თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა: საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი უკრაინულ "ვორსკლას" (პოლტავა) წაესპარინგა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

ეს ერთადერთი გოლი უკრაინული გუნდის ფორვარდმა ოლეგ მიშჩენკომ მე-7 წუთზე გაიტანა. "ვორსკლამ" სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო მარჯვენა ფლანგიდან და ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა მიშჩენკომ "დინამოს" სლოვაკ მეკარეს, ლიბორ ჰრდლიჩკას ბურთი ახლო კუთხეში გაუტანა.

ამის მერე ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა: ერთ ეპიზოდში დინამოელთა ესპანელი ახალწვეული მანუელი თავით ურტყამდა ახლო მანძილიდან, მაგრამ "ვორსკლას" მეკარე დმიტრო ნეპოგოდოვმა სწორი პოზიცია შეარჩია.

მანუელისა და ნეპოგოდოვის დუელი სხვა ეპიზოდშიც ვიხილეთ, როცა "ოსასუნადან" გადმოსული ფორვარდი, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე დარჩა "ვორსკლას" მეკარესთან, მაგრამ... ვერც ამჯერად იყოჩაღა.

პირველ ტაიმშიც და შესვენების შემდეგაც ბურთის ფლობაში უპირატესობა დინამოელთა მხარეს იყო, თუმცა უკრაინულმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.

ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი "დინამოს" მატჩის მიწურულს ჰქონდა, როცა კუთხურის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ჯაბა ჯიღაურს მიუვიდა, რომელიც ახლოს იყო მიზანთან (თან შეეძლო, ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩში გამოეჩინა თავი), მაგრამ "ვორსკლას" სათადარიგო მეკარე ალექსანდრ ტკაჩენკომ ჩინებული რეაქციით გუნდი აშკარად გოლს გადაარჩინა.

"ვორსკლასთან" მატჩში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჰრდლიჩკა (46. დაუშვილი) - კაკაბაძე, ბუკორაცი, გველესიანი, ტაბატაძე - პარუნაშვილი (62. ცინცაძე) - ჯანელიძე (62. ჯიღაური), კიტეიშვილი (67. უგულავა), ჭატურიშვილი (75. ჯაფიაშვილი), გუგა (46. ლობჟანიძე) - მანუელი (62. მიქელთაძე).

როგორც ხედავთ, გოგიჩაიშვილმა დასვენების საშუალება მისცა გუნდის ორ წამყვან მცველს - ნიკა ჭანტურიასა და ლაშა თოთაძეს. წინა საკონტროლო მატჩისგან (ავსტრიულ "შტურმთან" ჩვენმა ჩემპიონმა 1:1 ითამაშა) განსხვავებით, "დინამოს" პოტენციურმა ახალწვეულმა, სერბმა სტეფან ბუკორაცმა თამაში ამჯერად ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო, ვაჟა ტაბატაძე კი ახლა დაცვის მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული.

ტრავმების გამო უკვე მეორე საკონტროლო მატჩი გამოტოვეს გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა შერგელაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ.

რაც შეეხება "დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულს, ექსზესტაფონელ რენე ფერეირას, ბრაზილიელი ცენტრალური მცველი თბილისელებს ანტალიაში შეუერთდა და ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "დინამო" 3 თებერვალს გამართავს და ჩეხეთის ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან გუნდს, პრაღის "სპარტას" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი