საქართველო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყურადღების ცენტრშია
- ძალიან საჭირო და სასარგებლო სემინარში მივიღე მონაწილეობა, თანაც ადრე დაგეგმილი ეს ღონისძიება ჩატარდა ხელბურთში ვაჟთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის დღეებში, რამაც ასპარეზობის მნიშვნელობა კიდევ უფრო აამაღლა და სრულყოფილი გახადა - გვითხრა საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი კეკელიძემ, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა ხსენებულ სემინარზე.

- გვითხარით, ბატონო ირაკლი, ძირითადად, რა თემები იყო წამოწეული წინა პლანზე...

- ჯერ ის ვთქვათ, რომ სემინარს სასწავლო ხასიათი ჰქონდა, პროგრამაში კი სხვადასხვა მიმართულებით მოზარდ ხელბურთელებთან მუშაობის სპეციფიკა დომინირებდა.

- რა მიმართულებებზეა ლაპარაკი?..

- ყველა საკითხი მიბმული იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებასთან. სპეციფიკა ვახსენე, რომელშიც იგულისხმება მისი შემცველი რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სწავლების მეთოდების თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით. ერთი დღე, მაგალითად, მთლიანად დაეთმო დაცვაში დანერგილ სიახლეებს, ერთიც - სპეციალურად მეკარეთა თამაშს, მერე თავდასხმას.

- განსაკუთრებით რა სიახლემ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

- თეორიულ მეცადინეობაში წარმოგვიდგინეს თემა: "დაცვის ფილოსოფია", რაც სრულიად სიახლე იყო და დიდი ინტერესიც გამოიწვია.

- როგორც ჩანს, ლექტორებიც საგანგებოდ იყვნენ შერჩეულნი...

- სხვათა შორის, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას შტატში ჰყავს მთავარი ლექტორი, პროფესორი ფელდმანი, რომელიც კოორდინაციას უწევს მთელ ამ მუშაობას. ამ კაცმა დოჰაში ჩამოიყვანა მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის, ლეგენდარული ვეტერანი ხელბურთელები, რომელთა გამოცდილების გაზიარებამ ძალიან აამაღლა ინტერესი ამ სწავლებისადმი.

გახსოვთ, ალბათ, დიდი ხანი არ არის, რაც თბილისში საერთაშორისო ფედერაციამ მოავლინა სპეციალისტები სასწავლო სემინარების ჩასატარებლად. ეს იყო იმ ყურადღების გამოხატულება, რასაც საქართველოს სახელბურთო ტრადიციები იმსახურებს და, რაღა თქმა უნდა, დაფასება.

- თქვენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წვრთნით. როგორ აპირებთ სემინარზე მიღებული ცოდნის მიტანას მოზარდებთან მომუშავე მწვრთნელებამდე?..

- სემინარზე ნაკრების მწვრთნელების მიწვევა იმით აიხსნება, რომ დღის წესრიგში დგას, ქვეყნებში შეიქმნას სპორტსმენთა მომზადების ერთიანი სისტემა. პირამიდის წვერი კი ნაკრები იქნება. ცხადია, ასეთ ღონისძიებაზე ქვეყნებიდან ბავშვებთან მომუშავე ყველა მწვრთნელს ვერ მიიწვევდნენ.

- მაგრამ ჩვენი ფედერაცია, ალბათ, თქვენი მეშვეობით, საქართველოში მომუშავე მწვრთნელამდე მიიტანს შინაარსს და სულისკვეთებას, რითაც სემინარი გამოირჩეოდა...

- რა თქმა უნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ეროვნული სიამაყეც ასეთი უნდა!
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ყატარი-2022
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: დიდი ასპარეზობა დიდი პასუხისმგებლობაა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: რაც ესპანეთმა დაკარგა, საფრანგეთმა იპოვა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქომაგო გუნდი ჩვენც გამოგვიჩნდა