"აქ 10 კაცის მოტყუებას არც ითხოვენ, მაგრამ თუ ყველა კომპონენტში ნორმალური ხარ და პატარა შემოქმედებაც გაქვს, შეიძლება ვარსკვლავიც გახდე"
ზაფხულში საფრანგეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი დივიზიონი) "ბასტიამ" ლუკა კიკაბიძეს სამწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მას შემდეგ 19 წლის ფლანგის შემტევის დებიუტს ველოდით, მაგრამ ეს მხოლოდ წლეულს, იანვარში მოხდა: საფრანგეთის თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში "ბასტიამ" რანგით მეოთხე ლიგის "კევილთან" ძირითად დროში 0:0 ითამაშა, დამატებითში კი, როცა მეტოქეებმა გოლები გაცვალეს, 106-ე წუთზე მოედანზე კიკაბიძეც გამოჩნდა (კორსიკელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ).

ქართველს მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში 11-მეტრიანი არ დაურტყამს.

"ბასტიაში" გადასვლის შემდეგ ლუკა კიკაბიძე ინტერვიუებს ერიდებოდა - მიიჩნევდა, რომ ჯერ მისთვის ეს ნაადრევი იყო. ახალგაზრდა კაცის ასეთი მორიდება გასაგები და მოსაწონია. მეორე მხრივ, გულშემატკივარი დაინტერესებულია, როგორ მიდის ტოპ-ლიგებში მოხვედრილი ერთ-ერთი, აწ უკვე იშვიათი ქართველი ფეხბურთელის საქმეები.

- "ბასტიაში" თქვენს დებიუტს ზაფხულიდან ველოდით და მოვესწარით კიდეც...

- სულ 15 წუთი ვითამაშე. ძირითადი დრო 0:0 მორჩა და დამატებითში შემიყვანეს. მაგრამ პენალტების სერიაში წავაგეთ. ამის მიუხედავად, მაინც გახარებული ვიყავი - როგორც იქნა, ვითამაშე.

ისე, რა დასამალია და, ცოტა დაძაბული ვიყავი, ამ დღეს ხომ მეც დიდი ხანია ველოდი. ოფიციალურ განაცხადში რამდენჯერმე კი მოვხვდი, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მეღირსა. თუმცა, მას მერე, რაც მინდორზე გავედი, ყველაფერი დამავიწყდა.

იმედია, ძირითადში თამაშსაც მალე დავიმსახურებ. მწვრთნელმა ჩემთვის ჩვეულ პოზიციაზე, მარცხენა ნახევარმცველად მათამაშა. მაკელელესთანაც ასე იყო - გუნდსაც ვეჩვეოდი და მის მოთხოვნებსაც და... ამ დროს მოხსნეს.

- რადგან გათამაშათ, ეტყობა, ახალი მწვრთნელი ჟისლან პრენტანიც გენდობათ. ისე არა, მაგრამ მაინც...

- ყველა ქვეყანაში ასეა: ადგილობრივს უფრო ენდობიან. მაგრამ იმედი მაინც მაქვს. პრენტანი "ბასტიას" 19-წლამდელებს ავარჯიშებდა და, სხვათა შორის, მაკელელეზე ბევრად გამოცდილი სპეციალისტია. ეს მისი პლუსია, მაგრამ ის დროებით დაინიშნა.

- საფრანგეთში კარგი ფიზიკური მომზადება მოგეთხოვებათ. ამ ყველაფერს თუ შეეჩვიეთ?

- ფიზიკურად კარგად მომამზადეს და აქაურ ტემპსაც შევეჩვიე. ერთი ესაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დონეზე სათამაშოდ მეტი ჯანი მჭირდება. სუსტი და არაათლეტური არ მეთქმის, უბრალოდ, აქ მაღალი მოთხოვნებია.

- საქართველოს შემდეგ საფრანგეთში მოხვედრაც ძნელია და მათ მოთხოვნებზე გადართვაც...

- რა თქმა უნდა, ძნელია. აქ სულ სხვა დონის ფეხბურთია. თანაც, საქართველოში უფრო თავდამსხმელებს ვეხმარებოდი და დაცვას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. "ბასტიაში" კი ითხოვენ, რომ უკანა ხაზსაც დავეხმარო.

თავიდან ამის პრობლემა მქონდა, რადგან ასეთ დროს ფლანგის ფეხბურთელზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის - სერიოზულ სამუშაოს ასრულებ და შეგუებაა საჭირო. ახლა ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობ და ვეჩვევი.

- ნახევარი წელიწადი გავიდა, რაც საფრანგეთის მთავარი ლიგის გუნდში ვარჯიშობთ და საკუთარ შესაძლებლობებს უკვე შეაფასებდით. ასეთ დონეზე თამაშს შეძლებთ?

- თავიდან მეგონა, რომ სხვა პლანეტაზე მოვხვდი, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე და გადაუჭარბებლად ვამბობ - აქ თამაში მიუღწეველი ოცნება არ არის. მაგალითად, "ბასტია" რომ ავიღოთ, ეს საშუალოევროპული დონის კლუბია - არც მეტი, არც ნაკლები.

გეტყვით, ფეხბურთელების ნაწილი როგორია - ზედმეტს არაფერს გააკეთებს, მაგრამ არც დააშავებს. ეს ის კატეგორიაა, "მუშა" ფეხბურთელებს რომ ეძახიან. ასე რომ ითამაშო და სულ მცირე შემოქმედება დაამატო, საკმაოდ კარგი ფეხბურთელის სახელი გექნება.

თითქოს, ადვილია, მაგრამ დიდი შრომა სჭირდება. გარდა ამისა, აქ 10 კაცის მოტყუებას არც ითხოვენ. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი ტენდენციაა. მაგრამ, თუ ყველა კომპონენტში ნორმალური ხარ და პატარა შემოქმედებაც გაქვს, შეიძლება ვარსკვლავიც გახდე.

- გუნდთან შესაგუებლად ენის ცოდნა მნიშვნელოვანია. ფრანგული თუ აითვისეთ?

- უკვე ნორმალურად მესმის, მაგრამ ლაპარაკი ჯერ კიდევ მიჭირს. სხვათა შორის, ესენი თავს ფრანგებად არც მიიჩნევენ. კორსიკაზე თავისებური ხალხი ცხოვრობს.

- ქართულ ფეხბურთს თუ იცნობენ?

- სხვათა შორის, რამდენიმე ასაკოვანმა ადამიანმა ახსენა - წლების წინათ, ევროტურნირში "ბასტიამ" ახალკაცის დროინდელ "დინამოსთან" რომ წააგო, მაშინ ძლიერი გუნდი გყავდათო. ახალგაზრდა თაობას კი ჩვენს ფეხბურთზე და ზოგადად, საქართველოზე წარმოდგენაც არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ამას ცხადაძე გამოიძახებს და ნაკრების დონეზე,რომ გამოჩნდება და კარგადაც ითამაშებს ბასტიის მწვრთნელიც მალე სასტარტოშიც ჩასვავს და მალე პსჟ-შიც ვნახავთ! როგორც ჩანს მშრომელი ბიჭია და თავში არ უვარდება ზოგიერთებივით... წარმატებას ვუსურვებ!!!
mamuka09ze
კარგი ბიჭი ჩანხარ. გმერთმა ხელი მოგიმართოს.
ჯიჯი ალფაიძე
ჭკვიანი ბიჭი ჩანს,ეტყობა გონიერი ადამიანია,იქნება გვეშველოს რამე
AC
ისე მარტივად აღწერა იმედია გახდება ვარსკლავი
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
"ბორდომ" წააგო და გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
დავითაშვილმა ისევ გაიტანა - ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
დავითაშვილის მორიგი გოლი - "ბორდომ" "ბასტიასთან" არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]
საგიჟეთი საფრანგეთში - რატომ შეწყდა მატჩები ბორდოსა და ჰავრში [VIDEO]
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში