არიენ რობენმა სპეციალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო, "ბაიერნმა" კი ტრანსფერები დახურა

ორშაბათს ნაშუადღევს კონტრაქტს ხელი მოაწერა, საღამოს მენეჯერ კრისტიან ნერლინგერთან ერთად ყატარში გაფრინდა და ახალ თანაგუნდელებს შეუერთდა, სამშაბათს კი უკვე პირველად ივარჯიშა - გუშინ „ბაიერნში“ ბრაზილიელი ლუის გუსტავოს „ნათლობა“ შედგა.

დოჰაში ჩასატარებელ პირველ ვარჯიშამდე, საუზმის დროს 23 წლის ბრაზილიელ საყრდენს „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ოფიციალურად მიესალმა და ლუის გუსტავოც ძალიან ბედნიერი ჩანდა. „ჰოფენჰაიმიდან“ 15 მილიონ ევროდ ნაყიდმა ნახევარმცველმა ინტერვიუებიც ჩამოარიგა და ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებოდა - „ბაიერნში“ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და მიხარია, რომ ოცნება ამიხდაო.

გუშინვე, გუნდთან ერთად ივარჯიშა არიენ რობენმაც, რომელსაც მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ რიგებში არც ერთი თამაში არ ჩაუტარებია. ოღონდ, ჰოლანდიელი დრიბლიორი ჯერჯერობით მაინც სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს. თუმცა 26 წლის ჰოლანდიელი დღეს-ხვალ სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს და შაბათს, დოჰას გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა იასპარეზოს. შესაბამისად, რობენმა თამაში წესით ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ ტურშიც (15 იანვარს, ვოლფსბურგთან) უნდა შეძლოს.

სრული დატვირთვით ვერც მარიო გომესი ვარჯიშობს, რომელმაც ამ სეზონში 24 ოფიციალურ მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო. მარიო დეკემბრის მიწურულს, „შტუტგარტთან“ მატჩში (გერმანიის თასი) დაშავდა. გომესი სრული დატვირთვით ვარჯიშს მხოლოდ ხუთშაბათს მოახერხებს. შესაბამისად, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეორე წრის სტარტს სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.

გუშინ „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუ შემოგთავაზეთ, სადაც კალემ აღნიშნა, რომ „ბაიერნი“ იანვარში სხვა ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ აპირებს. გუშინ, ეს ინფორმაცია დოჰაში ჩასულმა ნერლინგერმაც დაადასტურა. მისი თქმით, ლუის გუსტავოს ტრანსფერით რეკორდმაისტერის სატრანსფერო აქტივობები იანვარში ამოწურულია. ნერლინგერმა ისიც თქვა, რომ თუ „ბაიერნის“ რომელიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლა უნდა, შეუძლია, ეს გულახდილად თქვას და კლუბის ხელმძღვანელები მას ტრანსფერში ხელსაც შეუწყობენ, მაგრამ ნერლინგერის თქმით, წასვლის სურვილი ჯერ არც ერთ მოთამაშეს არ გამოუთქვამს.

საბოლოოდ გადაწყდა ისიც, რომ დიეგო კონტენტო და მარკ ვან ბომელი „ბაიერნში“ რჩებიან.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა