"პროგრამა-მინიმუმი საპრიზო ადგილის დაკავებაა, თუმცა ნათელია, ამ შემადგენლობით ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ"
გუშინ საბოლოოდ გადაწყდა: მეორე წრეში შსს-ს გააძლიერებენ მწვრთნელი დავით უსტიაშვილი, მეფარე ჟულივეტ ტუჯანი და უკანახაზელი ბექა წივწივაძე. ეს ამბავი შსს-ს პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ გვაცნობა. მას პირველ წრეში გუნდის გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ და სამომავლო პერსპექტივებსაც შევეხეთ.

- შსს-ში ის კალათბურთელები შეიკრებნენ, რომლებიც მანამდე თავის კლუბებში ლიდერები იყვნენ. შესაბამისად იოლი არ არის ახალ სტრატეგიაზე გადაწყობა, რომლის დროსაც ლიდერი არა ერთი კონკრეტული კალათბურთელი, არამედ მთლიანად გუნდია. ერთ მუშტად გუნდის შესაკვრელად გარკვეული დროა საჭირო. არც ჩავარდნებისგანაა ვინმე დაზღვეული. მით უმეტეს, რომ იყო ქრონიკული ტრავმები, რის გამოც სათანადოდ ვერ გვეხმარებოდნენ ძმები ბერიშვილები. არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რა ძალას წარმოადგენენ ისინი გუნდისთვის.

- მეორე წრის წინ დაიმატეთ გამთამაშებელი ბექა წივწივაძე.

- იგი ახალგაზრდა უკანახაზელია, თუმცა გამოცდილება საკმარისად აქვს. ბექა აქამდე სადაც თამაშობდა, ყველგან ლიდერი იყო. გუშინ წივწივაძე გუნდთან ვარჯიშს შეუდგა და დღესვე შემიძლია ვთქვა, რომ შემადგენლობაში კარგად ჩაჯდა.

- "ენერჯიდან" მეფარე ჟულივეტ ტუჯანიც გადაიყვანეთ.

- არაერთი უცხოელის დამატების ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ გავითვალისწინეთ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა მაღალი დონის ლეგიონერი ჩვენს ჩემპიონატს ვერ მორგებია.

ამის მაგალითად დომონიკ ტილფორდიც ("ენერჯი") გამოდგება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა შარშანდელ ნახევარფინალში შსს-ს ძლევაში, თუმცა "ენერჯი" მაინც ნაადრევად დატოვა. ამ სეზონში "სოხუმს" ვერ შეეწყო მაიკ მაქქერი. მოკლედ, გადავწყვიტეთ, რისკი მინიმუმამდე დაგვეყვანა და ის კალათბურთელი დავიმატეთ, რომელიც 10 წელია საქართველოშია და მაღალი დონის მეფარედ ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჟულივეტ ტუჯანი "ენერჯიში" დავით უსტიაშვილთან ერთად მუშაობდა.

- ცალკე საუბრის თემაა ახალი მწვრთნელი.

- შსს-ს თავკაც არჩილ ჟღენტს ბოლომდე ვენდობით. ამის დასტური ისიცაა, რომ მასთან კონტრაქტი 2013 წლამდე გავაფორმეთ. თუმცა, გვსურდა, მეორე წრიდან შსს-ში საუკეთესო მწვრთნელთა შტაბი შეგვეკრა. დავით უსტიაშვილიც ამიტომ მოვიწვიეთ - გუნდს მწვრთნელთა დუეტი გაწვრთნის. სხვათა შორის, დავით უსტიაშვილი და არჩილ ჟღენტი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ერთად იმუშავებენ. დავით უსტიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტთაგანია. მან "ენერჯის" სამჯერ მოაგებინა ჩემპიონობა, მუშაობს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და ახალგაზრდულ ნაკრებში. არც ის გვავიწყდება, რომ შარშან, ნახევარფინალში შსს-მ უსტიაშვილის გაწვრთნილ "ბათუმთან" ბეწვის ხიდზე გაიარა, ხოლო წლეულს შედარებით სუსტი შემადგენლობის "ბათუმმა" სტუმრად "ქუთაისში" გაიმარჯვა.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ტუჯანი მის გაწვრთნილ "ენერჯიში" თამაშობდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ შსს-ს ახლანდელი წევრები, დავით იმნაძე და ბესიკ ლეჟავა. თუმცა მწვრთნელი სხვების შესაძლებლობებსაც კარგად იცნობს. აქვე მინდა დავძინო, რომ ახალგაზრდა კოკა ტომარაძესთან კონტრაქტი 2013 წლამდე გავახანგრძლივეთ. მან ჩვენი იმედები გაამართლა.

- კიდევ ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?

- ამ სეზონს დღევანდელი შემადგენლობით ჩავამთავრებთ.

- შსს-დან ხომ არავინ წასულა?

- გუნდის დატოვებას ორი კალათბურთელი აპირებს - ძმები ბერიშვილები, თუმცა ისინი ამჟამად ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ.

- შეკრებას სად გეგმავთ?

- ჩვენს ბაზაზე შევიკრიბეთ. აქ ყველა პირობაა სრულყოფილად მოსამზადებლად, ტრენაჟორების დარბაზიდან დაწყებული აუზით დამთავრებული.

- ამ სეზონში გუნდს რა მიზნებს უსახავთ?

- პროგრამა-მინიმუმი საპრიზო ადგილის დაკავებაა, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ ამ შემადგენლობით ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ფინალში შსს და "არმიას" შეხვედრას ვისურვებდი. ამით ქართული კალათბურთი ნამდვილად მოიგებს, რადგან მათ მატჩზე, 25 დეკემბერს, 13 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. თუმცა, ფინალში მოხვედრა იოლი არ იქნება, სუპერლიგაში არაერთი გუნდია, ვისაც სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია:

თსუ-ს, "სოხუმს", "ქუთაისს"... მეორე წრიდან ერთი-ორად გაძლიერდება "სამედიცინო", რომელსაც ნუგზარ კანდელაკი გაწვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს