ინტერვიუ ელგუჯა გუგუშვილთან, ვისი ხელმძღვანელობითაც კახა ცხადაძემ დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა
დღეს ქართულ ფეხბურთში თუ ვინმეს აზრი და ჭკუა მოეკითხება, ერთ-ერთი მათგანი ელგუჯა გუგუშვილიცაა. მისი სამწვრთნელო კარიერა უკვე 40 წელიწადს ითვლის.

მეტწილად, ის "ზოოვეტის" დამრიგებლად გვახსოვს, თუმცა სხვადასხვა დროს გაუწვრთნია ქვეყნის მოყვარულთა ნაკრები, "ვიტ ჯორჯია", საქართველოს სტუდენტთა ნაკრები, საქართველოს სპორტსაზოგადოებათა ნაკრები, თურქმენეთის ეროვნული გუნდი, იქაური "კოპეტდაღი", ბერძნული "იანინა"...

მისი ხელმძღვანელობით გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ. გუგუშვილს სწორედ ცხადაძეზე, სანაკრებო სიტუაციასა და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ვესაუბრეთ...

- კახა ცხადაძის ნაკრებში დანიშვნა აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა. ამას გეუბნებათ ადამიანი, ვისი ხელმძღვანელობითაც ცხადაძემ დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა.

შეიძლება, შედეგი უცებ არ მოვიდეს, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება. შედეგს ყოველთვის დრო სჭირდება. სხვა მხრივ კი, მჯერა, საქართველოს ნაკრები ცოტა უფრო სანახაობრივად ითამაშებს და მეტს შეუტევს.

- იქნებ, ის პერიოდი გაიხსენოთ, როცა პირველად ნახეთ ცხადაძე-ფეხბურთელი...

- კახამ სკოლა რომ დაამთავრა, მცირე ხნით იყო "ზოოვეტში". ვფიქრობ, კარგად გაიხსენებს იმ პერიოდს. მეც მხოლოდ კარგი მაქვს გასახსენებელი.

- უფრო კონკრეტულად?

- ის განსხვავებული იყო, ძალიან თავმდაბალი - ადამიანებთან ურთიერთობაში.

- რატომ გგონიათ მისი დანიშვნა გამართლებული? თქვენ არაერთხელ გაგიწვრთნიათ სხვადასხვა ნაკრები, მათ შორის, თურქმენეთის - რა არის მთავარი სანაკრებო მწვრთნელისათვის?

- ნაკრების მწვრთნელისთვის მთავარი, უდავოდ, სელექციის ნიჭია. სწორედ სელექცია მიმაჩნია ცხადაძის, როგორც მწვრთნელის, ერთ-ერთ მთავარ ღირსებად. ის წარმატებით მუშაობს აზერბაიჯანში და ეს ყველამ ვიცით.

- გულწრფელად გვითხარით: გჯერათ, რომ საქართველოს ნაკრებს პერსპექტივა აქვს?

- მჯერა. შეიძლება, დღევანდელი კონტინგენტი არ არის იდეალური, თუმცა მათთან მუშაობა სავსებით შესაძლებელია. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ასაკობრივი ნაკრებები. იქ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები და ეროვნული გუნდისათვის რამდენიმე მათგანის არჩევა თავისუფლად შეგვიძლია.

ჩვენ როცა საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობთ, ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ განყენებულად. ყველა ვხედავთ, რა დღეშია დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ეს არის რიკოშეტი, რომელიც პირდაპირ და ძალიან მწვავედ ურტყამს სანაკრებო ფეხბურთის განვითარებას.

- როგორ უნდა გავხადოთ საქართველოს პირველობა თუნდაც ცოტა უკეთესი იმაზე, ვიდრე დღეს არის?

- ყველა ერთს ამბობს - საჭიროა ფული! კი, დღეს ფინანსების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ იქნებ ფიქრი ინფრასტრუქტურიდან დაგვეწყო?! ორი ნორმალური სტადიონი გვაქვს, სულ ესაა. ამაზე გვმართებს დაფიქრება.

- როგორც სანაკრებო, ისე ზოგადად, საფეხბურთო თვალსაზრისით, რა გესახებათ წარმატების მთავარ წინაპირობად?

- მთავარ წინაპირობად მესახება ქართული ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა. სამწუხაროდ, სტრატეგიული ხედვა ამ პრობლემის მიმართ ჯერ არ ჩანს. აქვე მინდა თქვენი ყურადღება ერთ, მეტად მნიშვნელოვან ტენდენციაზე გავამახვილო. ჩემი აზრით, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

- რას გულისხმობთ?

- ძალიან კარგია, რომ იხსნება სხვადასხვა აკადემიები და ამ აკადემიების ფუნქციონირება მიმართულია იმისკენ, რომ მომავალი თაობა სწორად აღიზარდოს. ჩემი აზრით, ახალგაზრდა სპეციალისტებთან ერთად, ასეთ აკადემიებში დასაქმებულნი უნდა იყვნენ გამოცდილი მწვრთნელებიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jojo
მურთაზს ვეთანხმები ყველა ნაკრებს ყავთ ძლიერი ფსიქოლოგები,ტემ ბოლე ჩვენი ხალხი თავს რატომხაც დამცირებულათ დაკნინებულათ ეს ხომ ახალგაზრდებზეც გადადის დასპორტცმენებზე რატომხაც რომ ხედავენ ესპანელებს,იტალიელებს ,გერმანელებს თითქოს კომპლექსი ემართებათ იყო მომენტი მიშას დრო თითქოს ხალხი გამოფხიზლდა ის ვაჟკაცური მეობა დაუბრუნდა და ეტყობოდა შედეგებს სპორტის ყველა დარგში,ეხლა ისევ კოპლექსი ერი ისევ დამცირებულათა გრძნობს თავს.მიხარია ყველა ჩვენი ფეხბურთელის მიXწევა ლორია მაგალითად ოფიდან ოლიმპიაკოსმა აიყვა ,მერაბიშვილმა პაოკში .ადრე საბერდზნეთში იყო ქართველი ფეხბურთელების მოთXოვნა მერე დაიკარგა ეხლა ვატყოფ რომ ამ ორმა ბიჭმა შეძლეს ეჩვენებინათ ქართული ფეხბურთის კლასი
მურთაზი
უნდა მომზადდეს ძლიერი ფსიქოლოგები
vaxo
რიტი ან როგორუნდა შეუტიოს ნაკრებმა მაგას ტავი ხომ უნდა
gizog
საბედნიეროდ გვყავს ხალხი, ვისაც უნდა მოვუსმინოთ.
jora
სტადიონიო. ხალხი ფეხბურთს აღარ თამაშობს, მოედანი არ აქვთ სავარჯიშოდ და ამან 100 მილიონიანი სტადიონი მოინდომა. ახალღვინოს ძველ ტიკებში ვინ ასხამს? ახალი სისხლია საჭირო.
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ელგუჯა გუგუშვილი: ვაისი უნდა დარჩეს!
ელგუჯა გუგუშვილი: ფუნდამენტი ძლიერია, ახლა მყარი კარკასი გვჭირდება!..
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სპეციალისტის აზრით: ეს კახა ცხადაძის მხრიდან სწორი გათვლა იყო
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსა... ელგუჯა გუგუშვილი თანამედროვე ფეხბურთზე
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ის, რაც დავკარგეთ... კანონმდებლობა თუ არ შეიცვალა, რაც გადარჩა, ისიც აღარ შეგვრჩება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია