24 წლის მარცხენა მცველით "შტურმი" და "ოლბორგია" დაინტერესებული და მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა
ახალი წლის დღეების შემდეგ თბილისის "დინამო" 3 იანვარს შეიკრიბა. გუნდის თავკაცმა კახა კაჭარავამ ახალ თანაშემწე ზაურ სვანაძესთან ერთად გუშინ ორჯერ ავარჯიშა გუნდი.

დინამოელთა შორის ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. გუნდს დაუბრუნდა ნახევარმცველი შოთა კაშია. მან ჩემპიონატის პირველი ეტაპი ცხინვალის "სპარტაკში" გაატარა, დაცვაშიც ითამაშა, ნახევარდაცვაშიც და 18 შეხვედრაში ერთი ბურთი გაიტანა.

კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი, 24 წლის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძეა, რომელიც ჭაბუკობაში სწორედ "დინამოში" თამაშობდა, შემდეგ "თბილისში" გამოდიოდა, მერე საბერძნეთს, პირეოსის "ოლიმპიაკოსს" მიაშურა, სადაც 9 მატჩი ითამაშა. 2006 წლიდან კი დანიურ "ვიბორგში" იყო და 92 შეხვედრა ჩაატარა. მას ახალგაზრდულ ნაკრებში 15 მატჩი, ხოლო ეროვნულში 7 შეხვედრა უთამაშია. იმასაც შეგახსენებთ, რომ ფოფხაძით ავსტრიული "შტურმი" და დანიური "ოლბორგია" დაინტერესებული. "დინამოში" მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო