ბარსელონა - პოლიტიკა და სპორტი
"ბარსელონას" პრეზიდენტ ხოზეპ მარია ბარტომეუს დღეს-ხვალ ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს ნეიმარის ტრანსფერიდან საგადასახადოსთვის 2,8 მილიონი ევროს დამალვაზე. თავად "ბარსას" პრეზიდენტი აცხადებს, რომ ესპანეთის პროკურატურის ქცევას პოლიტიკური სარჩული აქვს.

"ერთი წლის წინ "კამპ ნოუზე" კონცერტი გაიმართა, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიეძღვნა. ამის გარდა, ჩვენი გუნდი თამაშობდა კატალონიის დროშის ფერებში. ასე რომ, დღევანდელ ბრალდებებში ვხედავ როგორც სპორტულ, ასევე პოლიტიკურ მოტივებსაც. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და სიმართლეს ყველა გაიგებს. ვალდებულიც კი ვარ, ეს გავაკეთო", - პოლიტიკური მიზეზი გასაგებია, ბარტომეუს აზრით, "ბარსა" კატალონიის დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერისთვის ისჯება, მაგრამ სპორტული?

ბარტომეუ ამაზე მხოლოდ მინიშნებებით ლაპარაკობს: "სიმართლის ლაპარაკს გავაგრძელებთ. ჩვენ ნეიმარი ყველა წესის დაცვით ვიყიდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბრაზილიელის ყიდვა სხვებსაც უნდოდათ და მასში მეტსაც იხდიდნენ. არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერ ამის უკან "რეალია", მაგრამ ნეიმარის მამამ ჩვენ გვითხრა, რომ მის შვილს ორი წინადადება ჰქონდა და ერთ-ერთი "რეალისგან" იყო. ისინი ჩვენზე მეტს იხდიდნენ ნეიმარში, მაგრამ სატრანსფერო ფასი არ შეცვლილა. ახლაც ვამბობთ, რომ ნეიმარი 57 მილიონ ევროდ ვიყიდეთ".

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერზე ედავება. ამის გამო გადადგა "ბარსას" წინა პრეზიდენტი სანდრო როსელი. მედიის გამოთვლით, რეალურად, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დაჯდა 95 მილიონი ევრო და არა 57 მილიონი. ბარტომეუ სასამართლოს წინაშე 13 თებერვალს უნდა წარდგეს.

ალვეში გარბის

ამასობაში "ბარსელონას" მცველ დანი ალვეშს მაინც გაქცევაზე უჭირავს თვალი. მისმა აგენტმა დინორა სანტანამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი უკვე იწყებს ფიქრს კლუბის შეცვლაზე, რადგან "ბარსელონა" მას ხელშეკრულების გაგრძელებას არ უპირებს.

"ბარსას" წარმომადგენლებს აქამდე არაფერი უთქვამთ ჩვენთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც კლუბის არდაინტერესებას დანი ალვეშისთვის კონტრაქტის გაგრძელებაზე. ასე რომ, მისთვის ახალ კლუბს მოვძებნი. უცნაურია, როცა "ბარსა" ასეთ ფეხბურთელს იოლად თმობს".

პოგბა და ისკო ბარსელონაში?

ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონას" პირველი სატრანსფერო სამიზნეები პოლ პოგბა (იუვენტუსი) და ისკო ალარკონი (რეალი) იქნებიან, მას მერე, რაც კატალონიურ კლუბს ფიფას დისკვალიფიკაცია ტრანსფერების განხორციელებაზე მოეხსნება, ეს კი მომავალ იანვარში მოხდება. მედიის აზრით, "ბარსა" შეეცდება 21 წლის ფრანგის ხელში ჩაგდებას და თუ ამ საქმისგან არაფერი გამოვა, უკვე ისკოს შეძენაზე გადაერთვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს