მორიგი ტური ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ელ ჰორფორდი.

მან თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. ჰორფორდი თამაშიდან 84.4 პროცენტის სიზუსტით (32-დან 27) ისროდა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. "ატლანტას" ცენტრმა საშუალოდ 21.7 ქულა, 8.0 მოხსნა და 6.3 შედეგიანი პასი დააგროვა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ფილადელფიასთან" მატჩში, რომელშიც სამმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "მინესოტა ტიმბერვულვზის" მცველი მო უილიამსი. ის თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა. უილიამსმა საშუალოდ 30.3 ქულა (მესამე შედეგი ლიგაში) და 6.3 შედეგიანი პასი დააგროვა. მცველმა საუკეთესო მატჩი "ინდიანას" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 52 ქულით სეზონში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა.

ჰორფორდის კვირა

13 იანვარი. ფილადელფია-ატლანტა 87:105. 21 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი.

16 იანვარი. ტორონტო-ატლანტა 89:110. 22 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი.

17 იანვარი. ჩიკაგო-ატლანტა 99:107. 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი.

უილიამსის კვირა

13 იანვარი. ინდიანა-მინესოტა 101:110. 52 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა.

16 იანვარი. ფინიქსი-მინესოტა 110:99. 26 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა.

17 იანვარი. დენვერი-მინესოტა 105:113. 13 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ბისმარკ ბიიომბო ("შარლოტი"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), ბრენდონ ჯენინგსი ("დეტროიტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), მეტ ბარნსი ("კლიპერსი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ზაკ რენდოლფი ("მემფისი") და კრის ბოში ("მაიამი").

შარლოტი-მინესოტა 105:80

23:20, 27:13, 33:19, 22:28

შ: ჰენდერსონი (17), რობერტსი (16+5 პასი), ნილი (12), ჰეირსტონი (11), კიდ-გილკრისტი (10), უილიამსი (4+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).

მ: იანგი (18+3 ჩაჭრა), უიგინსი (12), უილიამსი (10), დიენგო (9+10 მოხსნა+4 დაფარება).

ვაშინგტონი-ფილადელფია 111:76

27:14, 28:18, 30:26, 26:18

ვ: გორტატი (20+8 მოხსნა), სერაფინი (14+9 მოხსნა), ნენე (12+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), უოლი (11+10 პასი), პირსი (10), ბილი (10), პორტერი (10+6 მოხსნა).

ფ: სიმსი (13), გრანტი (12), ნოელი (11+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), კოვინგტონი (10).

ატლანტა-დეტროიტი 93:82

16:12, 28:29, 24:20, 25:21

ა: მილსეპი (20+7 მოხსნა), სკოტი (20), ჰორფორდი (14+7 პასი+6 მოხსნა), კორვერი (13+6 მოხსნა+5 პასი), ტიგი (10+7 პასი).

დ: მონრო (16+20 მოხსნა), დრამონდი (13+18 მოხსნა), მიქსი (11), კოლდუელ-პოუპი (10).

კლიპერსი-ბოსტონი 102:93

23:17, 24:20, 27:25, 28:31

კ: გრიფინი (22+9 მოხსნა+6 პასი), ჯორდანი (19+12 მოხსნა+ 6 დაფარება), რედიკი (16), კროუფორდი (16).

ბ: ბასი (17), ტორნტონი (15), სალინჯერი (14+8 მოხსნა), სმარტი (14+7 პასი), ოლინიკი (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერნერი (10+10 მოხსნა+6 პასი).

გ. სტეიტი-დენვერი 122:79

25:15, 30:13, 34:32, 33:19

გ-ს: ტომპსონი (22), კარი (20+8 პასი), ლივინგტონი (12+3 ჩაჭრა), ბარბოზა (12), მაკადუ (11), ლი (6+10 მოხსნა).

დ: ლოუსონი (19+6 პასი), ნელსონი (14+5 პასი).

მემფისი-დალასი 95:103

16:25, 30:28, 29:29, 20:21

მ: კონლი (22), მ. გასოლი (20+8 მოხსნა), რენდოლფი (18+15 მოხსნა), ლი (12), გრინი (11+8 მოხსნა).

დ: ელისი (25+7 პასი), ნოვიცკი (21+6 მოხსნა), პარსონსი (15), ჰარისი (12), ჩენდლერი (10+16 მოხსნა).

ჰიუსტონი-ინდიანა 110:98

29:21, 26:24, 34:23, 21:30

ჰ: ჰარდენი (45+7 პასი+4 ჩაჭრა), ჰოვარდი (14+17 მოხსნა), ბრიუერი (13), მოტეიუნასი (10+9 მოხსნა).

ი: მაილზი (23+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), სლოუნი (17+6 პასი), ჰილი (13), ჰიბერტი (12), მაინმი (9+14 მოხსნა).

ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 99:92

22:16, 31:25, 25:24, 21:27

ნ-ი: ენტონი (24+9 მოხსნა), ჰელოუეი (21), სტაუდმაიერი (14+6 მოხსნა), სმიტი (12+6 პასი), ჰარდუეი (11).

ნ-ო: ევანსი (23+9 მოხსნა), გორდონი (20+5 პასი), აშიქი (11+17 მოხსნა), ანდერსონი (11), პონდექსტერი (10), აჟინკა (8+11 მოხსნა).

კლივლენდი-ჩიკაგო 108:94

24:19, 30:20, 30:23, 24:32

კ: ჯეიმსი (26), სმიტი (20), ირვინგი (18+12 პასი), ლავი (16+12 მოხსნა), მოზგოვი (15+15 მოხსნა), ტომპსონი (6+10 მოხსნა).

ჩ: ბატლერი (20+7 მოხსნა), როუზი (18), ბრუქსი (16), პ. გასოლი (11+11 მოხსნა), გიბსონი (10+10 მოხსნა+5 დაფარება).

პორტლენდი-საკრამენტო 98:94

23:31, 28:25, 16:19, 31:19

პ: ლილარდი (22+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), მეტიუზი (17+3 ჩაჭრა), ოლდრიჯი (10).

ს: გეი (26), კაზინსი (22+19 მოხსნა+4 დაფარება), კოლისონი (13+8 პასი+7 მოხსნა), მაკლემორი (11).

ფინიქსი-ლეიკერსი 115:100

26:26, 25:25, 36:26, 28:23

ფ: დრაგიჩი (24+5 პასი), ტომასი (24+5 ჩაჭრა), ბლედსოუ (17+7 პასი+3 ჩაჭრა), მარკიფ მორისი (15), გრინი (13).

ლ: იანგი (24), ჰილი (12+9 მოხსნა), ჯონსონი (12), ლინი (10+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), დევისი (8+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
NBA: ისევ ბაზერ-ბიტერი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოს 52 ქულა და ლებრონის დაბრუნება
NBA. პლეი ოფი: კარიმ ერთი ტაიმი იკმარა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ჰორფორდი და ოლდრიჯი
NBA: დევიდ უესტს "ინდიანა" აღარ უნდა
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
NBA. ტრანსფერები: დუეინ უეიდი "ჩიკაგოსკენ"
მო უილიამსი - კარგი შევსება "პორტლენდისთვის"