მსოფლიოს ჩემპიონატი სუსტია, მსოფლიოს თასი?
ჩრდილოეთ ამერიკის პუბლიკა და ჰოკეის ეროვნული ლიგის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ მსოფლიოს ჩემპიონატთან მიმართებაში.

ეს ტურნირი NHL-ის პლეი ოფის დროს მიმდინარეობს და გაცილებით ნაკლებ ინტერესს იწვევს, ვიდრე, მაგალითად, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პირველობა. გასაგებია, რომ ნაკრებების შემადგენლობები ძალიან შესუსტებულია ჰოკეისტების პლეი ოფში მონაწილეობის გამო. ერთადერთი ტურნირი, სადაც ყველა უძლიერესი იკრიბება, მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მას ოლიმპიური თამაშები ჰქვია.

NHL-ის ხელმძღვანელობა დიდი ხანი ფიქრობდა მსოფლიოს თასის დაბრუნებაზე, რომელიც აქამდე მხოლოდ ორჯერ გაიმართა - 1996 და 2004 წლებში. ეს ტურნირი მოიფიქრეს კანადის თასის შესაცვლელად, რომელიც 1976-91 წლებში თამაშდებოდა.

შეგახსენებთ, რომ იმ დროს კანადის ნაკრების მოთამაშეები პროფესიონალებად ითვლებოდნენ, ამიტომაც არ შეეძლოთ მონაწილეობა ოლიმპიადებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, შესაბამისად. კანადის თასი იყო ერთადერთი შანსი - სერიოზულ დონეზე შემოწმებულიყო ჩრდილოამერიკელი ჰოკეისტების ძალა ევროპულ ნაკრებებთან ბრძოლაში.

მოგვიანებით კანადელებმა მიიღეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ეს წელიწადში ოთხჯერ ხდება, მსოფლიოს ჩემპიონატებს კი დღეს არასახარბიელო სტატუსი აქვს.

უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი მომენტი - მსოფლიოს თასის ორგანიზატორია ჰოკეის ეროვნული ლიგა, იმ დროს, როცა ოლიმპიადები და მსოფლიოს ჩემპიონატები ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის საკუთრებაა, რაც რეგულარულად იწვევს კამათს ორ ორგანიზაციას შორის, განსაკუთრებით, NHL-ის მოთამაშეების ოლიმპიადებში მონაწილეობის საკითხში.

ბოლო წლებში, როცა თამაშები კანადაში ან ევროპაში იმართებოდა, ლიგა თავის ჰოკეისტებს უშვებდა ზამთრის თამაშებზე და წყვეტდა თავის ტურნირს, მაგრამ შემდეგი ოლიმპიადა, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება, საათობრივი სარტყლის გამო ძალიან მოუხერხებელი იქნება ჩრდილოეთ ამერიკის მაყურებლისთვის. ამიტომაც რამდენიმე დღის წინ NHL-ის კომისარმა გერი ბეტმენმა პატიოსნად განაცხადა, რომ ლიგას ჯერ არ გადაუწყვიტავს - გაუშვებს თუ არა მოთამაშეებს 2018 წლის ოლიმპიადაზე. და რადგან ჩრდილოამერიკელები საკუთარ მსოფლიოს თასს იწყებენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი არ გაუშვებენ NHL-ის ჰოკეისტებს სამხრეთ კორეაში.

დავუბრუნდეთ მსოფლიოს თასს, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე საინტერესო სიახლე მოიფიქრეს. ტურნირი 2016 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჰოკეისტებისთვის ეს იქნება მზადება NHL-ის ახალი სეზონისთვის. კალენდრის მიხედვით, ამ ტურნირისთვის სხვა ნორმალური დროის გამონახვა შეუძლებელი იყო: ოქტომბრიდან ივნისამდე იმართება NHL-ის ჩემპიონატი, შუა ზაფხულს ჰოკეის არავინ ითამაშებს.

ოთხ წელიწადში ერთხელ პლანეტის საუკეთესო ჰოკეისტებს შეუძლიათ, შვებულება ოდნავ ადრე დაასრულონ, რათა ერთმანეთში მოაწყონ შეჯიბრება. კითხვას ბადებს ტურნირის სტატუსი - ხომ არ აღიქვამენ მას, როგორც ამხანაგურს? აქ უნდა გადაიხედოს შემადგენლობები, ჰოკეისტების დამოკიდებულება და აჟიოტაჟი მატჩების გარშემო. გარდა ამისა, მოთამაშეები შვებულების შემდეგ ბოლომდე მზად არ იქნებიან საკუთარი ოსტატობის საჩვენებლად. მაგრამ სხვა ფანჯარა არ არის, რადგან NHL არ აპირებს რეგულარული ჩემპიონატის შეწყვეტას.

მსოფლიოს თასზე მიწვეულები არიან კანადა და აშშ, აგრეთვე, ოთხი ტრადიციული ნაკრები ევროპიდან: შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი და რუსეთი. შესაძლოა, იკამათონ ჩეხეთზე, რომელიც ბოლო წლებში ყოველთვის ვერ ამტკიცებს თავის სტატუსს, მაგრამ ის, ნებისმიერ შემთხვევაში, ელიტური გუნდია. იმის გამო, რომ ტურნირის ჩატარების ვადები შემცირებულია, არ მოხერხდა მასში სლოვაკეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და ნორვეგიის ჩართვა. ამიტომაც ამ ევროპული ნაკრებებისგან შეკრებენ ევროპის ნაკრებს. აქვე შეიძლება ვიხილოთ ლატვიის ან სლოვენიის წარმომადგენლები. მაგალითად, ისეთი ვარსკვლავი, როგორიც სლოვენიელი ანჟე კოპიტარია, არ შეიძლება მსოფლიოს თასის მიღმა დარჩეს.

მონაწილეთა ამ შვიდეულს დაემატა ახალგაზრდული ნაკრები, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებიან 23 წლამდე ჩრდილოამერიკელი ჰოკეისტები. საინტერესო მიგნებაა, რადგან ამ გუნდს მეტად საინტერესო შემადგენლობა ეყოლება. დიდ ინტერესს გამოიწვევს ტოპ-ნაკრებების წინააღმდეგ სეტ ჯონსის, ნათან მაკინონოს, დაგი ჰემილტონის, აარონ ეკბლადის, რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსის, ჯონათან იუბერდოს, ჯონათან დრუენისა და სხვების მოქმედება.

რაც შეეხება ევროპის ნაკრებს, განაცხადის დიდი ნაწილი სლოვაკებს ერგებათ (ჰალაკი, ხარა, მეზაროში, გაბორიკი, ჰოსა, ტატარი). მათ დაემატებიან ავსტრიელები (ვანეკი, გრაბნერი), შვეიცარიელები (ჰილერი, იოსი, შტრაიტი, ნიდერაიტერი) და სხვა ქვეყნების თითო ან ორ-ორი წარმომადგენელი - კოპიტარი, ანდერსენი, საიდენბერგი, ცუკარელო...

საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო ტურნირი გველოდება, იმის მიუხედავად, რომ მოთამაშეები არდადეგების შემდეგ არ იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში. ცუდია, რომ მსოფლიოს თასი მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება. მთავარია, პირველმა ტურნირმა გაამართლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო