რევაზ ჩელებაძე: "იმედია, კახა მჟავანაძის გამოცდილება დაგვეხმარება"

ფოტოზე: კახა მჟავანაძე

ქობულეთის "შუქურამ" მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და პირველივე ტრანსფერით გაგვაკვირვა - ორწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კახა მჟავანაძე.

"ბოლო წლებია, რაც კახას ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ თამაშის ისეთი ჟინი აქვს, მისი დაბრუნება საჭიროდ ჩავთვალეთ. რომ იცოდეთ, საქმეს სერიოზულად უდგება, მისით კმაყოფილები ვართ და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება.

ასე რომ, იმედია, მეორე წრეში თავისი გამოცდილებითა და კლასით "შუქურას" დაეხმარება", - ამბობს ქობულეთური კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე.

შეგახსენებთ, რომ მჟავანაძემ კარიერა სწორედ "შუქურაში", 1994 წელს დაიწყო. მერე იყო ბათუმის "დინამო" (1997-01), საიდანაც მოსკოვის "სპარტაკში" მოხვდა (2001). იქ მან რუსეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. უთამაშია მახაჭყალის "ანჟიში" (2002-06), ოდესის "ჩერნომორეცში" (2006-08), ოვიდიოპოლის "დნესტრში" (2007-08), კიშინიოვის "დაჩიაში" (2009), კარიერა კი ბაქოს "ინტერში" (2009-11), ტრავმის გამო დაასრულა. 2004-06 წლებში მჟავანაძე თამაშობდა საქართველოს ნაკრებში (14 მატჩი). ის ახლა 36 წლისაა.

..."შუქურამ" კი ამასობაში სეზონისთვის მზადება განაახლა. ჩელებაძეს კომენტარი ამის თაობაზეც ვთხოვეთ:

"ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა ბიჭები 10 იანვარს შეკრიბა. ამჟამად, გუნდი ქობულეთში ემზადება.

პირდაპირ ვიტყვი, რომ სერიოზული საკადრო ცვლილებები წინასწარ გამოვრიცხეთ, რადგან გუნდისთვის შემადგენლობის სტაბილურობა ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა და რამდენიმეც დავიმატეთ: დავემშვიდობეთ ლევან კუტალიასა და ბრაზილიელ ლუკასს.

მჟავანაძის გარდა, რუსთავის "მეტალურგიდან" მოვიწვიეთ ახალგაზრდა მცველი ირაკლი ხუჭუა - ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია და ნიჭიერი ბიჭია. მომწონს ქუთაისის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობიდან მოსული ახალგაზრდა ბაქარ ღვალაძეც, რომელიც შემტევი ნახევარმცველია.

დაგვიბრუნდა მეკარე აზამათ ჯიოევი და უკვე გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს".

ქობულეთელთა თავკაცი კლუბის ბიუჯეტზეც გველაპარაკა:

"ჩვენ სახელმწიფო თანხებს ვხარჯავთ. როცა სახელმწიფო ფულს განდობს, თითოეულ თეთრს უნდა გაუფრთხილდე და ყველა წვრილმანზე დაფიქრდე, რათა რაც შეიძლება ეფექტურად და გუნდისთვის სასარგებლოდ გამოიყენო.

ჩვენ სეზონის დასრულებამდე 500 ათასი ლარი გვაქვს, 240 ათასსაც ველოდებით. მერე კი, იმედია, დამატებით დაფინანსებასაც მივიღებთ - აჭარაში ფეხბურთს მიხედეს და მე მთავრობის იმედი მაქვს".

ჩელებაძის თქმით, "შუქურა" უცხოურ შეკრებას 30 იანვრიდან გეგმავს:

"თურქეთში, კერძოდ, ბელექში გავემგზავრებით და საქართველოში 10 თებერვალს დავბრუნდებით. შეკრების ორგანიზატორებმა საკონტროლო შეხვედრების გეგმაც გადმოგვცეს.

სულ 4 სპარინგია გათვალისწინებული. მეტოქეების ვინაობაც გარკვეულია: 3 თებერვალს ერთ-ერთ მაკედონიურ კლუბს ვეთამაშებით, 5 თებერვალს - მოლდოვურ "ტირასპოლს", 7 თებერვალს - ყაზახეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, ხოლო ბოლო მატჩს 8 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობასთან გავმართავთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

martali kaci
ახალგაზრდებითთთ ვერ აღწევვ შედეგს და 36 წლის ხალხიი როო მოგყავსსს რაა შეგეგი გვექნება თან 2 წლის უთამაშებელია : (
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ახალგაზარდებისთვის სამაგალითო - დავით ხოჭოლავას დიდი გამოწვევა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
ადრიან პუკანიჩი: საქართველოში არის ნიჭი, მაგრამ მეტი შრომაა საჭირო
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ბოლნისის "სიონმა" სეზონის განახლებისთვის მზადება თბილისში დაიწყო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
შუქურა-შკენდია 1:2 - ქობულეთელებმა შეკრება მარცხით დაიწყეს
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს