"ჩიკაგო" მწვრთნელს კარგავს
2015 წლის დასაწყისში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო "ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს ტომ ტიბოდო. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო რვა მატჩში "ხარები" ექვსჯერ დამარცხდნენ.

ამ მომენტისთვის ტიბოდოს მთავარი პრობლემა გუნდის გასახდელში არსებული დაძაბული მდგომარეობაა - ბევრი მოთამაშე "ბულზის" დამრიგებელს ხისტსა და ძველმოდურს უწოდებს და არ მოსწონს ტიბოდოს მიდრეკილება შეზღუდული როტაციისადმი, რაც გუნდის ლიდერების გადაღლასა და ხშირ ტრავმიანობას იწვევს.

კონფლიქტის მოგვარებაში ტიბოდოს, სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს გუნდის მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის იმედი. მწვრთნელსა და "ბულზის" პრეზიდენტ ჯონ პაქსონს შორის ურთიერთობა ოდნავ დალაგდა, მაგრამ არა იმდენად, რომ პაქსონმა ტიბოდოს მხარი დაიჭიროს.

იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, "ჩიკაგოს", კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი ორი წლის სანაცვლოდ, ტიბოდოსთვის 11 მილიონის გადახდა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში