მადრიდის "რეალმა" ნორვეგიაში ახალი მესი იპოვა
გასულ კვირას მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ 16 წლის ნორვეგიელ ნახევარმცველთან, მარტინ ედეგორთან.

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ვუნდერკინდი ფეხბურთელის გარშემო ბევრი ჭორი დადიოდა - ხან მასთან შეთანხმებას ცდილობდა "ბარსელონა", დაინტერესებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედი", მას ეჯიბრებოდნენ "ბაიერნი" და "იუვენტუსი". მარტინმა "სამეფო კლუბი" აირჩია.

"ლელო" გიყვებათ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეზე, რომელმაც შეიძლება თვით ლიონელ მესი დაჩრდილოს.

განწირული ვარსკვლავობისთვის

მარტინი ფეხბურთელის შვილია. ჰანს ერიკ ედეგორის კარიერა მოკრძალებულია: ათი წელი "სტრიომსგოდსეტში" და ორი სეზონი "სანდეფიორდში".

1998 წელს, მარტინის დაბადების შემდეგ, უფროსმა ედეგორმა კიდევ ექვსი სეზონი ითამაშა. რა თქმა უნდა, მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ვაჟი პირველი ნორვეგიელი გახდებოდა, ვინც მადრიდის "რეალის" მაისურით შეიმოსებოდა.

ჰანს ერიკი არ აპირებდა, შვილი "მენავთობეებში" ან "მეთევზეებში" გაეშვა და მშობლიურ "სტრიომსგოდსეტში" მასზე ორი სიტყვა ჩააგდო. ასე აღმოჩნდა უმცროსი ედეგორი ნორვეგიის პრემიერლიგის საბავშვო სისტემაში.

ოჯახის ინფორმაციით, მარტინი უკვე 7-8 წლის ასაკში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და ყოველდღიურად მინიმუმ სამ საათს უთმობდა სხვადასხვა ვარჯიშს: გუნდურს, ფიზიკურსა თუ ტაქტიკურს. ნორჩი ფეხბურთელი დარტყმებისა და ფინტების დახვეწისთვისაც პოულობდა დროს და მას ეს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა.

მარტინის წარმატებები შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იმდენად ცხადი იყო, რომ 13 წლის იუნიორს უფლება მისცეს, ძირითად შემადგენლობასთან ერთად ევარჯიშა. თითქმის ყველა მოთამაშე მასზე მინიმუმ ორი-სამი წლით უფროსი იყო. იუნიორმა არ დააღალატა მწვრთნელები და მას "მიონდალენთან" ამხანაგურ მატჩში თამაშის საშუალება მისცეს.

საინტერესოა, რომ უფროსი ედეგორი იმ დროს "მიონდალენში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა და შვილის თამაშს მეტოქის ბანაკიდან ადევნებდა თვალს.

ედეგორი ბავშვობიდან არ განიცდიდა თაყვანისმცემლების ნაკლებობას. ის ძალიან კომუნიკაბელურია და არასოდეს ეუბნებოდა უარს ფანებს ფოტოების გადაღებასა თუ ავტოგრაფზე.

2012 წელს ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა პირველად დააინტერესა მსოფლიო ფეხბურთის გრანდები. "ბაიერნმა " და "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ ბაზებზე დაპატიჟეს ნორვეგიელი, რათა ცოცხლად ენახათ მისი ოსტატობა. მიუნხენსა და მანჩესტერში მარტინმა მცირე ხანს ივარჯიშა და შინ დაბრუნდა, მაგრამ ყველა სოლიდური კლუბის სკაუტმა ჩაინიშნა მისი გვარი. ედეგორი გაიცნო პრესამაც.

ზრდის დროა

ვაჟის საზღვარგარეთ ვოიაჟების შემდეგ უფროსი ედეგორი მიხვდა, რომ მის ბიჭს კარგი მომავალი ელოდა. ჰანსს ხშირად ჰქონდა შეხება აგენტებთან და იცოდა მათი სამუშაოს ხასიათი, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, დამოუკიდებლად შეესწავლა ეს ხელობა, რათა ვაჟის საქმეები თავად წარემართა.

2013 წელს მარტინი "სტრიომსგოდსეტის" იუნიორთა გუნდში თამაშობდა, ხშირად ჩნდებოდა ძირითადი გუნდის ვარჯიშებზე და გამოძახება მიიღო ნორვეგიის ორი ასაკობრივი კატეგორიის ნაკრებში - 15 და 16-წლამდელებში. 2014 წლის იანვარში "სტრიომსგოდსეტის" სამწვრთნელო შტაბმა საბოლოოდ გადაიყვანა 15 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში.

გასული წლის აპრილში ედეგორს დებიუტი ჰქონდა ნორვეგიის ჩემპიონატში. ბევრი შიშობდა, რომ ჯერაც არაზრდასრულ ბიჭს გადაუვლიდნენ გამოცდილი ნორვეგიელი "ბიძები", მაგრამ პირიქით მოხდა.

ჯერ ერთი, მარტინს მაღალი სისწრაფე და მძლავრი აჩქარება აქვს და მეორე - "სტრიომსგოდსეტს" საკმარისად ჰყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ თანაგუნდელის დაცვა; და მესამე - მარტინის მეტოქეები თავადაც ხვდებოდნენ, რომ ისინი პოტენციური ვარსკვლავის წინააღმდეგ თამაშობდნენ, რომელსაც მომავალში ბევრის გაკეთება შეუძლია ნორვეგიული ფეხბურთისთვის.

მხოლოდ მაისში შესთავაზა კლუბმა მარტინს ცხოვრებაში პირველი კონტრაქტი. ფინანსური პირობები მოკრძალებული იყო, მაგრამ მოთამაშე მაინც ეღირსა ოფიციალურ აღიარებას, "სტრიომსგოდსეტმა" კი იზრუნა იმაზე, რომ სოლიდური კომპენსაციის სანაცვლოდ გაუშვებდა ფეხბურთელს. იმავე თვეში ედეგორმა პირველი გოლი გაიტანა ოფიციალურ დონეზე. საჯარიმოს წინ მყოფმა კედელი გაითამაშა პარტნიორთან და "სარპსბორგის" კარი აიღო. ამით მან რეკორდი დაამყარა: მარტინი ნორვეგიის ჩემპიონატში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.

მაგრამ ედეგორის საფირმო ნიშანი გატანილი გოლები (24 მატჩში 5 ბურთი "სტრიომსგოდსეტის" ძირითად შემადგენლობაში) არ არის. ყველაზე უკეთ მარტინს პარტნიორებისთვის პასების დარიგება გამოსდის. "სტარტთან" აგვისტოს მატჩში ქერა ნახევარმცველმა სამი საგოლე პასი შეასრულა და "სტრიომსგოდსეტმა" 3:2 მოიგო.

შემოდგომაზე ფეხბურთელი ნორვეგიის პირველ ნაკრებში მიიწვიეს, თანაც ოფიციალურ ტურნირზე - ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე მალტასა და ბულგარეთის წინააღმდეგ. ბულგარეთთან შეცვლაზე შესულმა ედეგორმა კონტინენტის პირველობის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტის სტატუსი მოიპოვა.

იმ დროისთვის ჩამოყალიბდა ევროპული გუნდების მთელი ჯგუფი, რომლებიც მარტინის შეძენას ცდილობდნენ. ჰანს ედეგორის სიტყვებით, მისი შვილის მიმართ ინტერესი 30 კლუბზე მეტმა გამოთქვა. "ბარსელონა" დაჰპირდა, ერთი წლით ნორვეგიაში დაეტოვებინა მოთამაშე; ამსტერდამის "აიაქსი" შესაძლებლობას აძლევდა, დაესრულებინა სწავლა თავის სახელოვან აკადემიაში; "პარი სენ-ჟერმენი" არანორმალურ ფინანსურ წინადადებას ამზადებდა, მაგრამ ვერ მოასწრო.

ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა მადრიდის "რეალი", რომელმაც სწრაფად ჩაიყვანა ედეგორი ესპანეთის დედაქალაქში და დაეხმარა ფეხბურთელის მამას, სამსახური დაეწყო "სამეფო კლუბში". როგორც "რეალის" წარმომადგენლებმა ახსნეს, ასე უფრო გაუადვილდება ნორვეგიელს ახალ ცხოვრებასთან ადაპტირება.

"რეალის" ფეხბურთელის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე ედეგორი ყოჩაღად გამოიყურებოდა. 16 წლის ნორვეგიელი ათეულობით კამერის წინ იღიმოდა და თან სიმშვიდეს ინარჩუნებდა. "ეს წელი კარგად იწყება", - ირონიის მხრივ, მარტინს ყველაფერი კარგად აქვს. მან დაამატა, რომ სეზონის ბოლომდე "რეალის" მეორე გუნდში - "კასტილიაში" ივარჯიშებს, რომლის მთავარი მწვრთნელი თვით ზინედინ ზიდანია. ასევე, შესაძლებელია გამოძახებები ძირითად გუნდში სავარჯიშოდ - ედეგორი თანდათან უნდა შეეჩვიოს ვარსკვლავურ სტატუსს.

დაბოლოს, ედეგორის წლიური ხელფასი "რეალში" 2.25 მილიონი ევრო იქნება. ეს უფრო მეტია, ვიდრე ნახევარმცველ ისკოს ხელფასი, რომელიც წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებს. მარტინის კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამასთან, წლიურმა სახელფასო ნიშნულმა, ფეხბურთელის წარმატებებთან შესაბამისობაში, შეიძლება 6.8 მილიონი ევრო შეადგინოს. ცნობისთვის, ოდნავ უფრო მეტს გამოიმუშავებს იკერ კასილიასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში არც წელს ითამაშებს
"მერე რა, რომ არ ვითამაშებ?" - მოურინიომ კამავინგა კლუბიდან წასვლაში ვერ დაარწმუნა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ედეგორი ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე დაქორწინდა
"არსენალი" ედეგორს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
"ორი უტიტულო სეზონი და "განსაკუთრებული" მისია: შეძლებს თუ არა მოურინიო სამეფო კლუბის გადარჩენას?“
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"რეალი" "არსენალიდან" თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
მესიმ ნაკრებში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა? - რა უთხრა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
ედეგორი მინიმუმ დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ან გაახანგრძლივებ, ან წახვალ" - მადრიდის "რეალმა" ვინისიუს ჟუნიორს ულტიმატუმი წაუყენა
ედეგორმა "არსენალში" მედშემოწმება გაიარა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება