დევიდ ბექჰემმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ სამი თვით გადასვლაზე თანახმაა

დევიდ ბექჰემმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ სამი თვით გადასვლაზე თანახმაა - მოგეხსენებათ, აქამდე „დეზები“ ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ლონდონში ჩასვლას ეხვეწებოდნენ, მას კი დაჩემებული ჰქონდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთგულების გამო პრემიერლიგის სხვა გუნდში ვერ ითამაშებდა. მაგრამ, აი, დადგა 2011 წელი და „სფურზის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა:

„მან მითხრა, რომ მზადაა „ტოტენჰემში“ ჩამოვიდეს. ახლა, როდესაც პრინციპული თანხმობა მიღებულია, უკვე სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ეს საქმე ჩვენი კლუბის სხვა თანამშრომლებს გადავაბარე. ისინი უკვე „ლოს ანჯელეს გელექსის“ შესაბამის წარმომადგენლებს დაელაპარაკებიან“.

და მართლაც, წარმოშობით ლონდონელი ვეტერანი „გელექსის“ რამდენიმე თვით გათავისუფლებას სთხოვს. საქმე ის არის, რომ ამერიკულმა ლიგამ სეზონი დაასრულა და ახლა, არდადეგებია. საინტერესოა, რომ რედნაპის მტკიცებით, ბექჰემი მას „უაით ჰართ ლეინზე“ მხოლოდ მაყურებლის მოსაზიდად და ფულის საკეთებლად არ სჭირდება.

„ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე არავინ გვყავს, - ამბობს მწვრთნელი, - წესით, ამ ამპლუაში დევიდ ბენტლი უნდა თამაშობდეს, მაგრამ ეს ბიჭი ყოველ პარასკევს შავდება და მატჩებს ტოვებს. რაც შეეხება ბექჰემს, იმედი მაქვს, რომ ის ტედი შერინგემივით იქნება.

მახსოვს, როდესაც შერინგემი „პორტსმუთში“ მივიყვანე, ფეხბურთელებს ვუთხარი:

დააკვირდით ამ კაცს ვარჯიშებზე და ისწავლეთ. მითხრეს, რომ ბექჰემი ამერიკაში, ყოველი ვარჯიშის შემდეგ რჩება და ცალკეულ ელემენტებს ამუშავებს. ვფიქრობ, ამქვეყნად, ვარჯიშის საუკეთესო მეთოდი სამაგალითო კაცის გვერდით ყოფნაა“.

შემდეგ, ჰარი რედნაპმა სცადა განემარტა, თუ რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ბექჰემი.

„ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ბექჰემი „ტოტენჰემში“ ფულის საშოვნელად მოდის? ნუ გამაცინებთ. იცით, რას გეტყვით? ის იმდენად მდიდარია, რომ თავისუფლად შეუძლია პრემიერლიგის რომელიმე კლუბი იყიდოს. ჰოდა, თუკი ასეა, რატომ დაირხა ხმები, რომ მისი „ტოტენჰემში“ გადმოსვლა შეიძლება ფულთან იყოს დაკავშირებული? მერწმუნეთ, ეს დიდი სისულელეა. დევიდს უკვე იმდენი აქვს მოხვეჭილი, ცხოვრებაში პენიც რომ აღარ იშოვნოს, ამით არაფერი დააკლდება. ის მულტი, მულტი და კიდევ ერთხელ მულტი მილიონერია. ჰოდა, ასეთი ქონების პატრონი სათამაშოდ აქეთ რომ გამორბის, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. მისი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი - აი, რა გახლავთ ყველაზე მთავარი.

დაუკვირდით, მას არდადეგები აქვს და იმის მიუხედავად, რომ სადმე მდიდრულ პლაჟზე წამოწვეს, კუნთები დაასვენოს და ცოლს უთხრას - ძვირფასო, ერთი ბეჭებზე მალამო წამისვი - ინგლისურ ზამთარში მორბის ფეხბურთის სათამაშოდ“.

ცნობისათვის: დევიდ ბექჰემს და მის მეუღლეს, ვიქტორია ადამსს ლონდონში სწორედ „ტოტენჰემის“ სტადიონის სიახლოვეს აქვთ სახლი. რედნაპმა განაგრძო:

„არც მე და არც ჩვენი კლუბის თავმჯდომარე დევიდ ლივის ერთი წუთით არ მოგვსვლია თავში აზრად, რომ ბექჰემის გადმოყვანით „სფურზის“ მაღაზიებში მაისურებით ვაჭრობას წავახალისებდით. მე თავმჯდომარესთან შევედი და ვუთხარი, დევიდი ისეთი შესაძლებლობების კაცია, რომ მისი გადმოყვანა ძალიან წაგვადგებოდა. მან მითხრა, რომ ეს ჩინებული აზრია. აი, სულ ეს იყო ჩვენი საუბარი.

ახლა კი მასაც გეტყვით, თუ როგორ წარმომიდგენია ბექჰემის როლი „სფურზის“ შემადგენლობაში. ჩვენ გვყავს მაღალი თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი, რომელსაც სათამაშო სიტუაციებიდან, ჯარიმებიდან თუ კუთხურებიდან ბექჰემზე უკეთ აბა ვინ ჩააწვდის მაღალ პასს? მერედა, დევიდს ასაკში არაფერი დაუკარგავს, რადგან ის განსაკუთრებული სისწრაფით არც 17 წლისა გამოირჩეოდა“.

ამერიკაში კი „ლოს ანჯელეს გელექსის“ ფანები სულ სხვა გუნებაზე არიან. რომ გაიგეს, დევიდ ბექჰემი ისევ ევროპაში აპირებს გაძვრომასო მას „თავკერძა ღორი“ უწოდეს. უნდა ნახოთ რა ამბავია ინტერნეტ ფორუმებზე. გარდა იმისა, რომ ვეტერანს ლანძღავენ, ფანები „გელექსის“ ხელმძღვანელობასაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ: „ნუთუ ერთხელაც არ უნდა ეყოს ამ ხალხს გამბედაობა, რომ მას უარი უთხრან და სადმე გადასვლა აუკრძალონ?“ - კითხულობს მავანი.

ლოს ანჯელესის კლუბის კულუარებიდან გამოვიდა ხმა, რომ მწვრთნელი ბრუს არენა „ტოტენჰემში“ შესაძლო გადასვლას როგორც „გელექსისთვის“, ასევე თავად დევიდისთვის ცუდ ნაბიჯს უწოდებს.

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია