ბრისბენში საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულმა ანამ (134) ჩეხ ბარბორა ზაჰლალოვა-სტრიჩოვთან (67) წააგო

ბრისბენის საერთაშორისო ტურნირის (220 ათასი $) პირველ წრეში საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულმა ანა ტატიშვილმა (134) მსოფლიოს 67-ე ჩოგან, ჩეხ ბარბორა ზაჰლალოვა-სტრიჩოვასთან წააგო - 5:7, 2:6. საქართველოს პირველი ჩოგანი ბევრს ეცადა, მაგრამ მეტოქე საკუთარ მოწოდებებზე ძალზე დამაჯერებლად თამაშობდა და ბრეიქ-პოინტის მოგების შანსი ანას სულ ერთხელ მიეცა და ისიც ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ზაჰლალოვა-სტრიჩოვამ 8-დან 3 ბრეიქ-პოინტი მოიგო და მერვედფინალშიც გავიდა. ტატიშვილმა ბრისბენში 17 სარეიტინგო ქულა და 1,7 ათასი დოლარი გამოიმუშავა, რაც დასაწყისისთვის ურიგო შედეგი არ არის.

გამოქვეყნდა წლის ახალი რეიტინგ-ლისტი, ცვლილებები ქართველებს უმნიშვნელოდ შეეხო და მხოლოდ სიას შემოგთავაზებთ: 134 (-) ანა ტატიშვილი - 502 ქულა; 192 (-). ოქსანა კალაშნიკოვა - 310; 257 (-) მაკა ჩახნაშვილი - 210; 286 (-1). სოფიო შაფათავა - 180; 294 (-1). თათია მიქაძე - 168; 417 (-). სოფიო ქვაცაბაია - 87; 590 (-1). მანანა შაფაქიძე - 44; 620 (-4) ეკა გორგოძე - 39; 1148 (-23). ანა ჯიქია - 3.

სეზონს იწყებს ქვეყნის მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვაც. ჩვენებური ჩინეთის ქალაქ ქუანჟოუს (გუანჯოუში არ აგერიოთ) ტურნირში (50 ათასი დოლარი) მე-6 ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქე 23 წლის მასპინძელი შენ-ნან სუნია (273). ბუნებრივია, კალაშნიკოვა ჩინელ ჩოგბურთელს აქამდე არასოდეს შეხვედრია. წყვილთა ბადეში კალაშნიკოვა უკრაინელ იულია ბეიგელციმერთან (194) ერთად ასპარეზობს. მათი პირველი მეტოქეები ტაივანელი ჩენი და ჩინელი ჰანი იქნებიან.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა