საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა.

სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ "ქართული გუნდი" "პო" უდგას. პირველ ექვსეულში კი ჩვენებურთა ერთბაშად ხუთი გუნდია.

გიორგი ნაცარაშვილის "პომ" შინ მიიღო "კოლომიე" და დიდი ანგარიშით, 45:10 დაამარცხა. თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მატჩის არბიტრმა მოთამაშეებს სამი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. 45-ე წუთზე სინბინში წასვლა მოუწია ნაცარაშვილსაც, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა.

"პოს" 11 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბასკური "ბიარიცი", რომელმაც სტუმრად მოუგო შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, ელიზბარ ყუფარაძის, დავით დადუნაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "მასის" - 18:10. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში იყო აშვეთიაც, რომელიც 57-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. ახობაძე და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანმა" შინ მოუგო გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბს" - 23:19. ნემსაძემ სრულად ითამაშა და 45-ე წუთზე გაასინბინეს, მირცხულავა 58-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიშვილი და ბასილაია მოედანზე ერთდროულად, 69-ე წუთიდან გამოჩნდნენ, კობერიძეს არ უთამაშია. კატალონიურ გუნდს ახლა 50 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

"პერპინიანს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნარბონი" - 33:11.

შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი თეთრაშვილისა და თამაზ მჭედლიძის "აჟენი", რომელმაც საკუთარ მოედანზე ლაშა ლომიძის "ბეზიეს" სძლია - 30:13. ლომიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძე მოედანზე ერთი წუთის შემდეგ გამოჩნდა, თეთრაშვილს არ უთამაშია.

ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" შინ დაამარცხა "მონტობანი" - 21:9.

შეყლაშვილმა 46-ე წუთზე ლელო გაიტანა და ექვს წუთში შეცვალეს, მაისურაძემ სრულად ითამაშა.

II დივიზიონი

XVIII ტური

ორიაკი-ნარბონი 33:11, დაქსი-კარკასონი 6:15, პო-კოლომიე 45:10, აჟენი-ბეზიე 30:13, ალბი-მონტობანი 21:9, ბურგუენი-მონ დე მარსანი 21:16, მასი-ბიარიცი 10:18, პერპინიანი-ტარბი 23:19.

სატურნირო მდგომარეობა

1. პო - 63 ქულა, 2. ბიარიცი - 52, 3. პერპინიანი - 50, 4. ორიაკი - 49, 5. აჟენი - 48, 6. ალბი - 48, 7. მონტობანი - 43, 8. მონ დე მარსანი - 41. 9. ბეზიე - 40, 10. კოლომიე - 39, 11. კარკასონი - 37, 12. ტარბი - 36, 13. მასი - 30, 14. ბურგუენი - 25, 15. ნარბონი - 25, 16. დაქსი - 23.

XIX ტური

აჟენი-ორიაკი, ბეზიე-ალბი, ბიარიცი-პო, კოლომიე-დაქსი, მონ დე მარსანი-პერპინიანი, მონტობანი-ბურგუენი, ნარბონი-მასი, ტარბი-კარკასონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓘ: 37 ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓔᓚᓘᓢᓣᓠ ᓠᓐᓒᓑᓘᓨᓘ
რაგბი. ლეგიონი: ქართველების ოთხი ლელო საფრანგეთში [VIDEO]
ქართული ლეგიონის შაბათის მონაგარი - ლაშა დვალის გოლი
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას ლელო
რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
რაგბი. ლეგიონი: ერთი ჩხუბი და გაძევება, ორი სინბინი [VIDEO]
ქართული ლეგიონი: ორი ლიდერია, ორიც მოწინავეთა მარაქაშია
რაგბი. ლეგიონი: ქართველები პლეი ოფში იბრძოლებენ
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓘ: ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘᓡ ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘ ᓡᓢᓐᓠᓢᓡ 15 ᓐᓒᓕᓘᓡᓢᓝᓡ ᓐᓘᓦᓔᓑᓡ
ქართული ლეგიონი: ნოემბრის ტესტების პარალელურად
რაგბი. ლეგიონის უქმეები: ოთხი ლელო და სამეფო თასი [VIDEO]