მოურინიო შიშობს, რომ მის გუნდს საკმარისი რესურსი და სიღრმე არ აქვს იმისთვის, რომ სტაბილურად მაღალ, სასურველ დონეზე გააგრძელოს თამაში

ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ლონდონის "ჩელსის" ძლიერ შემადგენლობაზე და უდიდეს პოტენციალზე, მაგრამ ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ მის გუნდს საკმარისი რესურსი და სიღრმე არ აქვს იმისთვის, რომ სტაბილურად მაღალ, სასურველ დონეზე გააგრძელოს თამაში და ჩემპიონობა მშვიდად მოიპოვოს.

"განსაკუთრებული" ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ასოციაციის თასზე "ბრედფორდთან" 2:4-ით წაგებულმა მატჩმა დააყენა. ამ შეხვედრაში მოურინიომ 9 ცვლილება გააკეთა იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომლითაც გუნდი "ლივერპულთან" ლიგის თასზე ათამაშა. მან მიგვანიშნა, რომ იმ ოდენობით მაღალი ხარისხის მოთამაშეები არ ჰყავს, რამდენიც მას სჭირდება.

"ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს, მაგრამ ვფიქრობ, ადვილი გასაგები და მისახვედრია, თითქმის ყველა შეხვედრას ერთი და იგივე ფეხბურთელებით რატომ ვატარებ და რატომ ვერიდები ცვლილებებს. ამის მერე, ალბათ, უკეთ მიხვდებით" - აღნიშნა მოურინიომ.

ამასობაში, "ჩელსის" საფრანგეთში სკაუტები ჰყოლია გაგზავნილი იმისთვის, რომ ისინი აბდუალე დუკურეს უკეთ დაკვირვებოდნენ. "ლურჯები" საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებისა და "რენის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენაზე ფიქრობენ. ეს პოტენციური ტრანსფერი "სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრებს დაახლოებით 4 მილიონი გირვანქა უნდა დაუჯდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს