სუპერბოული 2 თებერვალს გლენდეილში გაიმართება
2015 წელს, ამერიკული ფეხბურთის მთავარ მატჩში - სუპერბოულში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "სიეტლ სიჰქოსი" და "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი".

"სიჰოქსმა" NFC-ის კონფერენციის ფინალში საკუთარ არენაზე გადაარჩინა თითქმის წაგებული მატჩი "გრინ-ბეი პეკერსთან" - 28:22.

AFC-ის კონფერენციის გადამწყვეტ მატჩში კი "პეტრიოტსი" აშკარა ფავორიტად იყო მიჩნეული და მან გაამართლა ეს სტატუსი "ინდიანაპოლის კოლტსის" წინააღმდეგ - 45:7.

"სიეტლ "სიჰოქსი" 13-ჯერ გავიდა NFL-ის პლეი ოფში. 2005 წელს ამ გუნდმა სუპერბოულში ითამაშა, სადაც "პიტსბურგ სტილერზთან" დამარცხდა, რვა წლის შემდეგ კი გადამწყვეტი შეხვედრა "დენვერ ბრონკოსს" მოუგო და ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი.

თავის მხრივ, "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსს" სამჯერ აქვს მოგებული სუპერბოული: 2001, 2003 და 2004 წლებში.

2015 წლის სუპერბოული 2 თებერვალს, არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა