ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა შანსი ჰქონდა, მატჩის გმირი გამხდარიყო
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" დასანანი მარცხი განიცადა. ქართველი ცენტრის გუნდმა შინ 2 ქულით წააგო "იუტა ჯაზთან".

ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა შანსი ჰქონდა, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მატჩის ბოლო წამზე, სირენის თანხლებით დამატებული ბურთი კალათში არ ჩაეშვა და საბოლოო შედეგი - 99:101 დაფიქსირდა.

ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა: 2 ქულით ჩამორჩენილი "მილუოკი" ბოლო შეტევაზე გადავიდა და საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამათანაბრებელი ორქულიანი ბრენდონ ნაითმა საჯარიმო ხაზის ცოტა ზემოდან ესროლა. ორქულიანი მიზანს ასცდა და ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულდა, თუმცა ასხლეტილ ბურთს ფარიდან დაახლოებით 2 მეტრში ფაჩულიას ხელი მისწვდა და რაკი მისი დაჭერის დრო აღარ იყო, ერთი შეხებით ფარისკენ მიაბრუნა. ბურთი რკალს მოხვდა, ზემოთ ავარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კალათში არ ჩაეშვა.

ფაჩულია მილუოკელთაგან ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ყველა თანაგუნდელზე მეტხანს - 31 წუთი გაჩერდა.

ქართველმა ცენტრმა 14-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად, მან 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

საინტერესოა, რომ ფაჩულიამ მეტოქის ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა და ეს მისი ამ სეზონის რეკორდია. აქვე ვთქვათ, რომ ზაზას კარიერის რეკორდი მთლიან მოხსნებში სწორედ "იუტასთან" დაფიქსირდა 2012 წლის 25 მარტს, როცა ქართველმა ცენტრმა 20 მოხსნა დააგროვა.

"მილუოკიმ" წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი განიცადა და 20-20 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. მე-5-ზე მყოფ "კლივლენდს" 23 მოგება და 20 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს "მილუოკი" 24 იანვარს, შინ "დეტროიტთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

mindia
ვაჰ პირველ კომენტარზე მიდი და არ გაგეცინოს :-) კი შეიძლება გვინდოდეს რომ უფრო მეტ პროცენტს იყენებდეს ვთქვათ მაგრამ ეგ კომენტარი სრული იდიოტიზმია.
ზ უ რ ა
თამაში არ იცის თურმე ზაზამ:D:D:D:D ნაცნობობითაა 11 წელი ენბიეიში:D:D:D:D:D
გრიშა
ერთი კომენტარი და ისიც იდიოტური!!! რა საცოდაობაა
l
ზაზამ თამაში ვერ ისწავლა ამდენი ხანია
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
ევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და გამარჯვება "მემფისთან" [VIDEO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
ის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "პორტლენდთან" დამარცხდა
ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და მარცხი "იუტასთან" [VIDEO]
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]