ბათუმის "დინამო": ორი მუჯირი, ბიუჯეტი და სტადიონი
...ეს ამბავი წლების წინათ მოხდა, როცა ქუთაისის "ტორპედოში" გვერდიგვერდ მამა-შვილი - მერაბ და გიორგი მეგრელაძეები თამაშობდნენ. ბათუმის "დინამოში"კი, შესაძლოა, მალე ერთად ითამაშონ ვეტერანმა ამირან მუჯირმა და მისმა ძმისშვილმა, ომარ მუჯირმა. ეს უკანასკნელი გუნდში ვარჯიშობს და, შესაძლოა, დაიტოვონ.

"ომარი საკმაოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე მცველია. დუბლებში იყო და რადგან მეორე წრეში აქცენტი ადგილობრივ ფეხბურთელებზე გადავიტანეთ, ომარს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. იმედია, შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს და ჩვენთან ითამაშებს", - გვითხრა ბათუმის "დინამოს" დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა.

"ომარი 19 წლისაა. ის ბათუმის "დინამოს" გაზრდილია და ახლა გასინჯვაზეა. დრო უნდა, გუნდს რომ შეეგუოს და გაიხსნას. ვნახოთ, უპირველესად მასზეა დამოკიდებული, მწვრთნელებს მოაწონებს თუ არა თავს", - ეს უკვე ამირან მუჯირის სიტყვებია.

...ბათუმის "დინამომ" კი მეორე წრისთვის მზადება 8 იანვარს ანგისას ბაზაზე დაიწყო, 15 იანვრიდან კი ფეხბურთელები ორჯერად დატვირთვებზე გადაიყვანეს. ფედიჩკინმა ყურადღება საკადრო ცვლილებებზე შეაჩერა:

"ჩვენთვის დიდი პლუსია, შემადგენლობა რომ შევინარჩუნეთ. მოთამაშეთა გაუთავებელი წასვლა-წამოსვლა არაფერს გვარგებდა, რადგან წარმატების წინა პირობა შემადგენლობის სტაბილურობაა. ამიტომ, პირველი წრის შემდეგ მხოლოდ მცველ გიორგი გავაშელიშვილსა და ნახევარმცველ დიმიტრი პაჭკორიას შეველიეთ. კონტრაქტი გავუფორმეთ რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველ გიორგი ქავთარაძეს. გუნდში ვარჯიშობენ "ცხინვალის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი თამაზ მაქაცარია და მცველი გიორგი სეფიაშვილი. მაგრამ მათთან ჯერ ხელშეკრულებები არ გაგვიფორმებია. მწვრთნელები დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს - იური ოლიფერენკოს, ზურაბ ქათამაძეს, ნიკა ბაღდავაძესა და ომარ მუჯირს აკვირდებიან. ცნობილი იყო, რომ თბილისის "დინამოში" დაბრუნებას ბათუმში იჯარით გაშვებულ ფლანგის შემტევ ნახევარმცველ ნიკა დიასამიძეს უპირებდნენ. თბილისელთა მთავარ მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილს ველაპარაკეთ და მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ნიკასთვის ჩვენთან დარჩენა აჯობებდა".

საკონტროლო მატჩებსა და შეკრებას რაც შეეხება, ფედიჩკინის თქმით, ამ მხრივ ჯერ გეგმები დასაზუსტებელია:

"21 იანვარს ორმხრივი მატჩი გვექნება და გაირკვევა, გასასინჯი მოთამაშეებიდან ვინ დარჩება. 23 იანვარს სპარინგი ზუგდიდში დავგეგმეთ, ხოლო 25 იანვარს ქობულეთში ფოთის "კოლხეთს" ვეთამაშებით. 27 იანვარს "გურიასთან" გვსურს საკონტროლო მატჩის გამართვა, მაგრამ არ ვიცით, ამ შეხვედრის ჩატარება რამდენად რეალურია. უცხოეთში შეკრების მოწყობა 30 იანვრიდან 12 თებერვლამდე თურქულ ბელეკში გვსურს. ჯერ ეს საკითხი გადასაწყვეტია. თუ თანხმობა იქნა, 3 მეტოქე უკვე გარკვეულია - 2 იანვარს მატჩი პერმის "ამკართან" დაიგეგმა, 5-ში უნგრულ "ნირედიჰაზასთან", 8-ში კი რუმინულ "ოცელულთან". მეოთხე მეტოქე მალე გაირკვევა. საქმე ისაა, რომ 11 იანვარს შემოგვთავაზეს ასევე რუმინულ "ტიმიშოარასთან" თამაში, რაზეც უარი ვთქვით, რადგან რუმინელებს უხეში გუნდები ჰყავთ".

ბათუმელთა დირექტორი კლუბის ბიუჯეტზეც გველაპარაკა:

"საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტი რომ დაამტკიცა, ბათუმური კლუბების 3,2 მილიონი ლარით დაფინანსება გადაწყვიტა. ჩვენ შარშანდელი ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს - 1,3 მილიონი ლარი. ქვეყანაში რაც ხდება, იმის ფონზე ეს საკმაოდ ნორმალური თანხაა. აქედან მარტო 400 ათასი ბავშვებზე დაიხარჯება, რადგან მათთვის ჩვენ ვყიდულობთ ეკიპირებას, ბურთებს, უფასოდ ვავარჯიშებთ და ვამგზავრებთ. პლუს დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებს ვპატრონობთ. მაგრამ ჩვენი მიზანი კვლავ ბრძოლისუნარიანი, სტაბილური გუნდის ჩამოყალიბება და იმ ჟინის შენარჩუნებაა, რაც პირველ წრეში გვქონდა".

რაც შეეხება სტადიონის მშენებლობას, ფედიჩკინი ამბობს, რომ ეს საკითხი გარკვეულია:

"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტის კონკურსი გამოაცხადა. მერე ტენდერი ჩატარდება და გვეცოდინება, ვინ უნდა ააშენოს, მშენებლობა კი წესით, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ამაზე აჭარის ბიუჯეტიდან 36 მილიონი ლარი გამოიყოფა, წლეულს კი - 14,5 მილიონი და იმედია, 2017 წლისთვის საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ. იქვე აშენდება ორი დახურული დარბაზი - 3500 და 800 მაყურებელზე, რომელიც კალათბურთის, ჭიდაობისა და კიდევ სხვა სახეობებს მოემსახურება. მოკლედ, ბათუმში დიდი სპორტული კომპლექსი აშენდება".

მერაბ მამულაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...