35 წლის მცველმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
გივი კვარაცხელიამ ბოლნისის "სიონი" დატოვა. 35 წლის მცველმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"ერთი-ორი წელი ნამდვილად ვითამაშებდი, მაგრამ წლეულს 36 წლის ვხდები და დროც იყო უკვე, რომ წავსულიყავი ფეხბურთიდან. უფრო რეალური მეგონა, რომ მიმდინარე სეზონს დავასრულებდი.

ბოლოს "სიონში" ვიყავი და იყო კიდეც ლაპარაკი, რომ მეორე წრესაც ვითამაშებდი, მაგრამ ფინანსური საკითხების მოუგვარებლობის გამო ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. გუნდის ძებნა აღარ დამიწყია.

სამწუხაროდ, ისეთი სავალალო მდგომარეობაა, დარჩენის სტიმულიც არ მქონდა, თორემ ფეხბურთი უზომოდ მიყვარს", - ამბობს კვარაცხელია.

კვარაცხელიამ კარიერა 20 წლის წინათ დაიწყო, რაც, რატომღაც, ცნობარებში დაფიქსირებული არ არის. 15 წლისა იყო, ფოთის "კოლხეთის" ფორმა რომ მოირგო:

"ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ ფაქტია - "კოლხეთის" შემდეგ 17 კონტრაქტი გავაფორმე! სულ კი 14 გუნდში მითამაშია. ბევრი რამ მახსენდება კარგად, მაგრამ გამორჩეული მაინც ის დღე იყო, როცა თბილისის "ლოკომოტივი" "დინამოს" შეხვდა - დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა 19 წლისა ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს და კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე წამიყვანეს".

ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ კარიერის უკეთ აწყობაც შეეძლო:

"მაგრამ რაც იყო, იმითიც ბედნიერი ვარ. საუკეთესოდ კი "დინამოში", "კაუნასსა" და "თბილისში" გატარებული წლები მახსენდება. ლიტვაში წლის საუკეთესო ლეგიონერად დამასახელეს, ბელორუსში - წლის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი და საუკეთესო ნახევარმცველი გავხდი.

შარშანაც ძალიან გამიხარდა, როცა უკვე ვეტერანი "ლელომ" წლის სიმბოლურ ნაკრებში შემიყვანა. ისე, ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. გემახსოვრებათ, შოტლანდიურ "ჰართსში" ჩემი გადაყვანა მის მეპატრონე რომანოვს სურდა, რომელიც, იმავე დროს, "კაუნასსაც" ფლობდა.

მაშინ საუკეთესო პერიოდი მქონდა. შოტლანდიის პრემიერლიგაში გადასვლა დიდი ნახტომი იქნებოდა, მაგრამ ნაკრებში თამაშების სიმწირის გამო დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის ასაღებად აუცილებელი პროცენტები არ მქონდა".

კვარაცხელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა იქნება ფეხბურთის შემდეგ:

"ძნელია იმასთან შეგუება, რომ მოედანზე აღარ გავალ და აღარ ვივარჯიშებ. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რა გზა ავირჩიო. ერთი კია - ძალიან მინდა, ფეხბურთში დავრჩე. შესაძლოა, ბევრს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში მითამაშია და დავრწმუნდი, რომ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი გვაქვს - თუ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მცირედს მაინც გავაკეთებთ, კრიზისიდან მალე გამოვალთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
დინამო (თბ)-დილა 2:2 - ორმხრივი კმაყოფილება? [VIDEO]
"ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ..." - "ნიკე" ჩემპიონთა ლიგას "ტვენტეთი" იწყებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
სიონი-ვიტ ჯორჯია 3:3 - კურდღელაშვილის ფაქტორი
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ქალთა ლიგის გათამაშებაში ლიდერები არც მეექვსე ტურის შემდეგ შეცვლილან
უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]