ყაზანის "რუბინის" ქართველმა მცველმა თურქულ შეკრებაზე ჩატარებული პირველი საკონტროლო მატჩის შემდეგ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
საბა (სოლომონ) კვირკველიას გუნდმა ყაზანის "რუბინმა" თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგ-მატჩი ირანულ "ფულადთან" გამართა (0:0). საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელმა 19 იანვარს გამართული შეხვედრა თავიდან ბოლომდე, ჩვეული შემართებით ჩაატარა, რის შემდეგაც ყაზანური კლუბის ოფიციალურ საიტს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

- სოლომონ, როგორ ჩაიარა შეკრების პირველმა ათმა დღემ?

- ვარჯიში, დასვენება, შემდეგ ისევ ვარჯიში, შემდეგ ისევ დასვენება... სამჯერადი ვარჯიში ყოველდღე, გარდა საკონტროლო მატჩის გამართვის დღისა. მოკლედ, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ეს შეკრებაზე ხდება ხოლმე.

- იღლებით?

- ჩვენ საქმეს ვაკეთებთ - იმას, რაც ჩემპიონატში პაუზის დროს გვევალება. წლის პირველ ოფიციალურ მატჩამდე ჯერ კიდევ შორია და შესაბამისად, ყურადღების ფიზიკურ დატვირთვებზე გამახვილება გამართლებულია.

პირადად მე დღეში სამჯერადი ვარჯიში პრობლემას არ მიქმნის. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ძალიან ვიტვირთებით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. სამაგიეროდ, მატჩის დროს თავისუფლად ვირბენთ. მომწონს ასეთ ტემპში მუშაობა. არ უნდა მოვეშვათ.

- ირანული გუნდის წინააღმდეგ მთელი მატჩი ჩაატარეთ. დატვირთვების ფონზე, არ გაგიჭირდათ?

- სხვა მოთამაშეების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე პრობლემები არ მქონია. თუმცა, ვიცი, რომ შუა და წინა ხაზის მოთამაშეებს ხშირად უფრო დიდი ჯაფა ადგებათ, ვიდრე დაცვის ხაზის ფეხბურთელებს.

თანაც, ამ თამაშში ჩვენ უფრო მეტად ვაკონტროლებდით ბურთს და შესაბამისად, დაცვა არცთუ ძალიან დაიტვირთა.

- გული დაგწყდათ, რომ უპირატესობის მიუხედავად, მეტოქეს ვერ აჯობეთ?

- რა თქმა უნდა, შეგვეძლო მოგება, თუმცა ეს არაა მთავარი. მნიშვნელოვანი იყო, შეგვესრულებინა მწვრთნელის მითითებები. ერთ-ერთი დავალება კარის მშრალად შენახავა იყო, რაც შევასრულეთ.

- მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამში" პროფილი შექმენით, ბევრი გულშემატკივარი გვეკითხება, რატომ წერთ საკუთარ გვარს "ი"-თი, როცა განაცხადში ყოველთვის "ე"-თი წერენ (რედ. რუსეთში საბა კვირკველიას კვერკველიად მოიხსენიებენ)...

- ჩემი გვარი სინამდვილეში კვირკველიაა, მაგრამ პასპორტში შეცდომით "ე"-თი ჩამიწერეს.

jumber
კიდევ რამდენიმე წლის წინ წერდა რომ გვარი შეცდომით ჩაუწერეს.
GIGA-s
თავად ამბობს რომ კვირკველიაა და შენ მასზე მეტი იცი - ეტყობა "პროფი" ხარ
giga
როდის უნდა ისწავლოთ სახელების და გვარების სწორად დაწერა პროფესიონალებოოოო.. კვირკველია კი არა კვEრკვEლიაა ეს, კვერკველიაააა :D
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან