხრიდან სამმა მოიგო
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
რაგბი ლეგიონი: ხუთი ჩვენებური პირველია
რაგბი. ლეგიონი: ლაშა ლომიძის ლელო და რამდენიმე სინბინი
რაგბი. ლეგიონერები: პლეი ოფისთვის რვა იბრძვის
ლეგიონერთა ტრანსფერები: ფეიქრიშვილი "ბაიონში", გიორგაძე "კლერმონში"
"მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ" - საქართველოს გურული ჩემპიონები ისტორიის გასაგრძელებლად ითამაშებენ
გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"