ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო და ადგილობრივ ტურნირშიც ითამაშა

ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ", რომელიც მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო და ადგილობრივ ტურნირშიც ითამაშა.

იაშვილი ორი გოლით შეეწია გუნდს, მაგრამ ამან კარლსრუელებს ვერ უშველა. პირველ შეხვედრაში "კარლსრუე" "კაიზერსლაუტერნს" 3:3 ეთამაშა. მე-4 წუთზე ანგარიში იაშვილმა გახსნა.

ტურნირის მეორე შეხვედრაში, რომელიც, ფაქტობრივად, ნახევარფინალი იყო, იაშვილი ყოფილ გუნდს, "ფრაიბურგს" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაშიც პირველი გოლი ჩვენებურმა გაიტანა, მაგრამ "კარლსრუე" 1:3 დამარცხდა და ფინალში ვერ გავიდა. კარლსრუელებმა სამი საკონტროლო მატჩიც დაგეგმეს - 5 იანვარს ქვედალიგოსან ფრიდრიხსტალის "გერმანიასთან", 7-ში შვეიცარიულ "ბაზელთან", მომდევნო დღეს კი "ჰაიდენჰეიმთან".

მეორე ბუნდესლიგაში სეზონი 14 იანვარს განახლდება. იაშვილის გუნდი ამ დღეს "ფიურტს" უმასპინძლებს. "კარლსრუეს" 17 მატჩის შემდეგ 16 ქულა აქვს და ცხრილში ბოლოდან მესამე, მე-16 ადგილზეა.

ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე უკვე იტალიაშია და "ჯენოაში" სრული დატვირთვით ვარჯიშობს. გუნდის თავკაცი დევიდე ბალარდინი მისი ყოფილი გუნდის, "ლაციოს" წინააღმდეგ მატჩისთვის საგანგებოდ ემზადება. ბალარდინიმ განაცხადა, რომ ტრავმების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ მეკარე ედუარდო, თავდამსხმელი რუდოლფი და მცველი კალაძე. "ჯენოას" თავკაცმა აღნიშნა, რომ სამივე მონდომებით ემზადება "ლაციოსთან" თამაშისთვის.

"ჯენოას" ერთი მატჩი აქვს გამოტოვებული და 16 ტურში მოპოვებული 21 ქულით მე-11 ადგილზეა. კალაძის გუნდი მესამე ადგილზე მყოფ "ლაციოს" ხუთშაბათს, 6 იანვარს უმასპინძლებს.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა