სახეცვლილი ”მილანი” სეზონის განახლებისთვის დუბაიში ემზადება და ვარჯიშებთან ერთად, სპარინგმატჩებსაც მართავს

იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება “მილანი”, რომელიც სეზონის განახლებისთვის დუბაიში ემზადება და ვარჯიშებთან ერთად, სპარინგმატჩებსაც მართავს.

პირველი პაექრობა ლომბარდიელებმა აზიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, “ალ აჰლისთან’ გამართეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 2:1 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა “მილანის” მაისურით ანტონიო კასანომ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ძირითად შემადგენლობაში იყო. სამაგიეროდ, არ გამოჩენილა რონალდინიო, რომელიც სამშობლოში გააგრძელებს კარიერას და ან “ფლამენგოს” ფორმას” მოირგებს, ანაც - “გრემიოს”.

“ალ აჰლი”-“მილანის” შეხვედრა იტალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის რეზულტატი ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. ნათლად გამოჩნდა, რომ “როსონერი” საკმაოდ კარგ ფორმაშია და მზადაა სეზონი განაახლოს. ბუნებრივია, მასიმილიანო ალეგრიმ პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი ნახა საქმეში და მათზე გარკვეული დასკვნები გააკეთა. აქტიური იყო კასანო, რამდენიმე ეფექტური გადაცემა გააკეთა და ფინტებიც გამოუვიდა, მაგრამ დებიუტი გოლით ვერ აღნიშნა. ჯერ მაინც ადაპტაციას გადის ახალ გუნდთან და ეს აშკარად ეტყობოდა.

სამაგიეროდ, ახალგაზრდა შემტევმა ჯაკომო ბერეტამ გამოიჩინა თავი და შეცვლაზე შესულმა თავური დარტყმით “მილანის” უპირატესობა ორამდე გაზარდა. იქამდე კი იყო ალეშანდრე პატოს მიერ კლარენს ზეედორფისთვის გაკეთებული შესანიშნავი გადაცემა და ამ უკანასკნელის საგოლე გასროლა. შეხვედრის მიწურულს არაბებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა - “მილანის” უპირატესობა თვალში საცემი იყო და შედეგიც შესაბამისი დადგა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ შეხვედრის მსვლელობისას ტრავმა მიიღო რობინიომ და შესაცვლელი შეიქმნა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბრაზილიელ შემტევს დიდი სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი, თავი ვეღარ შეიკავა, მოედნიდან გადავიდა და კამერას დაეხაჯა. სწორედ ამ ეპიზოდში დაიზიანა კუნთი და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. უახლოეს პერიოდში რობინიოს დეტალურ გამოკვლევას ჩაუტარებენ და დადგინდება, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. ექიმები აქედანვე გამორიცხავენ, რომ ბრაზილიელს დიდი ხანი გაუცდეს, თუმცა არ არის გამორიცხული “კალიარისთან” დაგეგმილი უახლოესი მატჩის გამოტოვება მოუწიოს. “ალ აჰლისთან” მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი რობინიოს ტრავმასაც შეეხო:

“გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და გამარჯვებაც დაიმსახურა. შეგირდთა ასპარეზობით კმაყოფილი ვარ და საერთოდ, შეკრება ნაყოფიერი გამოგვდის. ვცდილობ ვარჯიშები ძალიან დამღლელი არ იყოს, რადგან სეზონის მსვლელობისას ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ. ვცდილობ, შეთამაშებაზე გავაკეთო აქცენტი და კომბინაციები დავხვეწოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ რობინიო დაშავდა, ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა გუნდისთვის. იმედია, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და ''კალიარისთან” შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.”

ამასობაში, “მილანის” ვებგვერდმა გვამცნო, რომ ანტონიო კასანო უკვე ოფიციალურად გახლავთ გუნდის სრულუფლებიანი ფეხბურთელი. “სამპდორიას” ექს-ლიდერმა “მილანს” 2014 წლამდე დაუკავშირა ბედი და წლიურად 2.8 მილიონ ევროს მიიღებს. ამრიგად, მას უკვე ოფიციალურ შერხვედრებშიც შეუძლია მონაწილეობის მიღება და სავარაუდოდ, “კალიარისთან” პაექრობაში ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

აქვე ვთქვათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ, რომელიც ძალიან დამწუხრებულია რონალდინიოს “მილანიდან” აბარგებით. აი, რა განაცხადა შვედმა ფორვარდმა: “როდესაც გავიგე, რომ რონალდინიომ კარიერის სამშობლოში გაგრძელება გადაწყვიტა, გული ძალიან დამწყდა. ჩემი აზრით, გაუჩო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. ერთი სიამოვნება გახლდათ მისი ყურება როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშისას. ბოლო დროს, თავს ცუდად გრძნობდა და როგორც ჩანს, ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის აუცილებელი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა წარმატებები ვუსურვო და დავძინო, რომ მუდამ მის ქომაგად დავრჩები”.

იბრამ კასანოს შესახებაც გააკეთა კომენტარი: “მიუხედავად იმისა, რომ კასანოსთან ერთად არასდროს მითამაშია, მას საკმაოდ ახლოს ვიცნობ. ძალიან მხიარული ადამიანია და მასთან ერთად ყოფნა განწყობას მიუმჯობესებს. ბედნიერი ვარ, რომ “მილანში” ამჯობინა კარიერის გაგრძელება და ამიერიდან, თანაგუნდელები ვიქნებით”.

იტალიურ პრესაში აქტიურად განიხილება საკითხი თუ რა ტაქტიკით ითამაშებს “მილანი” სეზონის მეორე ნახევარში. განიხილება ორი ვარიანტი - 4-3-1-2 და 4-3-3. სეზონის სტარტზე ალეგრი გარემარბებით თამაშობდა, თუმცა შემდეგ ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადავიდა. ეს უფრო იძულებითი ნაბიჯი გახლდათ, რადგან ალეშანდრე პატო ტრავმებმა გატანჯა, რონალდინიომ კი თავი ვერაფრით წარმოაჩინა. პატო გამოჯანმრთელდა, რასაც კასანოს ტრანსფერი დაემატა - გამოიწვევს თუ არა ეს “მილანის” 4-3-3 სქემაზე დაბრუმებას? - აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ალეგრი: “სად გამოვიყენებ კასანოს? - აუცილებლად თავდასხმაში. უფრო მეტად დღეს ნამდვილად ვერ დავკონკრეტდები, რადგან სიმართლე გითხრათ, ჯერ ჩამოყალიბების სტადიაში ვარ. ბევრი რამე შეკრებაზეა დამოკიდებული და იმაზე, სად უკეთესად წარმოჩინდება ანტონიო. არ მაქვს სურვილი, რომ 4-3-1-2-ზე უარი ვთქვა, მაგრამ ვფიქრობ, გარემარბებით თამაშს უფრო ხშირად მივმართავთ, ვიდრე სეზონის პირველ ეტაპზე”.

დეტალებზე საუბარი გამიჭირდებაო, აღნიშნა ალეგრიმ, თუმცა შემდეგ დაწვრილებით განმარტა ყველაფერი. როგორც ჩანს, “მილანი” ორფორვარდიანი სქემით განაახლებს სეზონს, 4-3-3 კი ალბათ იმ შემთხვევაში იქნება აქტუალური, როდესაც “მილანი” მდევრის როლში აღმოჩნდება. ბოლოს, “როსონერის” შემადგენლობას გაგაცნობთ “ალ აჰლისთან” პაექრობაში:

ალ აჰლი-მილანი 1:2

მილანი (4-3-1-2): რომა (46. აბიატი) - ოდო (68. ოდუამანდი), ნესტა (46. პაპასტატოპულოსი), იეპესი (46. ბონერა), ანტონინი (46. აბატე) - სტრასერი (46. ამბროზინი), ტიაგო სილვა (46. მონტელონგო), გატუზო (46. მერკელი) - ზეედორფი (46. რობინიო) - კასანო (46. იბრაჰიმოვიჩი), პატო (46. ბერეტა).

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა