ვინ არის თანამედროვე რაგბის ნამდვილი გამომგონებელი?

საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი სიმონ მაისურაძე დღესდღეობით საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის "ვალანსის" ღირსებას იცავს. მან დღემდე ეროვნულ ნაკრებში 28 კეპი მოიხვეჭა. სარაგბო კარიერის პარალელურად, ის განათლებასაც დიდ ყურადღებას უთმობს და ლიონის უნივერსიტეტში სწავლობს. ახლახან ამავე უნივერსიტეტში წარმოებული კვლევის საფუძველზე საკუთარ ბლოგში სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც მცირედი შესწორებებით გთავაზობთ.

დღემდე ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ თანამედროვე რაგბი ვილიამ ვებ ელისის მიერაა გამოგონილი. სინამდვილეში, ეს ლეგენდაა და მას უარყოფს ყველა ოფიციალური წყარო.

რაგბი, როგორც თამაში, ჩამოყალიბდა და განვითარდა ინგლისში მე-19 საუკუნის დასაწყისში, ეგრეთ წოდებულ Public Schools-ებში (კერძო პრესტიჟული სასწავლებლები): Winchester, Charterhouse, Rugby, Eaton... რომლებშიც სწავლობდნენ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთა, აგრეთვე, ქალაქის ბურჟუაზიისა და სოფლის მდიდარი მეურნეების შვილები.

მე-19 საუკუნის დასაწყისში Public Schools-ებში მხოლოდ ფიზკულტურის მოსაწყენი გაკვეთილები ტარდებოდა მოსწავლეების ფიზიკური შესაძლებლობების ასამაღლებლად, რასაც იმ დროისთვის გიმნასტიკას უწოდებდნენ. სწორედ ამიტომ მოსწავლეები მალულად თავს იქცევდნენ ძალიან პოპულარული კოლექტიური, კონტაქტური და უხეში ბურთის თამაშით - Soule ("სოული").

სოული სათავეს იღებს ანტიკური საბერძნეთიდან. ამ თამაშს ბერძნები და სპარტელები იყენებდნენ მეომრების გასაწრთობად. ბერძნები მას უწოდებდნენ Phenind-ს, სპარტელები კი - Episcyre-ს.

ბერძნების და სპარტელების სამხედრო წარმატებამ და წვრთნის მეთოდებმა დააინტერესა რომაელებიც, რომლებმაც მიბაძვით გადაიღეს ეს თამაში და აქტიურად იყენებდნენ სამხედროების გასაწვრთნელად. თამაშს კი სახელად უწოდეს Haspartum.

მოგვიანებით იგივე თამაში ბრიტანელი სამხედროების საწვრთნელ პროგრამაშიც გვხვდება.

სოულის წესები: ამ უძველეს თამაშს არავითარი წესი, აკრძალვა, დროის ან მოთამაშეთა რაოდენობის ლიმიტი არ გააჩნია, გარდა ერთისა: ბურთი უნდა დამიწდეს მოწინააღმდეგის ჩათვლის ზონაში.

ნებადართულია: დარტყმა შიშველი ხელით; კოლექტიური ჩხუბი; დაჯახება, ფეხის ჩარტყმა მუხლის ქვემოთ; თავის დარტყმა; შებოჭვა და ბურთის წართმევა. ბურთი იწონის 5 კგ-ს და შეკერილია ღორის ტყავისგან.

1828 წელს ქალაქ რაგბის კოლეჯის დირექტორად დაინიშნა თომას არნოლდი (1795-1842). ის თეოლოგი და პროტესტანტული ეკლესიის წევრი გახლდათ. მან მალევე აღმოაჩინა, რომ კოლეჯში მოსწავლეების მდგომარეობა სავალალო იყო: სწავლის დაბალი აკადემიური დონე, გაცდენები, ალკოჰოლი, ჩხუბი, აზარტული თამაშები, ძველების მიერ ახლების ჩაგვრა, სოციალურ კლასებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

თომას არნოლდმა მიზნად დაისახა ვითარების გამოსწორება, უარი თქვა მოსაწყენ და უინტერესო ფიზკულტურის (გიმნასტიკის) სწავლებასა და სოულის აკრძალვაზე. მან გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის დაერთო თამაშის ნება, მაგრამ შეცვალა წესები: დააწესა დროის ლიმიტი. დაამატა არბიტრი, მწვრთნელი და ორგანიზატორები.

თომას არნოლდმა განავითარა და დააკანონა ამ უძველესი თამაშის ახალი ვარიანტი და უწოდა Rugby Football ("რაგბის კოლეჯის ფუტბოლი"), რადგან მიხვდა, რომ მოსწავლეებს იტაცებდა ამ თამაშის სწორედ უხეში და აგრესიული მხარე. თომასმა შემოიღო ახალი წესი, რომლის თანახმად, სასტვენიდან სასტვენამდე მოთამაშეებს უფლება აქვთ, უხეშობისა და აგრესიის გამოვლენის (დაჯახება, დარტყმა ან სულაც ჩხუბი); სამაგიეროდ, ისინი იძულებულები არიან დაიცვან წესები თამაშის სხვა დანარჩენ დროს.

თომას არნოლდმა გამოიგონა სპორტის სწავლების ახალი მეთოდი: Self-Governement, ანუ საკუთარი თავის მართვა. ეს არის ადამიანების დემოკრატიული მართვის ფორმა; ჯგუფი, გუნდი, კოლექტივი იმართება არა ერთი ლიდერის, არამედ მისი წევრების მიერ, რაც ბადებს უდიდეს მოტივაციას. ერთი სიტყვით, მან დააარსა სპორტული დემოკრატიული კლუბი, ასოციაცია, რომელსაც მართავდნენ მოსწავლეები. იმავე თომას არნოლდს ეკუთვნის რაგბის სამყაროში ყველაზე დიდი დაუწერელი კანონი - Fair Play, რაც ნიშნავს პატივისცემას თამაშის, მოწინააღმდეგის, თანაგუნდელის, არბიტრისა და მაყურებლის მიმართ.

რაგბიმ და სპორტული ასოციაციის მართვის ახალმა მეთოდმა უდიდესი წარმატება მოიპოვა მოსწავლეებში და იქცა მათი ცხოვრების წესად. ამით მან გადაჭრა ყველა ზემოთ მოყვანილი პრობლემა, რადგან მოსწავლეები მთლიანად ჩაითრია ამ თამაშმა, ხოლო ვისაც თამაში არ შეეძლო ან არ უნდოდა, სპორტული ასოციაციის სხვა საქმეებით დაკავდნენ.

Rugby Public School-ის წარმატებამ გამოიწვია ის, რომ თომას არნოლდის მეთოდით დაინტერესდა ბრიტანეთის იმდროინდელი მთავრობა. გადაწყდა, მთელი იმპერიის სასწავლებლებში დაენერგათ ეს მეთოდი, რათა ჩამოეყალიბებინათ ინიციატივით სავსე, გამბედავი, მამაცი თაობა, ფიზიკურად და მორალურად ძლიერი ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ საკუთარ სხეულს, გონებასა და სულს, რომლებსაც გამბედაობაც აქვთ, მაგრამ იცავენ წესებსა და კანონებს. შედეგად, ინგლისელი ახალგაზრდობა გაძლიერდა როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.

1845 წელს Rugby Public School-ის ყოფილმა მოსწავლეებმა, ახლა უკვე სტუდენტებმა, შეადგინეს, დაწერეს და გამოაქვეყნეს პირველი ოფიციალური Rugby Football-ის წესების წიგნი.

1863 წელს ოქსფორდისა და კემბრიჯის სტუდენტებმა დააარსეს პირველი ფედერაცია სხვა კლუბებთან შეუთანხმებლად და უწოდეს Football Association. სიტყვა Rugby ამოიღეს, რათა აპოლოგია არ გაეკეთებინათ Rugby-ის კოლეჯისთვის.

მოგვიანებით, განხეთქილების გამო Rugby Football-ის მიმდევრები იყოფიან: პირველთ სურთ მხოლოდ ფეხით თამაში, ანუ ეგრეთ წოდებული Dribling Football (ფეხბურთელები), სხვებს კი სურთ შეინარჩუნონ თამაშის პირველყოფილი სახე (მორაგბეები) და რადგან ფეხბურთელები გაცილებით უფრო მეტნი აღმოჩნდნენ, მორაგბეები გამოეყვნენ Football Association-ს და 1871 წელს დააარსეს Rugby Footabll Union-ი, ანუ რაგბის პირველი ფედერაცია.

წყარო: ბიბლიოგრაფია, ტიერი ტერეს "სპორტის ისტორია".

ამონარიდები ლიონის

უნივერსიტეტის არქივიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა