ქართველი ფეხბურთელი კატეგორიულად უარყოფს...
championat-rostov.ru-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ანჟის" მცველი გია გრიგალავა, შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.

დაღესტნური კლუბი აპირებს, ვადაზე ადრე გაუწყვიტოს კონტრაქტი 25 წლის ფეხბურთელს, რომელსაც, თითქოსდა, შარდში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა.

"გრიგალავამ, ისევე, როგორც "ანჟის" სხვა ფეხბურთელებმა, იანვარში ანალიზები ჩააბარა, - ამბობს ზემოთ ხსენებულ ვებგვერდთან დაახლოებული წყარო. - მაგრამ კლუბმა დამატებით მოითხოვა რამდენიმე მოთამაშის შემოწმება და, მათ შორის, გრიგალავასიც, რომელიც "ანჟის" ბაზაზე ცხოვრობს და იქვე იღებს საკვებს. ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. გრიგალავასთვის შესაბამისი ცნობა არ მიუციათ, თუმცა კი მიანიშნეს, რომ ეფიქრა "ანჟიში" მის მომავალზე".

მარტივად რომ ვთქვათ, ქართველს სხვა კლუბის მოძებნა ურჩიეს. გრიგალავას კი ალტერნატიული წინადადება აქვს - ის კლუბს სთავაზობს, დაინიშნოს დამოუკიდებელი გამოკვლევა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, თანაც, მისივე სახსრებით.

საქართველოს ნაკრების მცველი კატეგორიულად უარყოფს აკრძალული პრეპარატის მიღებას და "ანჟისგან" ადეკვატურ რეაქციას ელის.

გრიგალავა მახაჭყალის კლუბში წლინახევრის წინ, "კრილია სოვეტოვიდან" გადავიდა და "ანჟისთან" კონტრაქტით კიდევ ერთი ამდენი აკავშირებს. არ არის გამორიცხული, მან კარიერა გააგრძელოს პერმის "ამკარში", რომელსაც მისი ძველი ნაცნობი გაჯი გაჯიევი წვრთნის.

zura1504
ისე სადაა ლოგიკა? რად უნდოდა ამას აკრძალული პრეპარატები? მაინც არ თამაშობს ძირითადში... აქ სხვა რაღაცაშია საქმე...
papuna
მაგრად ერჩიან ამ ბიჭს.. არ ათამაშებენ და ეხლა ხელფასის გადახდაც არ უნდათ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან