საქართველოს ნაკრების პირველხაზელი საკლუბო და სანაკრებო ამბებზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ზურაბ ჟვანია ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილია. მერე კარიერა ქუთაისის "აიაში" განაგრძო.

სწრაფი, მოუხელთებელი, შერკინებაში საკმაოდ მყარად მდგომი მალე მოექცა სპეციალისტების ყურადღების არეში. სამი წლის წინათ კი საფრანგეთის ერთ-ერთმა უძლიერესმა კლუბმა "სტად ფრანსემ" მიიწვია და პირველი წელიწადი სათადარიგო გუნდში გაატარა.

იმ პერიოდში "სტად ფრანსეს" მცირე ფინანსური კრიზისი ჰქონდა. კლუბს ახალი პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში და პარიზელები ნელ-ნელა იბრუნებდნენ ოდინდელ დიდებას.

დღესდღეობით ჩვენებურის გუნდი 50 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია და ზურაბ ჟვანია მისი სრულფასოვანი წევრია. მეტიც, რამდენიმე კვირის წინათ ის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

საკლუბო და სანაკრებო ამბებზე სასაუბროდ ზურაბ ჟვანიას საფრანგეთში დავუკავშირდით.

- ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში სერიოზული წინსვლა გქონდათ. თუმცა, ორი ლელოს გატანისა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში მომდევნო ტურში აღარ იყავით...

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. მწვრთნელები ხშირად მიმართავენ როტაციას. ბოლო თამაშებში მართლაც კარგად გავისარჯე. გუნდის თავკაცები კმაყოფილნი არიან. პრეზიდენტიც შემხვდა მატჩის შემდეგ და მომილოცა.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თქვენ მიერ გატანილი ლელოები თანაგუნდელებს განსაკუთრებით უხარიათ. რაღაც სხვანაირ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენენ...

- ძალიან მეგობრული გუნდია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თან ისე გამოვიდა, რომ ორივე ლელო პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა. ამიტომაც აღნიშნეს და მომილოცეს განსაკუთრებით.

შეიძლება ითქვას, რომ მიეჩვივნენ ჩემს ლელოებს. ბოლო მატჩში მეტოქის ჩათვლის მოედანში არ შემიღწევია და თამაშის მერე, ცხადია, ხუმრობით, კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, როგორ მოხდა, ლელო რომ ვერ გაიტანეო.

- ფრანგი კომენტატორები ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ თქვენს აქტიურ თამაშს...

- დიახ, თან ზურაბის თქმა უჭირთ და "ზუზუს" მეძახიან. ცხადია, ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ყველაფერი კიდევ წინ მაქვს. კლუბმა ახლახან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გამიფორმა. უფრო სწორად, 2+2 სისტემით ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი.

- "ჩელენჯ კაპის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურის მატჩში "ბუქარესტთან" შერკინების კვაჭის პოზიციაზე ითამაშეთ. ხმები დადიოდა, რომ საქართველოს ნაკრებშიც ამ პოზიციაზე გადაყვანას გიპირებდნენ...

- არა, შერკინების ბურჯი ვარ და ახლა ჩემს ასაკში პოზიციის გამოცვლა არ იქნება სწორი. მეტიც, ვფიქრობ, შეუძლებელია. უბრალოდ, შერკინების კვაჭადაც შემიძლია თამაში, ბურთს დერეფანში ნორმალურად ვაგდებ. კლუბის ძირითადი კვაჭი დაშავებულია და მთხოვეს მის ადგილზე ამჯერად მე მეთამაშა. ნაკრებზეც იგივეს ვიტყვი. თუ ჩვენს ეროვნულ გუნდს დაჭირდება, შერკინების კვაჭადაც ვითამაშებ.

- წლეულს საქართველოს ნაკრები მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიოს თასზე. როგორ ფიქრობთ, რა შედეგის ჩვენება შეუძლია ჩვენს ეროვნულ გუნდს ინგლისში?

- მართალია მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება თითქოს იოლად მოვიპოვეთ, მაგრამ მარტო ის, რომ პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის ვართ, უკვე დიდი მიღწევაა. ინგლისში ჩვენი სამიზნე ტონგას ნაკრები იქნება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს გუნდი დავამარცხოთ.

კიდევ ერთი მატჩი ნამიბიასთან დაპირისპირებისას უნდა მოვიგოთ, თუმცა იოლი არც ეს იქნება.

არგენტინას ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ეს გუნდი სერიოზულ პროგრესს განიცდის და მათთან მოგება ძალიან გაგვიჭირდება.

ახალი ზელანდიის ნაკრები სულ სხვა თემაა. ამ შეხვედრაში ყველაფერი უნდა ვანახოთ, რაც შეგვიძლია და რაგბობით ვისიამოვნოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
ქართული ლეგიონი: ფრანგებმა ზურაბ ჟვანია ზიდანს შეადარეს
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
ქართული ლეგიონი: "მე ვარ შარლი"
მოუხელთებელი დიგბი იოანი
მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის XXI-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მეორე ლელო
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მორიგი ლელო "ჩელენჯ კაპზე"