1973 წელს ირანის დედაქალაქ თეირანში გამართული სამბისტთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული 2015 წლამდე, სულ ოცდაორმა ქართველმა მოჭიდავემ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა სამბოში. განსაკუთრებული აღმავლობით ჩვენი სამბისტები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე 2011 წლიდან ასპარეზობენ.

23 წლის ქუთაისელი მოჭიდავე _ სამბისტი გენადი ჩირგაძე (52 კგ) სწორედ რომ ყველაზე ახალი, ოცდამეორე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია სამბოში.

მან ეს ტიტული შარშან შემოდგომაზე, 21 ნოემბერს მოიპოვა იაპონიის ქალაქ ნარიტაში.

ქუთაისელ მსოფლიოს ჩემპიონს თბილისში, სამბოს ცენტრალურ დარბაზში ვესაუბრეთ.

_ გენადი, ჯერ წარმომავლობაზე გვითხარი რამე.

_ დავბადებულვარ 1991 წლის 23 აგვისტოს, ქუთაისში. წარმომავლობაზე რომ გითხრათ, ჩემი ძირი და ფესვები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გუბისწყალია...

ქუთაისში ნიკიაზე ვცხოვრობ, ქუთაისის მეოთხე სკოლიდან მეჩვიდმეტეში გადავედი და ის სკოლა დავამთავრე. ვსწავლობ და ვამთავრებ ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურას.

_ ცნობილ ქუთაისელ მწვრთნელ გივი სარდანაძესთან როგორ მოხვდი.

_ პატარა და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, მამაჩემმა ჯერ სამბოს მწვრთნელ ტარიელ ფარჯანაძესთან მიმიყვანა სავარჯიშოდ, მერე ქუთაისის სამბოს უფროს მწვრთნელ გივი სარდანაძესთან გადავედი. სხვათა შორის, ჩემს უბანში ნიკიაზეა ის სპორტდარბაზი, სადაც გივი წვრთნის თავის შეგირდებს და მათ შორის მეც.

_ რომელ წონით კატეგორიაში გამოხვედი პირველ შეჯიბრებაზე.

_ ეს იყო იმერეთის პირველობა და 23 კგ-ში ავიწონე, თუმცა ოცდასამი კილოგრამიც არ ვიყავი მაშინ, მაგრამ ამაზე პატარა წონითი კატეგორია არც იყო, მეორე საპრიზო ადგილზე გავედი.

ჩვენს საუბარს ესწრებოდა გენადის უფროსი და სოფოც, სხვათა შორის, და-ძმანი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. სოფომ გაიხსენა გენადის პირველი ვარჯიშები, როცა 6 წლის ბიჭს ზოგჯერ სპორტული ჩანთა შინ რჩებოდა და ისე მიდიოდა მეცადინეობებზე. ამიტომ ხშირად დედაც დაყვებოდა თან...

_ გავიგე წონაში ბევრს იკლებდი.

_ ევროპაზეც და მსოფლიოზეც 10 კილოგრამი დავიკელი, ძირითადად ვარჯიშებით და მკაცრი დიეტით. ვიღებდი მშრალ, მოხარშულ საქონლის ხორცს და წვნიან კერძებს. რა თქმა უნდა, ორთქლის აბანოს გარეშე ვერ დავიკლებდი.

_ სხვა მიღწევებზეც ვთქვათ.

_ მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, 2010 წელს თბილისში გავხდი მსოფლიოს პირველობის გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის, 2012 წელს ვიყავი ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

სხვა სახის ჭიდაობებშიც გამოვსულვარ. შარშან, მაგალითად, მინსკში ირანულ ჭიდაობა `ზურხანში" გავხდი ევროპის ჩემპიონი 60 კგ-ში, სადაც 28 ქვეყნის მოჭიდავეები გამოდიოდნენ.

_ იაპონიაში დრამატული ორთაბრძოლები გადაიტანე.

_ ფინალში გადასასვლელ და ფინალურ შეხვედრებს ვაგებდი, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, გულის სიღრმეში ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდი. ორივე პაექრობა ბოლო წამებზე მოვიგე.

_ შენი გამარჯვებით ყველაზე მეტად ვინ გაახარე.

_ ალბათ ბევრი ახლობელი და სამბოს გულშემატკივარი. მაგრამ ყველაზე მაგრად ჩემს პირად მწვრთნელს გივი სარდანაძეს გაეხარდებოდა. რა თქმა უნდა, იმ დღეს, 21 ნოემბერს, როცა მსოფლიოს ჩემპიონის კვარცხლბეკზე ვიდექი და საქართველოს ჰიმნს უკრავდნენ, გივის დაბადების დღე იყო...

_ ახლა რას აპირებ?

_ 23 წლისა ვარ და 17 წელიწადია სამბოში ვარ. კიდევ ერთხელ მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემს წონაში (52 კგ) გამოვიდე. შემდეგ გადავალ ზედა წონაში 57 კგ-ში და ვნახოთ, რა იქნება.

ესაუბრა

გაბრიელ ბარჯაძე

ავტორის ფოტო

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია