22 წლის ქართველ შემტევსა და მის თანაგუნდელებს სეზონის დარჩენილ ნაწილში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ
როგორც იქნა, ბოლო მოეღო გიორგი ჭანტურიას სატრანსფერო საგას. 22 წლის შემტევი ზაფხულამდე რუმინულ "კლუჟში" დარჩება, კლუბში, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ფეხბურთელების მიმართ დავალიანებების გაუსტუმრებლობის გამო 24 ქულა დააკლეს.

კლუბს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ დააკმაყოფილონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "კლუჟს", რომელიც 17 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, ახლა ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუმინეთის მთავარი ლიგიდან ამ სეზონში 6 გუნდი ვარდება, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჭანტურიასა და მისი მეგობრების ამოცანა წარმოუდგენლად რთულდება.

ჩვენი მხრივ კი, ვიტყვით, რომ მიუხედავად ამისა, პერსპექტიული ფეხბურთელისთვის მაინც რუმინეთში დარჩენა სჯობს, ვიდრე იაპონიაში წასვლა. ჯერ ერთი, ამომავალი მზის ქვეყანაში სათამაშოდ უკვე ასაკში შესული ფეხბურთელები მიდიან; მეორეც - ჭანტურიას საქართველოს ნაკრებში შანსის გამოყენება სურს. ჩვენი ინფორმაციით კი, იაპონური კლუბები, არცთუ იშვიათად, ნაკრებში მოთამაშეების გაშვებისგან თავს იკავებენ.

ჭანტურია "ლელოსთან" საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"უკვე დაზუსტებით შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ზაფხულამდე "კლუჟში" ვრჩები. რუმინეთის ჩემპიონატის პირველ მატჩს კი გამოვტოვებ, რადგან ოთხი ყვითელი ბარათი დამიგროვდა და დისკვალიფიცირებული ვარ", - გვითხრა ჭანტურიამ, რომელმაც, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ზაფხულში კვლავ იტალიურ "ვერონას" უნდა მიაშუროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaa
არა რა, რა უხარია ეგ გამაგებინეთთთთთთთ
Zaza
აუ მოვკვდი სიცილით.ვინაა პერსპეკტიული,22 წლის კაცი??? :) 22 წლისა ევროპაში უკვე ვარსკვლავები არიან და სტადიონს აზანზარებენ... ვაი ჩვენს პატრონს.რა ფეხბურთიც გვაქვს,ის მედიაა და პირიქით...
Zurab
გიორგის ვუსურვოთ ჭეშმარიტი გაძლება და წარმატებაც იქნება არ დანებდე წინ!!!!!!!!!!!!!!
samartliani
ეს არის ხომ უნიჭო და უპერსპექტივო?! ყველაზე ნიჭიერიც არის, ყველაზე პერსპექტიულიც, და პატრიოტიც. ტაშით რომ შეეგებეთ იმ ხალხის ნაკრებში დაბრუნებას, რომლებმაც უარი თქვეს აქ ჩამოსვლაზე თავის დროზე. ეს ბიჭი ოცნებობს ნაკრებში თამაშზე)) თქვენ ხომ არაფერს არ აფასებთ... ანანიძემ კარიერა დაინგრია 16 წლის ასაკში საქართველოს ნაკრები რომ აირჩია, ახლა კი ყოველი მეორე აგინებს. არაფერს არ იმსახურებს საქართველო, და ვერც ვერასოდეს ვერ მიაღწევს ვერაფერს!!!
i
ამ ბიჭმა ხომ დაგვღალა თავისი "თავგადასავლებით". კაცი ბარსაში ვერ გაჩერდა და უკეთესს რად ეძებს ვერ გავიგე.
misha1x2
ვის რაში აინტერესებს ესეთი უპერსპექტივო და დაბალი დონის ფრხბურთელების ამბები?! ჟურნალისტების გასაგონად ვლაპარაკობ...საინტერესო ინფორმაციები გამოაქვეყნეთ თუ შეგიძლიათ, რას გვიჭედავთ ყურებს ამ არადაინტერესო ინფორმაციებით...
gigi
ამდენი გოლები რომ გაეტანა ის ჯობდა,რაც მაგან ყვიტელი ბარათები დააგროვა. ან კლუჟს რად უნდა ეს ვერ გავიგე,ამდენი ხანია თამაშობს და 2 თუ 3 გოლი აქვს სულ გატანილი.მაგისთვის იაპონიაც ზედმეტია.
nikata
ძვირფასო ჟურნალისტებო, შეეშვით ამ "ვარსკვლავა" ფეხბურთელების უნიჭო პიარს. ნუ პირაპირ კალთას ახევდნენ იაპონიიდან და იმიტომ არ წასულა იქ, რომ ნაკრებში გამოძახებაზე ხელი არ შეშლოდაო. ძალიან უნიჭო ვერსიაა - სხვა რამე არ დაგვესიზმრა?
tomas
გვეშველა ხალხო, გვეშველა, არის კლუჟი!
koki
არა რააააააააააააა!!!!!!!!!!!!!
555
ამისთვის ბაქი-ბუქობდა სამი თვე ეს "ფეხბურთელი". გაისათ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივა აქვს. ზოგიერთებს კიდევ ამის იმედი აქვს ნაკრებში ვაი........
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს