დორტმუნდელები მეორე წრისთვის ანდალუსიაში, პატარა საკურორტო დაბაში ემზადებიან

სხვებთან ერთად, ბუნდესლიგის მეორე წრისთვის მზადება გერმანიის შემოდგომის ჩემპიონმა დორტმუნდის „ბორუსიამაც“ დაიწყო. BVB-ს მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეგირდები ჯერ დორტმუნდში შეკრიბა და ავარჯიშა, მერე კი ესპანეთში წაასხა.

„შავ-ყვითლები“ მოსამზადებელ შეკრებას ანდალუსიაში, კერძოდ, ხერესთან ახლოს მდებარე პატარა საკურორტო დაბაში გაივლიან.

პირველ დღეს კლოპმა გუნდის მთავარი გოლეადორი ლუკას ბარიოსი მოისაკლისა, რომელიც არგენტინიდან ესპანეთში ერთი დღის დაგვიანებით გაფრინდა. მიზეზი ისაა, რომ ახალ წელს 26 წლის ფორვარდს ვირუსი შეეყარა და თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ ბუენოს აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გააქანეს. თუმცა სერიოზული არაფერია და ლუკასმა ესპანეთისკენ გეზი გუშინ აიღო.

სხვა მხრივ, „ბორუსიას“ თავკაცი კლოპი ყველაფრით კმაყოფილია. მისი თქმით, ფეხბურთელები შვებულებიდან საკმაოდ კარგი ფიზიკური კონდიციებით დაბრუნდნენ.

კლოპს ესპანეთში ორი ფეხბურთელი აკლია: მარჯვენა მცველი პატრიკ ოვომოიელა, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ ვერ მოირჩინა და იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა - ეს უკანასკნელი იაპონიის ნაკრების მაისურით აზიის თასზე (7 იანვრიდან 29 იანვრამდე) იასპარეზებს. სამაგიეროდ, გუნდთან ერთადაა და უკვე მსუბუქად ვარჯიშობს „დორტმუნდის“ კაპიტანი სებასტიან კელი, მაგრამ მეორე წრის სტარტისთვის მისი სრულფასოვანი დაბრუნება და 14 იანვარს „ლევერკუზენთან“ თამაში მაინც უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა

ვატცკე: არავის გავყიდით!

ამასობაში, „ბორუსიას“ გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ იანვარში რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა კატეგორიულად გამორიცხა და ისიც თქვა, რომ BVB რომელიმე მოთამაშის გასხვისებას არც ზაფხულში დაუშვებს.

„პირველი წრე იმდენად კარგად ჩავატარეთ, რომ ცხადია, ახლაც და ზაფხულშიც, ევროპის სხვადასხვა ტოპ-კლუბები ჩვენს ფეხბურთელებს არაერთი საინტერესო წინადადებით მიმართავენ, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ „ბორუსია“ წამყვანი მოთამაშეების გაყიდვას არაფრისდიდებით არ დაუშვებს. გუნდის შესუსტება გამორიცხულია“, - უთხრა ვატცკემ გაზეთ „რურ ნახრიხთენს“.

„ბორუსიას“ შეფმა ისიც თქვა, რომ დორტმუნდელებს გერმანიის ჩემპიონობაზე საუბრის მორალური უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე BVB პირველ ადგილზე იქნება და მეორეადგილოსანთან მინიმუმ შვიდქულიანი უპირატესობა ექნება. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებმა გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე 43 ქულით მოიგეს და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „ლევერკუზენსა“ და „მაინცს“ ათი ქულით აჯობეს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს