არც ისე ცუდი წრე "ბარსელონასთვის"
"ბარსელონას" რიგებში კრიზისი და გაფუჭებული ურთიერთობა მწვრთნელსა და ვარსკვლავებს შორის აშკარად გაბუქებულია.

მართალია, I წრის შემდეგ წინ "რეალია", მაგრამ სხვაობა სულ ქულაა ("რეალს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს, მაგრამ "სევილიასთან" 3 ქულა გარანტირებული არაა). "ბარსელონა" აგრძელებს ასპარეზობას როგორც ჩემპიონთა თასზე, ისე კოპა დელ რეიზე.

ვის ვის და, სასაყვედურო "ბარსას" ახალწვეულ გოლკიპერ კლაუდიო ანდრეს ბრავოს არაფერი აქვს - 31 წლის ჩილელი ზაფხულში "რეალ სოსიედადიდან" გადავიდა "ბარსელონაში" და ისე ათამაშდა...

სამხრეთამერიკელმა გოლკიპერმა პირწმინდად მოუგო ბრძოლა გერმანელ კონკურენტ ტერ შტეგენს, რომელიც მასზე გაცილებით გარეკლამებული იყო. ბრავომ სეზონის პირველ ნახევარში ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - სეზონის განახლებიდან მხოლოდ 754-ე წუთზე გაუშვა პირველი გოლი - წინა რეკორდი პედრო მარია არტოლას ეკუთვნოდა და მხოლოდ 630 წუთს შეადგენდა.

და აი, I წრე დასრულდა და ბრავომ "ბარსელონას" 19-ვე თამაშში დაიცვა კატალონიური გუნდის კარი. შედეგს არ იკითხავთ? 19 მატჩში ჩილელმა სულ რაღაც 9 გოლი გაუშვა! მოკლედ, "ბარსამ" ვიქტორ ვალდესის ღირსეული შემცვლელი (თუ მეტი არა) იოლად იპოვა და ეს სიამოვნება სულ რაღაც 12 მილიონი ევრო დაუჯდა. მართლაც, ბრავო ბრავოს!

ბრავო საშუალოდ 0,473 გოლს უშვებს თამაშში. ეს არის ზამორას ტროფეის გამარჯვებულთა საუკეთესო შედეგი 1993/94 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ ფრანსისკო ლიანიოს შედეგი 0,47 გოლი იყო თამაშში.

მაშინ "დეპორტივოს" გოლკიპერმა ნახევარ სეზონში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა, სამით ნაკლები, ვიდრე ბრავომ. ზამორას ტროფეი სეზონის ბოლოს საუკეთესო გოლკიპერს ეძლევა.

პრინციპი მარტივია - საუკეთესოდ სახელდება ის მეკარე, რომელსაც საშუალოდ ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული სეზონში. I წრე უკეთესი შედეგით დაასრულა "ატლეტიკოს" მეკარე ხოსე მოლინამ 1995/96 წლების სეზონში, მაგრამ შემდეგ გაუუარესდა შედეგი.

ბოლოს "ბარსელონაში" ასეთი დონის შედეგი ანდონი სუბისარეტას ჰქონდა 1986/87 წლების სეზონში - მაშინ "ბარსას" აწ უკვე ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა 7 გოლი გაუშვა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მაშინ ლა ლიგაში 2-ით ნაკლები გუნდი თამაშობდა.

აქამდე "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო შედეგი (20-გუნდიან ეპოქაში) ვიქტორ ვალდესს ეკუთვნოდა - 2009/10 წლების სეზონში ვალდესმა I წრეში მხოლოდ 10 გოლი გაუშვა.

ბრავომ 19 ტურიდან 12-ში კარი "მშრალად" შეინახა. ასე რომ, მხოლოდ 7-მა გუნდმა შეძლო მისი კარის დალაშქვრა და მხოლოდ "რეალს" შეუძლია იამაყოს, რომ 2 ან მეტი გოლი გაუტანა ბრავოს. "სელტამ", "ალმერიამ", "სევილიამ", "ესპანიოლმა", "რეალ სოსიედადმა" და "ატლეტიკომ" თითო გოლი გაიტანეს ჩილელის კარში.

"ბარსელონას" 19 მატჩის შემდეგ 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს "ბარსელონას" ასპარეზობაზე I წრეში.

* ლუის ენრიკემ I წრეში 22 ფეხბურთელი გამოიყენა. მინდვრის მოთამაშეთაგან ერთადერთს, ბელგიელ ვერმალენს არ უთამაშია და ტრავმის გამო ვერც ითამაშებდა. დანარჩენი ორი გამოუყენებელი კი მეკარეებია - ტერ შტეგენი და მასიპი.

* მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა 19-ვე ტურში: კლაუდიო ბრავომ და ლიონელ მესიმ. ჩილელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო არგენტინელმა მარტო "რეალ სოსიედადთან" მატჩის პირველი ტაიმი გამოტოვა.

* "ბარსელონას" ლა ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს - 0.473 გაშვებული ბურთი თამაშში.

* "ბარსამ" 48 გოლი გაიტანა - 2,5 თამაშში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. 24 გოლი "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მარჯვენა ფეხით გაიტანეს, 16 - ცაციით და 7 გოლი თავით. ერთადერთხელ "დეპორტივოს" ფეხბურთელმა დალაშქრა საკუთარი კარი და ეს ახლახან მოხდა.

* ლიონელ მესიმ 19 გოლი გაიტანა, ნეიმარმა - 12. "დეპორტივოსთან" მესიმ სეზონში მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა - 30-ე მის საკლუბო კარიერაში. მესი ასევე ლიდერია საგოლე პასებში - მან თანაგუნდელებს 8-ჯერ გაუწია ასისტენტობა.

* "ბარსას" 11-მა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა. მესის და ნეიმარის შემდეგ 3-3 გოლი რაკიტიჩს და პედროს აქვთ გატანილი.

* "ბარსა" ისევ ლიდერია ლა ლიგაში პასებით - 13 029 პასი I წრეში (88% ზუსტი). მთავარი მეპასე უკვე სერხიო ბუსკეტსია - 1 336 პასი. მეტოქის ნახევარზე პასებით მესი ლიდერობს - 1 026 პასი.

* "ბარსა" ლა ლიგაში ყველაზე იშვიათად ჯარიმდება და იღებს ყვითელ ბარათებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
კლაუდიო ბრავოს საოცარი სეივიდან ზუსტად 13 წელი გავიდა [VIDEO]
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"ბეტისმა" ბრავოს კონტრაქტი გაუგრძელა
41 წლის ბრავო ტერ შტეგენის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
მცველის მეკარეობა არ არის სახუმარო საქმე - უოკერი მარჯვედ იდგა
"სიტის" მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში "საოცარი მიღწევით" შევიდა - 6 ნოემბრის დაიჯესტი [VIDEO]
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე "ბეტისში" გადავიდა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს