"რეალმა" ხამესი და რამოსი დაკარგა
დეკემბერში მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გაიფორმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ტიტული, როცა მსოფლიოს საკლუბო პირველობა მოიგო. სწორედ ამის გამო "სევილიასთან" მატჩი თვე-ნახევრის დაგვიანებით გაიმართა.

"რეალმა" 2:1 იმარჯვა არცთუ დამაჯერებელი თამაშით და ლა ლიგას 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, მაგრამ კარლო ანჩელოტის ეს სამი ქულა ძალიან ძვირად დაუჯდა: "ლოს მერენგესმა" ორი მოწინავე ფეხბურთელი დაკარგა, მასპინძელთათვის მე-9 და 27-ე წუთები სავალალო გამოდგა. ჯერ სერხიო რამოსმა დაიზიანა კუნთი და მოედანი დატოვა, შემდეგ ჯეიმს (ხამეს) როდრიგესმა, რომელმაც მანამდე შესანიშნავი გოლი გაიტანა, მცირე მოტეხილობის გამო მოედანი დატოვა.

უცნაურია, მაგრამ როცა "რეალი" ყველაზე ცუდად თამაშობდა, სწორედ მაშინ გაიტანა ხამესის და ხესეს წყალობით და როცა თამაში დაალაგა, მაშინ გაუშვა (ასპასი).

ამ შეხვედრის პირველი ტაიმი ფათერაკებით აღსავსე გამოდგა, ქარიმ ბენზემა საჰაერო ორთაბრძოლაში მუხლით წავიდა ბეტუზე და პორტუგალიელ გოლკიპერს ხერხემლის დაფიქსირება დასჭირდა, ბეტუ კლინიკაში გააქანეს.

ამიერიდან, "რეალი" "ბარსელონას" 4 ქულით უსწრებს, თუმცა სეზონის ბოლომდე კიდევ 17 ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მარსელო - 300

ეს მატჩი საიუბილეო, მე-300 იყო მადრიდის "რეალის" მაისურით ბრაზილიელი მარსელოსთვის. ეს მცველი 18 წლის ასაკიდან თამაშობს "სამეფო კლუბში" და აგერ, უკვე მე-9 სეზონია, "რეალის" ერთგულია. მარსელოს 300 მატჩიდან 217 ლა ლიგაზე მოდის, 51 ევროთასებზე, 23 კოპა დელ რეიზე, 6 ესპანეთის სუპერთასზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ერთიც ევროპის სუპერთასზე.

მიუხედავად იმისა, რომ მცველია, მარსელომ 300 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 300-დან 215 მატჩი "რეალის" მოგებით დასრულდა, რაც პროცენტულად 72-ს შეადგენს.

დღეისათვის მარსელო კლუბის ისტორიაში (ლა ლიგაში) მე-4 ადგილზეა ლეგიონერებს შორის თამაშების რაოდენობით. მას მხოლოდ რობერტო კარლოსი (370 თამაში), ალფრედო დი სტეფანო (282) და სანტამარია (226) უსწრებენ.

"რაც ევროპაში ვარ, ყოველთვის მხოლოდ "რეალის" მაისურით თამაში მინდოდა. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც მისი წევრი ვარ", - განაცხადა მარსელომ მატჩის შემდეგ.

მატჩის შემდგომ

კარლო ანჩელოტი ("რეალის" თავკაცი): "სულაც არ ვფიქრობ, რომ ლა ლიგის ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა. ძალიან მძიმე მატჩი იყო, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, ბევრი იბრძოლა და ხასიათი გამოავლინა. მე ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დავრჩი. მეორე ტაიმში გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა. "სევილია" საჰაერო დუელებში გვჯობდა, რაც ნორმალურია, მეტოქის გუნდში ბევრი მაღალი ფეხბურთელია.

საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც დავკარგეთ, მაგრამ ამაზე არ ვიწუწუნებ, სხვა ბიჭების იმედიც მაქვს. ნაჩოსა და ვარანის წყვილმა დაცვის ცენტრში ძალიან კარგად ითამაშა, მე მათი დიდი იმედი მაქვს. ჩვენ გავაპროტესტებთ მარსელოს ყვითელ ბარათს, რადგან ის მეტოქეს საერთოდ არ შეხებია".

ედეგორის დებიუტი

ნორვეგიელმა თინეიჯერმა მარტინ ედეგორმა პირველად მოირგო "რეალის" ფორმა, მან "რეალ მადრიდ კასტილიას" ამხანაგურ მატჩში ითამაშა "ბეიჯინ გუოანთან". ეს შეხვედრა 3:3 დასრულდა, მარტინმა კი ორი საგოლე პასი გააკეთა. სხვათა შორის, ედეგორი მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ედეგორი ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე დაქორწინდა
"არსენალი" ედეგორს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
"რეალი" "არსენალიდან" თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
მარსელომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
სერხიო რამოსი იამალის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას მოითხოვს
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ედეგორი მინიმუმ დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა