"სუონსის" რიგებში დიდი ცვლილებებია
როგორც ირკვევა, ბაფეტიმბი გომისი "სუონსის" დატოვებასთან მართლაც ახლოს იყო და ფრანგი ჟურნალისტებისთვის ტყუილად არ უთქვამს, წასვლაზე ვფიქრობო, მაგრამ მან ბოლოს გადაიფიქრა და დარჩენა გადაწყვიტა, რისთვისაც "თეთრი გედების" თავმჯდომარე ჰიუ ჯენკინსი დიდ მადლობას უხდის და სჯერა, რომ 29 წლის თავდამსხმელი შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, კლუბს სარგებელს მოუტანს.

არადა, ბაფე მართლაც რომ წასულიყო, "სუონსის" ფორს-მაჟორში მოუწევდა ფორვარდის ან ფორვარდების დამატება. არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ გუნდმა უილფრიდ ბონი გაყიდა. სწორედ ამ უკანასკნელის გამო გომისს შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა და "სენტ ეტიენისა" და "ლიონის" ექსთავდამსხმელმა ჯერჯერობით შესაძლებლობები სრულად ვერც გამოავლინა.

"გადავწყვიტე, "სუონსიში" დავრჩე, ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. ბოლომდე კმაყოფილი არ გახლდით, რადგან დიდი სათამაშო დრო არ მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მე მჯერა ამ გუნდის და ამ პროექტის. მწვრთნელსაც ვესაუბრე და მას ჩემი იმედი აქვს, ჩემს შესაძლებლობაში დარწმუნებულია. გამიმართლა, რომ აქ ვცხოვრობ და ვთამაშობ. აქაურობა ძალიან მომწონს. მინდა კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო" - თქვა გომისმა.

ჰიუ ჯენკინსი: "მე მას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ მომავალს თუ ვუწინასწარმეტყველებ, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. ძალიან კარგია, რომ დარჩა. გომისისადმი ინტერესი ბუნებრივი გახლდათ, რადგან ის ნიჭიერი ფეხბურთელია, გოლეადორი. ვფიქრობ, ახლა იმდენი დრო ექნება, რამდენიც სურს და შესაძლებლობების გამოვლენას მოახერხებს. ეს ბრწყინვალეა".

სხვათა შორის, კლუბი კინაღამ დატოვა ნილ ტეილორმაც, მაგრამ უელსელები "სუონსიში" ისედაც ცოტანი არიან და გუნდს ამის გარეშეც არ უნდოდა 25 წლის მცველის დაკარგვა. ასე რომ, ჯენკინსმა ტეილორიც დაიყოლია და მისი მსურველები "ვესტ ბრომვიჩი" და "კრისტალ პალასი" უარით გაისტუმრა.

არის ერთი ცუდი ამბავიც "გედების" ფანებისთვის: მარვინ ემნესის "საუთჰემპტონთან" მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა და მას 3 კვირა მოუწევს დასვენება. სამაგიეროდ, ვირუსი მოილია ლეონ ბრიტონმა და ვარჯიში განაახლა ჯეფერსონ მონტერომ. აღსანიშნავია ისიც, რომ დაბრუნდა სუნ-იუნ კი, რომელიც აზიის თასზე იყო და ფინალში ავსტრალიის წინააღმდეგ სამხრეთ კორეას უკაპიტნა კიდეც, მაგრამ 26 წლის ნახევარმცველის ნაკრები დამარცხდა. კისა და კომპანიას მორიგი მატჩი "ლიბერთიზე" "სანდერლენდთან" აქვთ.

"სუონსის" ზამთრის სატრანსფერო ბატალიებზე საუბარი კი შემდგარი ტრანსფერებით გავაგრძელოთ. ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ გარი მონკის გუნდი გახლდათ, ყოველ შემთხვევაში, ბრიტანული ფეხბურთის მასშტაბით.

ფაქტია, უელსური გუნდი პრემიერლიგის ყველაზე ხმაურიან და ძვირად ღირებულ ტრანსფერში ფიგურირებს - "ლიბერთი სტედიუმის" ბინადრებმა ბონი 25+3 მილიონ გირვანქად გაყიდეს და კოტდივუარელი ყველაზე ძვირფასი აფრიკელი ფეხბურთელიც გახდა. ამ ფულით "თეთრმა გედებმა" რამდენიმე ტრანსფერი გამოაცხვეს. პირველ რიგში, გავიხსენოთ "ტოტენჰემიდან" 26 წლის კაილ ნოტონის დამატება, რომელმაც უკვე ჩაატარა თავისი სადებიუტო მატჩი.

იგი 7 მილიონი ევრო დაჯდა. 2,2 მილიონ ევროდ უელსელებმა "იოსტერსუნდიდან" გამოისყიდეს 22 წლის შვედი შემტევი მოდუ ბეროუ. ამდენივე დაჯდა "ესქეტერიდან" 19 წლის ნახევარმცველის, მეტ გრაიმსის მიყვანა. "ბენფიკასგან", ანუ "არწივებისგან" "თეთრმა გედებმა" 23 წლის თავდამსხმელი ნელსონ ოლივეირა ინათხოვრა. დაბოლოს, "სუონსიმ", ბევრისთვის მოულოდნელად, "საუთჰემპტონიდან" 25 წლის საყრდენი ჯეკ კორკი წაიყვანა.

უფრო სწორად კი, მოულოდნელი აქ ის გახლდათ, რომ კორკს "წმინდანები" შეელივნენ, რადგან მათ ამ პოზიციაზე ბოლო დროს იგივე ტრავმების გამო მუდამ პრობლემები აქვთ. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ დაკონკრეტებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
სრული ქაოსი "მანჩესტერ იუნაიტედში" და დაბნეული ლუი ვან გაალი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პრემიერლიგა. XXVIII ტური: ლონდონი ტრაგედიას გადაურჩა [VIDEO]
პოლ კლემანი -"სუონსის" ახალი თავკაცის გეგმები
პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი და პირველი ამერიკელი
გომისი და ბელჰანდა "გალათასარაიში"
პრემიერლიგა. I ტური: ვან გაალის მოგება დაბადების დღეზე [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ასოციაციის თასი. 1/32-ფინალი: "თეთრი გედების" კრიზისი გრძელდება [VIDEO]
ბაფეტიმბი გომისი გადარჩა, მაგრამ სტრესი რჩება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"სუონსი" - "გედები" გაძლიერების გზაზე
"გალათასარაის" ფორვარდი შეხვედრის მიმდინარეობისას ცუდად გახდა [VIDEO]
ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: სერიები, რეკორდები და ჩავარდნები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები