თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა
თურქულ შეკრებას განაგრძობს თბილისის "დინამო". 3 თებერვალს საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა მესამე სპარინგი გამართა - ამჯერად, ჩეხეთის ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან კლუბ პრაღის "სპარტასთან" და 1:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის "დინამომ" ფრედ (1:1) ითამაშა ავსტრიულ "შტურმთან", უკრაინულ "ვორსკლასთან" კი 0:1 წააგო.

სამწუხაროდ, ამ ორივე მატჩში დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა ვერ მოახერხა: ტრავმების გამო "შტურმთან" და "ვორსკლასთან" არ უთამაშიათ გიორგი პაპუნაშვილს, ლაშა შერგელაშვილს და გიორგი ჩირგაძეს, ისევე, როგორც დინამოელთა ახალწვეულს, "ზესტაფონიდან" გადმოსულ ცენტრალურ მცველ რენე ფერეირას, რომელიც ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

3 თებერვალს ამ ოთხეულს "დინამოს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე შეემატა, რომელმაც ასევე ინდივიდუალურად ივარჯიშა და "სპარტასთან" საკონტროლო მატჩის გამოტოვება მოუწია.

ჯერ ჩეხოსლოვაკიაში, მერე კი ჩეხეთში "სპარტას" კონკურენტი, ფაქტობრივად, არც ჰყოლია და საჩემპიონო ტიტულების რაოდენობით არც ერთ გუნდს ახლოსაც არ უშვებდა. მხოლოდ ბოლო წლებში გამოჩნდა სერიოზული მეტოქე "პლზენის" სახით და ასეთივე სიტუაციაა მიმდინარე სეზონშიც - ამ მომენტისთვის "სპარტა" 1 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "პლზენს".

"დინამოს" მეტოქის ამბიციურ მიზნებზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ ახლახან "სპარტაში" სინჯებზე მიიწვიეს 29 წლის ჰოლანდიელი ფორვარდი ოტმან ბაკალი, რომელმაც "დინამოსთან" საკონტროლო მატჩში 65-ე წუთიდან ითამაშა. ბაკალიმ "სპარტას" კიდევ ერთი ახალწვეული, 23 წლის ალბანელი ჰეროლინტ შალა შეცვალა, რომელმაც გუშინდელ მატჩში ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "დინამომ" შალას მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლი გაქვითა - თავი მანუელმა გამოიჩინა. საგოლე შეტევისას საბა ლობჟანიძემ იაქტიურა, ვისგანაც ბურთი სწორედ ესპანელმა ფორვარდმა მიიღო, მცველი ჩამოიცილა და დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა - 1:1.

სამწუხაროდ, ოთხ წუთში ლადისლავ კრეიცლიმ "სპარტა" კიდევ ერთხელ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას უხეშ შეცდომას მოჰყვა. 82-ე წუთზე კი ბორჟეკ დოჩკალმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი (77. ტაბატაძე), თოთაძე - ბუკორაცი (46. ჯანელიძე), პარუნაშვილი - ჯიღაური (70. კიტეიშვილი), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (83. გუგა) - მანუელი (77. მიქელთაძე).

მომდევნო საკონტროლო მატჩს "დინამო" 6 თებერვალს, სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერ "დომჟალესთან" გამართავს.

ტიტულოვანთა ბრძოლა ჩეხების სასარგებლოდ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tbilisi-s
ლორიას დაანებონ თავი, ვეღარ განვითარდება საქართველოში, საბერძნეთში სერიოზული მსურველები ყავს (ოლიმპიაკოსი) და იქიდანაც იმედი მაქვს გადავა უკეთეს გუნდში
donito
ამაზე უკეთესი მეკარეები არ გვყავს საქართველოში???
pata
უკრაინულ "ვორსკლასთან ცაგება სირცხვილად მიმატშნია,იკ ომია და ფეხბურტისტვის არა სცალიატ
თბილისი
დააბრუნეთ ლორია! :)
კახა
აუუ ეგ რა მეკარე მოუყვანიათ....სამივე გოლში წვლილი მიუძღვის...პირველ შემთხვევაში შესაძლოა ვერ აეღო, მაგრამ უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, დროზე გამოსულიყო და ფეხებში ჩავარდნოდა მოწინააღმდეგეს.. მეორე მის სინდისზეა, ახლო მანძილიდან კი იყო დარტყმული, მაგრამ ძალიან სუსტად და ბურთის ხელში დაფიქსირება არ უნდა გასჭირვებოდა, თანაც პირდაპირ მას მოხვდა..მესამეც მის სინდისზეა - მთლიანად ცოცხალი კედლის იმედად დატოვო ერთი კუთხე ვის გაუგია და თითქმის მეორე ძელთან დადგე ვის გაუგია.. ნორმალური პოზიცია რომ შეერჩია სუსტი დარტყმით კედელზე გადავლებული ბურთის აღება არ გაუჭირდებოდა თანაც ძალიან კუთხეშიც არ წასულა ბურთი...
tornike
მოაშორეთ ჰდრლიჩკა: არც ჩაწოლა არ იცის(1გოლი), არც ბირთოს შემაგრება (2გოლი) და არც პოზიციის შერჩევა (3გოლი)
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]
დინამო (თბ)-სამტრედია 5:0 - ძლევაი საკვირველი [VIDEO+PHOTO]
გიორგი პაპუნაშვილი: თბილისის "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სამტრედია-დინამო (თბ) 0:1 - ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება [VIDEO]
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში