NHL. რეგულარული ჩემპიონატი: მორიგი ტური
ჰოკეიში აღდგენილი ჩემპიონთა ლიგის პირველ სეზონს ჩემპიონი ჰყავს. ფინალში შედგა შვედური დერბი "ლულეოსა" და "ფრიოლუნდას" შორის.

ამ უკანასკნელს ორი პერიოდის შემდეგ გადაწყვეტილი უნდა ჰქონოდა მატჩის ბედი. პირველი პერიოდი "ფრიოლუნდამ" 2:0 მოიგო ჯოელ ლუნდკვისტისა და მატიას ოლიმბის გოლებით. მეორე 20-წუთეულში "ლულეოს" მეკარე ლასინატიმ რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია, ერთხელ კი მისი კარი ძელმა გადაარჩინა.

თითქოს შეხვედრაში ინტრიგა აღარ არსებობდა, მაგრამ თამაშის სცენარი მესამე პერიოდში სრულიად შეიცვალა, კერძოდ კი, 48-ე წუთზე, როცა "ფრიოლუნდას" ჰოკეისტი გაუძევეს და "ლულეოს" მცველმა კრისტიან ნიაკიუვიამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. ამის შემდეგ კი "ფრიოლუნდა" დააღალატა ოსკარ ფანტენბერგმა. მეტოქის ერთ-ერთი ფორვარდის წინააღმდეგ უხეშობისთვის მან ხუთწუთიანი ჯარიმა მიიღო და "ლულეომ" ეს უპირატესობა იდეალურად გამოიყენა. ჯერ პეტრ ჩეჰლარიკმა გაათანაბრა ანგარიში, ხუთის წუთის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე კი იოჰან ფორსბერგმა პირველად გაიყვანა წინ "დათვები" - 3:2.

დარჩენილ დროში "ფრიოლუნდამ" სცადა გადამწყვეტი შტურმის მოწყობა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა. ამიტომაც ლოგიკური იყო, რომ დინ კუკანმა ბოლოს "ფრიოლუნდას" ცარიელ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

"ლულეომ" ისევ აჩვენა რკინის ხასიათი და გამარჯვებისკენ არანორმალური სწრაფვა. ასეთი მატჩების სიაშია შეხვედრა ავსტრიულ "რედ ბულთან", უმძიმესი ნახევარფინალი "შელეფტეოსთან"... ასე რომ, "ლულეომ" 100 პროცენტით დაიმსახურა განახლებული ჩემპიონთა ლიგის პირველი ჩემპიონობა.

ტურნირის MVP კი გახდა "ფრიოლუნდას" ნორვეგიელი ლეგიონერი მატიას ოლიმბი. ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩში მან 26 ქულა (8+18) დააგროვა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ლულეო-ფრიოლუნდი 4:2

0:2, 0:0, 4:0

გოლები: 0:1 ლუნდკვისტი (ლეჰკონენი, ფალტი), 0:2 ოლიმბი (ა. იონსონი, გერტცი), 1:2 ნიაკიუვია (ებოტი), 2:2 ჩეჰლარიკი (სანდსტრიომი, ნიაკიუვია), 3:2 ფორსბერგი (სანდსტრიომი), 4:2 კუკანი (სანდსტრიომი, გრანსტრიომი).

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

ნიუ ჯერსი-ოტავა 2:1

0:0, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 ლაზარი-2 (ჰოფმანი-10, ბოროვიცკი-6), 1:1 ენრიკე-11 (ჟიდლიცკი-17, გრინი-12), 2:1 კამალერი-17 (იაგრი-17).

აილენდერსი-ფლორიდა 2:4

1:1, 1:1, 0:2

გოლები: 1:0 ლი-14 (ბეილი-15, ტავარესი-26), 1:1 ჰეიესი-14 (ბიუგსტადი-14, ი. იოკინენი-23), 1:2 გუდბრანსონი-3 (ფლიშმანი-9, პირი-2), 2:2 ლი-15 (ჰამონიკი-11, ლედი-15), 2:3 ჰეიესი-15 (ბიუგსტადი-15, ეკბლადი-22), 2:4 პირი-8 (იუბერდო-18).

ვაშინგტონი-ლოს ანჯელესი 4:0

1:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 ბროუერი-14 (კუზნეცოვი-14, ელზნერი-10), 2:0 ბროუერი-15 (მაიკ გრინი-27, ბექსტრიომი-38), 3:0 ბექსტრიომი-16 (მ. იოჰანსონი-17, ოვეჩკინი-18), 4:0 ფერი-16 (უორდი-10).

კოლამბუსი-არიზონა 1:4

0:1, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 ლესიო-2 (კრომბინი-2, შინიმინი-1), 1:1 ვიშნიევსკი-6 (ჯ. ჯონსონი-19, ჰარნელი-19), 1:2 ეკმან-ლარსონი-15 (იენდლი-31, ვერმეტი-21), 1:3 დოუნი-11 (კორპიკოსკი-12, იენდლი-32), 1:4 რიდერი-8 (ვერმეტი-22).

მონრეალი-ბაფალო 2:3

1:3, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 სტეფორდი-8 (ჰოჯსონი-6, მიერსი-9), 1:1 პრუსტი-4 (დეშარნე-19), 1:2 მოულსონი-8 (ზადოროვი-8, ტ. მიტჩელი-5), 1:3 ბ. ჯონტა-5, 2:3 დეშარნე-8 (ვაისი-12, პასიორეტი-18).

სტ. ლუისი-ტამპა ბეი 2:1 (ო)

0:1, 0:0, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 პაკეტი-11 (კილორნი-15, დრუენი-21), 1:1 ტარასენკო-26 (შჩასტნი-19), 2:1 შვარცი-18 (ბატლერი-3, ელიოტი-2).

ნეშვილი-ტორონტო 4:3

2:0, 0:1, 2:2

გოლები: 1:0 ს. ჯონსი-4, 2:0 შ. უებერი-11 (ფორსბერგი-28, ფიშერი-11), 1:2 ვინიკი-4 (სანტორელი-18, ლუპული-9), 2:2 კადრი-14 (ბუტი-2, ფრენსონი-24), 2:3 სანტორელი-10 (ლუპული-10, რაილი-12), 3:3 ფიშერი-13 (კ. უილსონი-19, იოსი-25), 4:3 კ. უილსონი-16 (ფიშერი-12, ჯ. ნილი-3).

მინესოტა-ჩიკაგო 3:0

2:0, 1:0, 0:0

გოლები: 1:0 მ. კოივუ-8, 2:0 ცუკერი-18 (სკანდელა-7, მ. კოივუ-20), 3:0 მიკაელ გრანლუნდი-5 (პარიზე-18).

დალასი-კოლორადო 2:3

1:0, 1:0, 0:2, 0:0, 3:4

გოლები: 1:0 ივსი-6 (ჯეიმი ბენი-30, სპეცა-28), 2:0 კოული-13 (ჰესკი-13), 2:1 რ. ო'რაილი-10 (ბ. სტიუარტი-6, ჰოლდენი-8), 2:2 ბერი-5 (ლანდესკოგი-21, რ. ო'რაილი-19).

ბულიტები გაიტანეს: მაკინონი (კოლორადო), სეგუინი (დალასი), რუსელი (დალასი), ბრიერი (კოლორადო), სკევიური (დალასი), ლანდესკოგი (კოლორადო), ტელბოტი (კოლორადო).

ვანკუვერი-ვინიპეგი 3:2 (ო)

1:1, 0:0, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 ველერი-15 (ჩიაროტი-6, ლიტლი-22), 1:1 ბაროუზი-11 (დ. სედინი-32, ჰ. სედინი-33), 1:2 ლიტლი-20 (ლედი-27), 2:2 კენინსი-2 (ჰორვატი-7, კლენდენინგი-2), 3:2 სბისა-3 (ვრბატა-15, ჰამჰუისი-9).

ანაჰაიმი-კაროლინა 5:4 (ო)

0:0, 2:2, 2:2, 1:0

გოლები: 1:0 პერი-20 (გეტცლაფი-36), 1:1 სიომინი-2 (რასკი-10, ლაილსი-8), 1:2 მაკლემანი-2 (ლინდჰოლმი-12, სეკერა-15), 2:2 კესლერი-14 (ლინდჰოლმი-17, პალმიერი-7), 2:3 მელოუნი-5 (ბულიტი), 2:4 ჯ. სტაალი-2 (ე. სტაალი-15), 3:4 სმიტ-პელი-5 (სილფვერბერგი-14, ლავჯოი-9), 4:4 პერი-21 (კესლერი-20, ვატანენი-21), 5:4 გეტცლაფი-16 (პერი-14, ბოშემენი-7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე