აუტსაიდერი სენსაციასთან ასე ახლოს იყო
ვერავინ წარმოიდგენდა, თუ აღმოსავლეთის აუტსაიდერი "ფილადელფია" ახლოს იქნებოდა "ატლანტას" 18-მატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტასთან და საფრთხის წინაშე დააყენებდა NBA-ს ახალი რეკორდის დამყარებას.

საქმე ისაა, რომ აქამდე არც ერთ გუნდს ისტორიაში კალენდარულ თვეში არ ჰქონია 17 მოგება და 0 წაგება, რომელიც "ატლანტამ" იანვარში დააფიქსირა. ყველაზე ახლოს ამ შედეგთან შარშანწინ იყო "მაიამი" - 17 მოგება და ერთი წაგება და "ლეიკერსი" 1971 წელს - 16 მოგება და 0 წაგება.

"ფილადელფიამ", რომელიც საშუალოდ მატჩში შვიდ სამქულიანს იყენებს 30 პროცენტის სიზუსტით, ამჯერად 14 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში. მესამე მეოთხედში სტუმრებმა 15-ქულიანი ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს, ბოლო 12-წუთეულში კი მბა ა მუტეს ორი სამქულიანითა და ნოელის ჩატენვით "სიქსერზი" საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე წინ გავიდა.

თუმცა დარჩენილი დრო საკმარისი აღმოჩნდა "ატლანტასთვის", რომ გადაერჩინა თავისი შთამბეჭდავი მოგებათა სერია. თავდაპირველად, ჰორფორდმა ჩააგდო რთული ბურთი და გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი შრედერმა სამქულიანი მოათავსა კალათში. ამით ახალგაზრდა გერმანელმა უპირატესობა დაუბრუნა თავის გუნდს, რომელიც მასპინძლებმა ბოლომდე შეინარჩუნეს.

ორლანდო-დალასი 93:108

17:34, 24:32, 29:22, 23:20

ო: ვუჩევიჩი (17+16 მოხსნა), ფურნიე (15), გრინი (15), გორდონი (11), ფრაი (10).

დ: ელისი (25+13 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (20+9 მოხსნა), ჯეფერსონი (14), ჰარისი (12+5 პასი), ნოვიცკი (11), ბარეა (10).

ინდიანა-საკრამენტო 94:99

21:34, 29:30, 17:15, 27:20

ი: უესტი (17+3 დაფარება), მაილზი (17), დ. ჰილი (14+6 მოხსნა), სკოლა (13), ჰიბერტი (11+7 მოხსნა).

ს: გეი (31), კოლისონი (23+5 პასი), კაზინსი (20+19 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ვაშინგტონი-ტორონტო 116:120 (ო)

30:33, 20:32, 28:29, 31:15, 7:11

ვ: უოლი (28+12 პასი+8 მოხსნა), ბილი (26), პირსი (19), ნენე (16), ჰემფრიზი (10+14 მოხსნა).

ტ: ლაური (23), უილიამსი (19+5 პასი+3 ჩაჭრა), ა. ჯონსონი (17+6 მოხსნა+3 დაფარება), პატერსონი (16+6 მოხსნა), დეროზანი (15+10 მოხსნა+7 პასი), ვასკესი (12).

დეტროიტი-ჰიუსტონი 114:101

32:27, 27:19, 27:23, 28:32

დ: ოგასტინი (28+12 პასი), კოლდუელ-პოუპი (28+3 დაფარება), მონრო (19+12 მოხსნა), სინგლერი (14+3 ჩაჭრა), ტოლივერი (12), დრამონდი (11+16 მოხსნა+3 დაფარება).

ჰ: ჰარდენი (26+9 პასი+7 მოხსნა), მოტეიუნასი (21), არიზა (15+6 მოხსნა), ბევერლი (10), ბრიუერი (10).

ატლანტა-ფილადელფია 91:85

22:10, 27:24, 22:32, 20:19

ა: ჰორფორდი (23+11 მოხსნა+3 დაფარება), მილსეპი (15+8 მოხსნა), შრედერი (15+6 პასი), კორვერი (14), ტიგი (10+7 პასი).

ფ: კარტერ-უილიამსი (13+8 პასი+6 მოხსნა), მბა ა მუტე (13), გრინი (13), ტომპსონი (12), ნოელი (11+10 მოხსნა), კოვინგტონი (10+9 მოხსნა).

მინესოტა-კლივლენდი 90:106

21:30, 28:22, 30:24, 11:30

მ: უიგინსი (33+4 ჩაჭრა), იანგი (19), პეკოვიჩი (14+12 მოხსნა), მარტინი (14+6 მოხსნა).

კ: ჯეიმსი (36+6 მოხსნა+5 პასი), ლავი (14+17 მოხსნა), მოზგოვი (14), ირვინგი (12), დელავედოვა (10), ტომპსონი (4+13 მოხსნა+4 დაფარება).

მემფისი-ოკლაჰომა 85:74

25:20, 20:20, 23:22, 17:12

მ: რენდოლფი (21+18 მოხსნა), გასოლი (15+12 მოხსნა+5 პასი), კონლი (10).

ო: დურანტი (15+7 მოხსნა), უესტბრუკი (14+6 მოხსნა+5 პასი), იბაკა (13+10 მოხსნა).

მილუოკი-პორტლენდი 95:88

27:15, 18:27, 31:23, 19:23

მ: დადლი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაიო (17+7 მოხსნა), ჰენსონი (14+8 მოხსნა+4 დაფარება), ნაითი (11+8 პასი+3 ჩაჭრა), ბეილესი (11), ანტეტოკუნმპო (10+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).

პ: ლილარდი (19+9 პასი+3 ჩაჭრა), მეტიუზი (19), ოლდრიჯი (18+13 მოხსნა).

დენვერი-შარლოტი 86:104

15:30, 15:32, 22:18, 34:24

დ: გალინარი (15), ჰიქსონი (12+8 მოხსნა), ლოუსონი (10+9 პასი), ჩენდლერი (10+8 მოხსნა).

შ: ზელერი (21+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), კიდ-გილკრისტი (17+13 მოხსნა), ჯეფერსონი (14+7 მოხსნა), მაქსიელი (14+7 მოხსნა), ნოა (10), ვონლე (10+7 მოხსნა), სტივენსონი (4+13 პასი).

სან ანტონიო-კლიპერსი 85:105

25:29, 17:27, 27:28, 16:21

ს-ა: ლეონარდი (24+3 ჩაჭრა), გრინი (16+3 ჩაჭრა+3 დაფარება).

კ: გრიფინი (31+13 მოხსნა+5 პასი), პოლი (20+6 პასი), ჰოიესი (11+3 ჩაჭრა), რივერსი (11), ჯორდანი (8+19 მოხსნა+4 დაფარება).

გ. სტეიტი-ფინიქსი 106:87

23:28, 29:23, 26:19, 28:17

გ-ს: კარი (25+7 პასი), ტომპსონი (22), ბარბოზა (14), ბარნსი (13+8 მოხსნა), იგუოდალა (12), გრინი (9+11 მოხსნა).

ფ: მარკიფ მორისი (17+11 მოხსნა), ბლედსოუ (16), ტომასი (13+5 პასი), დრაგიჩი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე