"ინტერის" ფეხბურთელებს ახალ თავკაცზე სულ რამდენიმე დღეშიც ძალიან დადებითი წარმოდგენა შეექმნათ

სეზონის განახლებისთვის "ინტერი" ახალ მთავარ მწვრთნელთან, ლეონარდოსთან ერთად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი სულ რამდენიმე დღეა, რაც გუნდს ავარჯიშებს, ფეხბურთელებს ახალ თავკაცზე ძალიან დადებითი წარმოდგენა შეექმნათ.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ლეოს წვრთნები ხალისიანად მიმდინარეობს და აშკარაა, რომ "ნერაძურის" ბანაკში კარგი ატმოსფეროა. საპირისპირო ვითარება გახლდათ რაფაელ ბენიტესის დროს, როდესაც ვარჯიშები მეტწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. დიეგო მილიტოს სიტყვები ზემოთთქმულის ნათელი დადასტურებაა:

"მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდოს სულ რაღაც რამდენიმე დღეა ვიცნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის მეგობრები ვართ. ძალიან იოლად შემოვიდა კონტაქტში და ყველაფერს მარტივ ენაზე გვიხსნის. სიმართლე გითხრათ, მისით მოხიბლული ვარ და მჯერა, რომ სეზონის მეორე ეტაპს მაღალ დონეზე ჩავატარებთ. რაფაელ ბენიტესი ცუდი სპეციალისტი არ არის, მაგრამ მასთან ვერაფრით გამოვნახეთ საერთო ენა, აშკარად რაღაც გვაკლდა წარმატების მისაღწევად. რაფა უკვე წარსულია და ვფიქრობ, "ინტერის" საქმეები უკეთესობისკენ წავა".

მილიტოს პათოსს იზიარებს დუგლას მაიკონიც, რომელსაც სეზონის პირველი ნახევარი პირწმინდად ჩაუვარდა. მაიკონს ბევრი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად მიიჩნევს, თუმცა თუ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრით ვიმსჯელებთ, ამ მოსაზრების გაზიარება ცოტა გაგვიჭირდება. მისი წარუმატებელი ასპარეზობის სიმბოლოდ კი "ტოტენჰემთან" ინგლისში გამართული მატჩი უნდა მივიჩნიოთ, რომელშიც გარეთ ბეილთან დუელში აშკარად დაიჩაგრა. მაიკონმა ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ნიჭიერ უელსელს და ეს უკანასკნელიც ისე დანავარდობდა მარცხენა ფლანგზე, როგორც მოესურვებოდა. ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ მაიკონს "რეალში" სურდა გადასვლა და რადგან ტრანსფერი არ შედგა, "ინტერში' ასპარეზობისთვის მოტივაცია არ ჰყოფნის. თავად ფეხბურთელი ამ მოსაზრებას უარყოფს და ყველაფერს ბენიტესს აბრალებს: "პიროვნულად ბენიტესის საწინააღმდეგი ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მის ხელში გუნდმა დათმო პოზიციები და ლიდერთა მარაქას ჩამოშორდა. გასაგებია, რომ ტრავმების ეპიდემიამ შეუწყო ამას ხელი, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ანალოგიური პრობლემების წინაშე ყოველთვის ვიდექით. არც ჟოზე მოურინიოს ჰქონდა ამ მხრივ დალხენილად საქმე, მაგრამ თამაშს თამაშზე ვიგებდით. ლეონარდომ "მილანში" საკმაოდ კარგად იმუშავა, საჭირო გამოცდილება მიიღო და ვფიქრობ, მასთან ერთად არაერთ წარმატებას მივაღწევთ.

ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და მსურს, სეზონის მეორე ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩავატარო".

ბენიტესის მიმართ კრიტიკა არც დეიან სტანკოვიჩმა დაიშურა, რომელიც თურმე მხოლოდ იმიტომ არ იმაღლებდა აქამდე ხმას, რომ გუნდში ატმოსფერო არ გაეფუჭებინა. სერბი განსაკუთრებულად მაშინ აღშფოთებულა, როდესაც რაფამ საკლუბო მუნდიალის ფინალურ მატჩზე სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. დეიანის მტკიცებით, შესანიშნავ ფორმაში იყო, ნახევარფინალი იდეალურად ჩაატარა და ყველა ლოგიკით, სასტარტო თერთმეტეულში უნდა ეასპარეზა. მოკლედ, ბენიტესს ყველამ გადაუარა, ესპანელი მწვრთნელი განტევების ვაცად აქციეს და წარსული წარუმატებლობები მთლიანად მას მიაწერეს. ლეონარდომ ახალი იმედები ჩაუსახა თითოეულ ფეხბურთელს, მათ შორის სამუელ ეტოოს, რომელიც სკუდეტოზე ოცნობებს:

"ლიდერს ცამეტი ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა ორი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული და ამ სხვაობას აუცილებლად შევამცირებთ. მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" წინ არის გაჭრილი, სკუდეტოზე ფიქრს არ ვეშვებით. მჯერა, რომ ლეონარდოს ხელში გაცილებით უკეთ ავთამაშდებით და ამ ჩამორჩენას ბოლომდე აღმოვფხვრით. "ინტერი" დღემდე საუკეთესო გუნდია იტალიაში, უბრალოდ კრიზისია დასაძლევი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. რაც მთავარია, ლაზარეთი დღითი დღე იცლება და ფეხბურთელები გვიბრუნდებიან. მე თვითონ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და ერთი სული მაქვს როდის განახლდება სეზონი".

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...