ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" პირველად წააგო - "პომები" სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან ვერას გახდნენ (3:9)

1913 წელი

ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" პირველად წააგო. "პომები" ვერას გახდნენ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან (3:9), რომელმაც ევროპულ ტურნეში შესანიშნავად იასპარეზა და დიდი სლემი შეასრულა. "ბოკემ" "მერიფილდზე" შოტლანდიას 16:0 მოუგო, "ლენსდაუნ როუდზე" კი ირლანდიის ნაკრები გაანადგურა - 38:0. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სამხრეთაფრიკელებს უელის ეროვნულმა გუნდმა გაუწია. სტუმრებმა ერთადერთი საჯარიმოს წყალობით მოიგეს - 3:0. ბოლო თამაში "ბოკემ" ბორდოში გამართა, სადაც საფრანგეთის ნაკრები 38:5 დაამარცხა.

1936 წელი

ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი პირველად დაამარცხა - 13:0. ორი ლელო "პომების" შემადგენლობაში მოთამაშე რუსმა პრინცმა, ალექს ობოლენსკიმ გაიტანა. მისი ოჯახი რუსეთიდან 1917 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გაიქცა და თავი ინგლისს შეაფარა. ობოლენსკიმ რაგბის თამაში ტრენტის კოლეჯში დაიწყო. ის ინგლისელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე გახლდათ.

ობოლენსკიმ ეროვნულ ნაკრებში კიდევ სამჯერ ითამაშა და 1940 წელს, 24 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებში სამსახურისას ტრაგიკულად დაიღუპა.

1958 წელი

"ჰლანეჰლისა" და "ბრიტანელი ლომების" ლეგენდარულმა მწვრთნელმა ქერვინ ჯეიმზმა უელსის ნაკრებში ერთხელ ითამაშა. მაშინ უელსელებმა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში 3:9 წააგეს. ერთადერთი საჯარიმო ჯეიმზმა გაიტანა.

მას შემდეგ, რაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, ჯეიმზმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. მან 1972 წელს "ჰლანეჰლის" ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში მოაგებინა. ჯეიმზმა ასევე შესანიშნავ შედეგს მიაღწია "ბრიტანელ ლომებთან" მუშაობისას.

1964 წელი

კოლინ მიდსმა "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს ორი ლელო გაუტანა და "ოლ ბლექსმა" მშრალი ანგარიშით 14:0 მოიგო. ეს მარცხი "პომებისთვის" წლის ყველაზე დიდი წარუმატებლობა გამოდგა. ამავე მატჩში შედგა ლეგენდარული ახალზელანდიელი რვა ნომრის, ბრაიან ლოჩორის დებიუტი.

1968 წელი

ჟან-მიშელ კაპანდეგი, რომელსაც 26 წელი შობის დღეს შეუსრულდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. არადა, რამდენიმე დღეში, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, სადებიუტო მატჩში უნდა ეთამაშა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

1993 წელი

დოქტორი დენი კრევინი, რომელმაც როგორც მოთამაშემ, მწვრთნელმა და ადმინისტრატორმა უდიდესი წვლილი შეიტანა სამხრეთაფრიკული რაგბის განვითარებაში, 82 წლის ასაკში სტელენბოშში გარდაიცვალა.

კრევინი მსოფლოს ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი იყო. ის გამორჩეული იყო სამწვრთნელო ასპარეზზეც. მისი ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს ზედიზედ ხუთჯერ მოუგო, 1951-52 წლებში კი, ევროპულ ტურნეში დიდი სლემი შეასრულა.

დენი კრევინი 1957 წელს სამხრეთ აფრიკის რაგბის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1992 წელს კი, აპარტეიდის დაცემის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა.

1997 წელი

იტალიური რაგბი მოღონიერდა. ამ დღეს "სკუადრა აძურამ" დუბლინში ირლანდიის ნაკრები 37:29 დაამარცხა, რითაც დაამტკიცა, რომ ღირსია, ევროპის ხუთ ერს მეექვსე ერად დაემატოს.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა